“ყველა მომსახურება, რაც კი სჭირდება კლიენტს ეზოების მოსაპირკეთებლად, შეუძლია მიიღოს ჩვენთან” – ლეგი” მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს

თანამედროვე ტიპის ახალი ქვის სამტვრევი საამქრო, კომპლექსური მომსახურება და ლაბორატორია, რომელიც ხარისხის გარანტიას იძლევა – ბეტონის ნაკეთობების საწარმო “ლეგი” მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს. უკრაინული ინვესტიციით დაფუძნებული საწარმო საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს და სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალას აწარმოებს. კომპანია “ლეგის” განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა სერგო ლექვინაძემ “ბიზნესნიუსის” ეთერში კომპანიის სიახლეებსა და ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.

მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. რას მოიცავს „ლეგის“ საქმიანობა რა მიმართულებით მუშაობს კომპანია?

კომპანია უკვე 11 წელია არის ბაზარზე. ძირითადად, ჩვენი ნიშა ბეტონის ნაკეთობებია, ეს არის დეკორატიული ტროტუარის ფილები, სამშენებლო ბლოკები, ბორდიურები, რომელიც გამოიყენება ასევე საგზაო მშენებლობისთვის. ჩვენ წარმოდგენილი ვართ ბაზარზე ორი საწარმოთი. ერთი საწარმო, რომელიც 2011 წლიდან ფუნქციონირებს ქობულეთში და მეორე საწარმო უკვე მესამე წელია თბილისში არსებობს. დავიწყეთ მესამე ქარხნის მშენებლობა, რომელიც ქუთაისთან ახლოს, სავარაუდოდ, შემდგომ წლებში გაეშვება ექსპლუატაციაში. დღეისათვის, ფაქტობრივად 30-მდე სახეობის დეკორატიულ ფილას ვაწარმოებთ, სამი სხვადასხვა სახეობის ბლოკს, ეს არის ბეტონის, პემზის და პერლიტის ბლოკი. დავიწყეთ საფასადე ბლოკების წარმოება და ასევე, საგზაო ბორდიურების, მრავალფეროვანი პროდუქციის გამოშვების გეგმები გვაქვს.

"ყველა მომსახურება, რაც კი სჭირდება კლიენტს ეზოების მოსაპირკეთებლად, შეუძლია მიიღოს ჩვენთან" - ლეგი" მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს

ვინ არიან თქვენი მომხმარებლები საქართველოში და თუ გაგაქვთ ექსპორტზე თქვენი პროდუქცია?

ჩვენი მომხმარებლები არიან დიდი სამშენებლო კომპანიები. ასევე, ფიზიკური პირები. ძალიან ბევრი სამშენებლო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი პროდუქციით არის მოპირკეთებული. ამავდროულად, არიან ფიზიკურიც პირებიც, რომლებიც თავიანთი ეზოების ლამაზად მოპირკეთებისთვის იყენებენ ჩვენს პროდუქციას. რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენი პროდუქცია, ძირითადად, გათვლილია საქართველოს შიდა ბაზრისთვის, ამიტომ ბეტონის ნაკეთობები არის მძიმე ტრანსპორტირებისთვის, თუმცა უკვე ერთ თვეზე მეტია დავიწყეთ ექსპორტი, პირველი ათი მანქანა უკვე გავგზავნეთ სომხეთში და მოხდა მათი რეალიზაცია კერძო კომპანიების მიერ. ვფიქრობ, ეს იქნება იმის საწყისი, რომ სომხეთში აქტიურად იქნება ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ რამდენიმე წლის წინ საქართველო-სომხეთის საზღვარზე და ტერმინალი, რომელიც საზღვარზე მდებარეობს, მთლიანად ჩვენი ფილებითაა მოპირკეთებული ,აქედან წამოვიდა მოწონება სომხური კომპანიების მხრიდან, რომლებმაც ბოლო თვეებში შეიძინეს ჩვენი პროდუქცია.

რამდენად მსხვილი დამსაქმებელია ლეგი? რა რაოდენობის ადამიანი მუშაობს თქვენთან და რამდენად ექცევა ყურადღება შიდა კომუნიკაციას?

დაახლოებით 200-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, თუმცა თბილისის ქარხანა არის მთლიანად ავტომატიზირებული, ამიტომ ნაკლები მუშახელია საჭიროა, დაახლოებით 50-მდე ადამიანი. ქობულეთში კი 150-მდე მუშა-მოსამსახურე გვყავს, თუმცა ვცდილობთ, რომ მომავალში მესამე ქარხანაში კიდევ 50 სამუშაო ადგილი დავამატოთ. რაც შეეხება კომუნიკაციას, ფაქტობრივად, ეს ძირითადი ჩვენი მიმართულებაა, რომ ყველა ჩვენს დასაქმებულთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"ყველა მომსახურება, რაც კი სჭირდება კლიენტს ეზოების მოსაპირკეთებლად, შეუძლია მიიღოს ჩვენთან" - ლეგი" მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს

უკრაინის მოქალაქეა თქვენი კომპანიის დამფუძნებელი. რა გავლენა მოახდინა უკრაინა-რუსეთის ომმა თქვენს საქმიანობაზე? და თუ გაქვთ აქტივობები განხორციელებული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით?

ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი და ინვესტიცია არის მთლიანად უკრაინული, დაახლოებით 10-მდე უკრაინის მოქალაქე მუშაობს ჩვენს საწარმოში, ძირითადად, ტექნიკური მიმართულებით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენ ჩავერთეთ თანამშრომლების დახმარების პროცესში და გადმოვიყვანეთ მათი ოჯახის წევრები საქართველოში. კომპანია აქტიურად არის ჩართული ყველა იმ ფონდისა და წამოწყების დაფინანსებაში, რაც დაკავშირებულია უკრაინელების დახმარებასთან როგორც ადგილზე საქართველოში, ასევე უკრაინაში. როგორც კი დასრულდება საომარი მოქმედებები და დაიწყება რეაბილიტაცია ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ჩვენი კომპანია აუცილებლად პირველი იქნება, რომელიც მიიღებს მონაწილეობას რეაბილიტაციის და აღმშენებლობის საკითხში.

 

სამშენებლო მასალების ხარისხსაც რომ შევეხოთ, რა მიდგომა გაქვთ ამ მიმართულებით?

ჩვენ გვაქვს კომპლექსური მიდგომა ჩვენი წარმოებული პროდუქციისა და ამ პროცესების მიმართ, რაც დაკავშირებულია წარმოებასთან. ფაქტობრივად, ყველა ინერტული მასალის, რომელიც შემოგვაქვს ქარხნის ტერიტორიაზე, ეს ეხება ქვიშა-ხრეშს, მისი გადამუშავება ხდება ჩვენს საწარმოში, რამეთუ ჩვენ გვაქვს თანამედროვე ტიპის ახალი ქვის სამტვრევი საამქრო, სადაც ხდება დაქუცმაცება იმ ფორმატით, რა ფორმატითაც სჭირდება ჩვენს წარმოებას. დაქუცმაცებული მასალის და ცემენტის შემოწმება წარმოებაში ჩაშვებამდე ხდება ლაბორატორიულად. ჩვენ გვაქვს ევროპული დონის ლაბორატორია, რომელიც არის აღჭურვილი იტალიური ლაბორატორიის დანადგარებით, უკვე გასულ წელს მივიღეთ აკრედიტაცია და ჩვენ შეგვიძლია არა მარტო ჩვენი, არამედ ნებისმიერი კომპანიის ბეტონის ნაკეთობის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის და სერტიფიკატების გაცემა ჩვენს ლაბორატორიაში. შესაბამისად, ხდება მასალის შემოწმება, შემდეგ მისი ჩაშვება წარმოებაში და წარმოებიდან მიღებული მზა პროდუქტიც გადის შემოწმებას ლაბორატორიაში და ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ ხდება მისი რეალიზაცია და მიწოდება კლიენტამდე. ეს ჯაჭვი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე რეალიზაციის დასტური ლაბორატორიიდან არ მოხდება. ძალიან მაღალი დონის საშრობი გვაქვს, ხდება გამოშრობა ევროპული სტანდარტის მიხედვით და არა ისე, რომ ბუნებრივ პირობებში ხდებოდეს გამოშრობა. ესეც თავისებურად დიდ გავლენას ახდენს იმაზე, რომ პროდუქცია არის მყარი და გამძლე. გამზადებული პროდუქციის შემოწმება ხდება როგორც სიმტკიცეზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ასევე ხდება წყალთმედეგობაზე და ყინვაგამძლეობაზე. ეს სამივე ფაქტორი სტანდარტთან მიახლოებულის შემთხვევაში, პროდუქციას მაღალხარისხოვანს ხდის. ჩვენ ბევრი პროექტი განვახორციელეთ ინდუსტრიული მიმართულებით, ეს ეხება პორტების ტერმინალების კეთილმოწყობას, დიდი საწყობების, საწარმოების მოწყობას, სადაც მაღალი ტონაჟობის ავტომობილები დადიან, ბერ მათგანში იყო განთავსებული ბეტონის საფარი, ასფალტის საფარი, ე.წ. ბეტონის სინგარები, თუმცა არც ერთმა მათგანმა ის შედეგი არ მისცა, რაც ფილამ.  უკვე სამი წელია, ფოთის რამდენიმე ტერმინალი ჩვენი ფილითაა მოპირკეთებული და მასზე ყველაზე მინიმალური წონის მანქანა 75 ტონას იწონის, მანქანები ადის 1000 ტონამდეც, ფილა არის მყარად და პირვანდელ მდგომარეობაში, როგორც სამი წლის წინ იქნა დაგებული. ხარისხობრივად, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია და ჩვენი სლოგანიც ასეთია – ჩვენ ვქმნით ხარისხს.

"ყველა მომსახურება, რაც კი სჭირდება კლიენტს ეზოების მოსაპირკეთებლად, შეუძლია მიიღოს ჩვენთან" - ლეგი" მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს

როგორ მუშაობთ მასალების დიზაინზე? და რა რამდენად მრავალფეროვან დიზაინს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენთან არის სიახლე, რამდენიმე თვეა დავიწყეთ დიზაინერის მომსახურების გაწევა კლიენტებისთვის, ავიყვანეთ დიზაინერები, რომლებიც ქმნიან ჩვენი კლიენტების ეზოების ელექტრონულ ვერსიას, დიზაინს, შემდგომ კლიენტს უადვილდება, რომელი ფილა აირჩიოს, სახლის თუ ეზოს გასალამაზებლად და ეს მომსახურება ჩვენთან არის უფასო. ფაქტობრივად, ჩვენ მივყვებით იმ ტენდენციებს, რაც არის ქვეყანაში. ძირითადი ტენდენცია არის ბევრი სიმწვანე და ჩვენი ფილების ფერთა შეხამება. ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ ძალიან ლამაზი გამოდის ეს ეზოები და კლიენტებიც ამ კუთხით ძალიან აქტიურობენ. უნდათ ეს ფერადი მიმართულება, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს პროდუქციაში და ცდილობენ ეზოები მოწესრიგებული და მოპირკეთებული იყოს ამ სტილში.

"ყველა მომსახურება, რაც კი სჭირდება კლიენტს ეზოების მოსაპირკეთებლად, შეუძლია მიიღოს ჩვენთან" - ლეგი" მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს

სამშენებლო მასალების ფასები, ზოგადად, გაძვირდა ქვეყანაში. თქვენთან რა ტენდენციაა და მომხმარებლის ქცევაზე თუ აისახა ფასების ზრდა?

ფასების ზრდა მიმდინარეობს და ამას ვერც ერთი კომპანია ვერ გაექცევა, თუმცა ვცდილობთ, რომ ფასების ზრდა არ იყოს ხშირი და ამ კუთხით დავამატეთ დიზაინის მომსახურება, რომელიც არის უფასო. ამავდროულად, შევკარით მთელი სპექტრი მომსახურებისა. კლიენტი როცა მოდის კომპანიაში, მას ჰქონდეს მთლიანი სერვისი ყველაფრის და მან არ ეძებოს, მაგალითად, ჩვენთან ფილა, სხვაგან ხელოსანი, დიზაინერ და ა.შ. ყველა მომსახურება რაც კი სჭირდება კლიენტს ეზოების მოსაპირკეთებლად, შეუძლია მიიღოს ჩვენთან. შეუძლია შეარჩიოს ფილა, მიიღოს დიზაინერის მომსახურება და ამავე დროს დამგები ჯგუფიც ადგილზე დახვდება, რომელიც გაუწევს კარგ კონსულტაციას და განახორციელებს პროექტს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია.

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე. როგორ ხედავთ ბაზრის განვითარებას საქართველოში?

ბაზარი ძალიან დიდია. აღმშენებლობის პროცესი დაიწყო და გრძელდება და ეს ძალიან დიდხანს იქნება და უნდა იყოს, რადგან ქვეყანას სჭირდება მშენებლობა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქცია მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენი კონკურენტებიც მრავლად არიან ქვეყანაში. ჩვენი მომავლის გეგმები არის შემდეგი – გვინდა, რომ ძალიან გავამრავალფეროვნოთ კიდევ პროდუქცია, ვგეგმავთ, რომ ფასადის ბლოკებთან ერთად, დავიწყოთ კიბის საფეხურები, ასევე ფასადის ფილა, ფასადის აგური. ფაქტიურად ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ მომხმარებელს შევთავაზოთ სახლის აშენების და ექსტერიერის მოპირკეთებისთვის ყელაზე მრავალფეროვანი არჩევანი. ამავდროულად, გვინდა, რომ ამ თვის ბოლოს გავხსნათ ახალი გაყიდვების წერტილი ქუთაისთან ახლოს, რომ მთლიანად მთელი საქართველოს მოვიცვათ და კლიენტებს რომლებსაც სურვილი აქვთ იმერეთიდან, დასავლეთ საქართველოდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ჩვენს პროდუქტზე. გვექნება და გვაქვს გაყიდვების წერტილები ბევრ სამშენებლო ჰიპერმარკეტში, მაგალითად ჩვენი პროდუქცია იყიდება “დომინოში, “გორგიაში”, “ციტადელში”, ასევე, იქნება წარმოდგენილი ქუთაისთან ახლოს სპეციალურად შექმნილ გაყიდვების ადგილზე, თერჯოლის რაიონის სოფელი ნახშირღელეში და ჩვენს ქარხნებში ქობულეთსა და თბილისში. ყველა კლიენტითვის გვინდა, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ პროდუქციის მიღება, მომსახურება და ფასები, რომლებიც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

"ყველა მომსახურება, რაც კი სჭირდება კლიენტს ეზოების მოსაპირკეთებლად, შეუძლია მიიღოს ჩვენთან" - ლეგი" მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს