ვიზუალიზაცია
ლეგის უფასო ვიზუალიზაციის ფუნქცია დაგეხმარებათ, რეალობაში ნახოთ თუ როგორი იქნება თქვენი სივრცე მოპირკეთების შემდეგ.

მარტივად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფილა ჩვენი უფასო ვიზუალიზაციის გამოყენებით
Ჩვენი ვიზუალიზაციის ფუნქცია თქვენს წარმოსახვას მყისიერად გადმოიტანს რეალობაში.
უბრალოდ გახსენით ჩვენი ვებ გვერდი აირჩიეთ “ვიზუალიზაცია”, გადაიღეთ ან ატვირთეთ თქვენი გარე სივრცის ფოტო და შემდეგ აირჩიეთ სასურველი ფილა. Სულ რამდენიმე წამში შეძლებთ საბოლოო ვიზუალის ნახვას. შეგიძლიათ გადაიღოთ იმდენი ფოტო, რამდენიც გსურთ და ძალიან მარტივად შეარჩიოთ სასურველი დიზაინი.
Როგორ მუშაობს ვიზუალიზაციის ფუნქცია?
Პირველ რიგში ჩვენი ვებ გვერდიდან აირჩიეთ “ვიზუალიზაციის” ფუნქცია და შეარჩიეთ სასურველი ადგილი ფოტოს გადასაღებად.
გადაიღეთ ეზო, ბილიკი ან ნებისმიერი გარე სივრცე რისი მოპირკეთებაც გსურთ. Დარწმუნდით, რომ ფოტო გამოსადეგია.
თქვენთვის საუკეთესოს ასარჩევად შემოთავაზებული ფილებისა და ფერების კომბინაციით სცადეთ სხვადასხვა სტილის შექმნა.
Როგორ მივიღოთ საუკეთესო შედეგი ვიზუალიზაციით?
- სანამ ფოტოებს გადაიღებთ, დარწმუნდით, რომ სივრცეში არ არის რაიმე დამატებითი ნივთი, რაც არღვევს მთლიანობას. Მაგალითად შეიძლება ფოტოს უღებთ ავტოფარეხის ბილიკს და ბილიკზე გაჩერებულია მანქანა ან ექსტერიერის ავეჯი, რომელიც მთლიანობის აღქმას ართულებს.
- დარწმუნდით, რომ ფოტოები გადაღებული გაქვთ სხვადასხვა კუთხიდან. Რამდენიმე ფოტოს ატვირთვა დაგეხმარებათ, რომ ვიზუალურად კარგად წარმოიდგინოთ, თუ როგორი იქნება თქვენი სივრცე მოპირკეთების შემდეგ
- თუ სურათი დამუშავების შემდეგ პირველ ჯერზე არ გამოიყურება კარგად, არ ინერვიულოთ! უბრალოდ გადაიღეთ სხვა ფოტო და სცადეთ ხელახლა.