თუ გსურს შენი ეზო არავისას არ გავდეს!

დიახ თუ გსურს შენი ეზო არავისას არ გავდეს, ახლა სწორედ ამის დროა! ჩვენ გვაქვს სიახლე, ფილა ლეგისი უკვე გაყიდვაშია.

ფილა ლეგისი გვაძლევს შესაძლებლობას ფანტაზიას არ მივცეთ საზღვარი და შევქმნათ ისეთი მრავალფეროვანი ეზო, რომ მისი დატოვება არასდროს გვინდებოდეს.

თუ კი შენ ხარ მზად სიახლეს შეხვდე პირველი, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი.  ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და ენთუზიაზმი, არის  საიმედო გზამკვლევი ულამაზესი ექსტერიერის  შექმნის გზაზე, რომელიც საუკეთესოდ ასახავს თქვენს ესთეტიკურ და სამომხმარებლო მოთხოვნებს.

ტექნიკური პარამეტრები

თუ გსურს შენი ეზო არავისას არ გავდეს!
სისქე სმრაოდენობა ფენაში მ²რაოდენობა შეკვრაში მ²წონა 1მ² კგშეკვრის წონა კგ
80.949.4162.761530

ლეგისი შედგება 7 სხვადასხვა ზომის უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ფილისგან.
ფორმების მრავალფეროვნება და არათანაბარი კიდეები დიდ შესაძლებლობებს იძლევა მოსაპირკეთებელი ექსტერიერის კრეატიული გაფორმებისთვის, დახვეწილი ხაზების ფორმირებისთვის და მცირე ელემენტებით რთული კომბინაციების შესაქმნელად.
ლეგისი გვაძლევს შესაძლებლობას რთული ფორმის ეზოებშიც შევქმნათ ულამაზესი დიზაინი.

ამ ტიპის მოსაპირკეთებელი ფილის კონფიგურაცია საშუალებას გაძლევთ მარტივად ჩამოაყალიბოთ, როგორც სწორი მკაფიო ხაზები, ასევე მომრგვალებული კონტურები, რკალი, რგოლები, სპირალები, ბილიკები. ლეგისი იდეალურია ძველი ქალაქების, ისტორიულ ნაწილებში დაგებული გზების აღსადგენად.
ლეგისი გამოირჩევა მრავალფეროვნებით – ის ადვილად გახდება ლანდშაფტის დიზაინერების ინსპირაციის წყარო – გააცოცხლონ ისტორია და აღადგინონ ძველი უბნების ექსტერიერი ისე, რომ სეირნობისას დროში ვმოგზაურობდეთ.

ლეგისის წყობის სქემა

ძველ საქართველოში, რომელიც, ყველაფერთან ერთად, კავკასიის ვაჭრობის ცენტრიც იყო, სადაც სხვადასხვა კუთხიდან საქონლით დატვირთული ტრანსპორტით უამრავი ადამიანი იყრიდა თავს, შესაბამისად, გამართულ გზებს და ხარისხიანად მოპირკეთებულ ქუჩებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ქართველები ძველი რომაელებივით სანიმუშოდ ცდილობდნენ გზების დაგებას. გაზეთ “ცნობის ფურცელში” 1900 წლის გამოცემაში ვკითხულობთ თუ როგორ არჩევს მოსაპირკეთებელ მასალას ქუჩებისთვის ქალაქის გამგეობა . მეტი თვალსაჩინოებისთვის აქვე დავურთავთ ამონარიდს.

  1. ” რომ მიხეილის პროსპექტი მთლად საუკეთესო, ოთხ კუთხიანის ქვით იქმნას მოკირწყული; ასეთისავე ქვით უნდა მოიკირწყლოს გოლოვინის პროსპექტი, ერევნის მოედანი, რიყის ქუჩა და აგრეთვე სიონისა და ვანქის ეკლესიების წინ ქუჩებიც “
  2. ” ჩვეულებრივის ქვით მოიკირწყლოს: ოლგას ქუჩა, იარმუკა, ირაკლის და სიონის ქუჩები, თათრის მეიდანი, ვორონცოვის, კიროჩნისა, ავჭალისა, სადგურისა, მეტეხის ქუჩები და რიყე “

Ჩვენ არ გვსურს ისტორიის დავიწყება პირიქით გვინდა ახალი სიცოცხლე შევძინოთ მას. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ მოცემული ვიზუალის ფილები, რადგან ის კარგად იმეორებს ძველი თბილისის ქუჩების იმიტაციას. ქართველებს გვიყვარს თქმა “ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო” სწორედ ამ შესაძლებლობას გვაძლევს ფილა ლეგისიც.