ლეგ-ისი ბრუშატკა

ფასები:

ფერი ფასი
რუხი 32.00 ლარი
შავი 34.50 ლარი
ქოლორ მიქსი ფასი
ობსიდიანი 46.00 ლარი

*შეძენილი პროდუქტის რაოდენობის მიხედვით მოქმედებს 10%-მდე ფასდაკლება
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

აღწერა

სახელი

სისქე

რაოდენობა შეკვრაში მ2

შეკვრის წონა

რაოდენობა ფენაში მ2

ლეგ-ისი

80

9.3

1520

0.93

ლეგისი შედგება 7 სხვადასხვა ზომის უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ფილისგან.

ამ ტიპის მოსაპირკეთებელი ფილის კონფიგურაცია საშუალებას გაძლევთ მარტივად ჩამოაყალიბოთ როგორც სწორი მკაფიო ხაზები, ასევე მომრგვალებული კონტურები, რკალი, რგოლები, სპირალები, ბილიკები. ლეგისი იდეალურია ძველი ქალაქების, ისტორიულ ნაწილებში დაგებული გზების აღსადგენად.

ლეგისი გამოირჩევა მრავალფეროვნებით – ის ადვილად გახდება ლანდშაფტის დიზაინერების ინსპირაციის წყარო – გააცოცხლონ ისტორია და აღადგინონ ძველი  უბნების ექსტერიერი ისე რომ სეირნობისას დროში ვმოგზაურობდეთ.

ლეგისი ბრუშატკათანამედროვე ქვაფენილის ალტერნატივა

ლეგისი ბრუშატკა არის მაღალი ხარისხის ბეტონის ფილა, რომელიც ვიზუალურად სრულყოფილად იმეორებს ტრადიციული ქვაფენილის ტექსტურას და იერსახეს. ეს ინოვაციური პროდუქტი ბუნებრივი ქვის ესთეტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობების იდეალურ კომბინაციას  წარმოადგენს.

რატომ ლეგ-ისი ბრუშატკა ტრადიციული ქვაფენილის ნაცვლად?

ტრადიციული ქვაფენილისაგან განსხვავებით, ,,ლეგის’’ ბეტონის ქვაფენილის ფილები   მაღალი გამძლეობითა და სტაბილურობით გამოირჩევა – იგი არ იბზარება, არ ზიანდება მკაცრი კლიმატის პირობებში და თავდაპირველ ფორმასა და იერსახეს წლების განმავლობაში ინარჩუნებს.  ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიით წარმოებული ფილები ამარტივებს სამუშაო პროცესს და ზრდის ე.წ. ,,ბრუშატკის’’ ეფექტურობას სხვადასხვა ტიპის გარემოში.

გამოყენების სფეროები

,,ლეგის’’ ეზოს ქვაფენილი, იგივე ლეგ-ისი ბრუშატკა იდეალურია:

  • საცხოვრებელი სახლების ეზოს მოსაპირკეთებლად
  • ბაღის ბილიკების მოსაწყობად
  • ტერიტორიის ლანდშაფტური დიზაინისთვის
  • კომერციული ობიექტების გარე სივრცეების ჩამოყალიბებისთვის
  • საზოგადოებრივი ადგილების რეკონსტრუქციისთვის

პროდუქტის ფერთა ვარიაციებს შორის არის კლასიკური რუხი, ელეგანტური შავი და ქოლორ მიქს ტექნოლოგიით მიღებული უნიკალური ტონი – ობსიდიანი, რომელიც ვიზუალურად ღრმა, ბუნებრივად შერეული ფერების ეფექტით გამოირჩევა. ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა შეიქმნას უნიკალური კომბინაციები და ნიმუშები ნებისმიერი ტიპის გარე სივრცისთვის. 

,,ლეგის’’ ქვაფენილი – ფასის უპირატესობა 

„ლეგის’’ ქვაფენილის ფილები (,,ბრუშატკა’’) გარდა იმისა, რომ  ვიზუალურად წააგავს ბუნებრივ ქვაფენილს, მას ეკონომიურობითაც მნიშვნელოვნად ჯობნის. ტრადიციული ქვაფენილისგან განსხვავებით, ,,ლეგის’’ ბეტონის ,,ბრუშატკა’’ გაცილებით ხელმისაწვდომი და მარტივად მოსავლელია – რაც მას კერძო და კომერციული პროექტებისთვის საკმაოდ ღირებულ ინვესტიციად აქცევს.  

მიწოდება და მომსახურება

თუ გაინტერესებთ ,,ლეგის’’ ეზოს ქვაფენილი ფასისა და სხვა ტექნიკური დეტალების მხრივ,  მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით – ჩვენი გუნდი მზად არის გიპასუხოთ ყველა შეკითხვაზე. პროდუქციის შეკვეთა მარტივია: შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მცირე, ისე დიდი რაოდენობის ეზოს ქვაფენილი, იგივე ლეგ-ისი ბრუშატკა.