მეტი ვიდრე ფილა

დღეს ჯორჯიან სტოუნის დირექტორ, ბადრი რომანაძესთან ერთად გავივლით დეტალურად ყველა იმ საკითხს რაც ჩვენს ყველაზე განხილვად პროდუქტს უნი კოლოკს ეხება. 

ჩვენ გაყიდვაში გვაქვს  10 სმ სისქის ფილა უნი კოლოკი, ბადრი ამ ფილის დაგების მრავალწლიანი გამოცდილება გაქვს. დეტალურად, რომ გვითხრა ამ პროდუქტის მახასიათებლები , ასევე სად შეუძლია მომხმარებელს მისი გამოყენება?

მოხარული ვარ დღეს ყველაზე აქტუალურ ფილაზე რომ გვიწევს საუბარი. ფილის მახასიათებლები განისაზღვრება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ამდენად კონკრეტული მახასიათებლები არ არის. ზოგადად ბ-35 მარკის ფილის მახასიათებლები კი შემდეგია:
ბეტონის სიმტკიცე შეკუმშვისას არანაკლებ – 42 მპა.(გაძლიერებული (B-35) 10 სმ ფილა);
ბეტონის წყალშთანთქმა-არაუმეტეს 6%
• ბეტონის ცვეთამედეგობა უნდა იყოს 17,2<20 მმ კლასი 4;
• მასალის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ГОСТ 17608-91-ის ან ევროსტანდარტის EN 1338-2007 მოთხოვნებს.
10 სმ სისქის ფილა უნი კოლოკი განკუთვნილია ინდუსტრიული ობიექტებისთვის , ტერმინალებისთვის საბაჟო გამშვები პუნქტებისთვის და ისეთი ობიექტებისთვის სადაც სისტემური მძიმე დატვირთვაა.

როდის მოპირკეთდა ამ პროდუქტით პირველი ობიექტი და რა ვისწავლეთ მისგან?

2011 წელს ლეგის საწარმოს ეზო მოპირკეთდა ფილა “უნი კოლოკით”. ახლა 2022 წელია ფილის დაგებიდან დღემდე საწარმოს ეზოში სისტემატურად მოძრაობს მძიმე ტრანსპორტი, მაგრამ “უნი კოლოკი” გამოიყურება ისე როგორც დაგებისას გამოიყურებოდა – არ დაზიანებულა.

როგორ ხდება ფილის დაგება, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ფილის დაგებამდე და დაგების შემდეგ?

პირველ რიგში ტარდება კვლევა-საძიებო სამუშაოები. დგინდება გამოყენების სფერო და მახასიათებლები. ამის შემდეგ მზადდება შესაბამისი პროექტი და იწყება მიწის სამუშაოები (საფუძვლის მომზადება). შემდეგი აუცილებელი ეტაპი კი , შესაბამისი ინსტრუმენტებით ტკეპნის კოეფიციენტის შემოწმებაა. სასურველი ნიშნულის მიღების შემდეგ იწყება ფილის დაგება. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ აუცილებლობას, რასაც წარმოადგენს ფილის დაგების შემდეგ ზემოდან გაცრილი ქვიშის მოყრა, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნიუანსი, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ფილის გადაბმის ადგილებში ხვდება ქვიშა რაც დამატებით სიმტკიცეს აძლევს დაგებულ ფილას.

რა უპირატესობები აქვს დამგები მანქანით, ფილის დაგებას ?

მანქანით დღეში  2000 კვადრატის დაგებაა შესაძლებელი, რაც გარდა იმისა რომ გვიკეთებს ფინანსურ დანაზოგს, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას მოკლე დროში მოვაპირკეთოთ დიდი ტერიტორიები.

რა დატვირთვას უძლებს ფილა უნი კოლოკი? 

10 სმ სისქის ფილა უნიკოლოკზე ფაქტიურად ნებისმიერი სიმძიმისა და დატვირთვის გატარებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ტერმინალები და ინდუსტრიული ობიექტები ექსტერიერის მოპირკეთების დროს, არჩევანს აკეთებენ ამ ფილაზე.

რა ობიექტებია ამ ფილით მოპირკეთებული?

ამ ფილით მოპირკეთებულია: ლეგის ორივე საწარმოს ტერიტორია, ფოთისა და ბათუმის ტერმინალები , ტერმინალი ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია , ტერმინალი მედლოგი, სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტი, ზუგდიდის წყალარინების გამწმენდი პუნქტი და ასე შემდეგ.

რატომ უნდა მივანიჭოთ პრიორიტეტი ვიბროდაწნეხილ ფილას ექსტერიერის მოპირკეთებისას?

როგორც ლანდშაპტის დიზაინერები ამბობენ, ექსტერიერიერის მოპირკეთებისას ფილა ქმნის შესაძლებლობას მოვაპირკეთოთ, როგორც ხარისხიანად, ასევე ლამაზად და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო მივიღოთ.

რას ურჩევთ იმ მომხმარებლებს რომლებიც ახლა გეგმავენ ინდუსტრიული ობიექტების მოპირკეთებას?

ინდუსტრიული ობიექტის მოპირკეთების დროს მომხმარებელი ყურადღებას აქცევს პირველ რიგში გამძლეობას, შემდეგ ეკონომიურობას , ვიზუალურ მხარეს და ეკოლოგიურობას. ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს სწორედ ფილაა ის პროდუქტი რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილს აკმაყოფილებს.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფილის პრაქტიკულობა და ეკონომიურობა იმ თვალსაზრისით , რომ თუ მიწისქვეშა კომუნიკაციის გამოცვლა ან შერემონტება გახდება საჭირო, შეგვიძლია ფილა ამოვიღოთ, ისე რომ ის არ დაზიანდება- გამოვცვალოთ მიწისქვეშა კომუნიკაცია და ისევ ეს ფილა დავაგოთ. ვიბროდაწნეხილი ფილის ეს უპირატესობა საკმაოდ დიდ ფინანსურ დანაზოგს გვიკეთებს.
სხვა მოსაპირკეთებელ მასალებთან შედარებით ვიბროდაწნეხილი ფილა არის იაფი , ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა აქვს , ეკოლოგიურად უსაფრთხოა, შესაძლებელია მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და რაც მთავარია იოლია მისი მოვლა ექსპლუატაციის პერიოდში. ასე, რომ მსგავსი ობიექტების მფლობელებს მრავალწლიანი დაკვირებისა და პრაქტიკაზე დაყრდნობით ვურჩევ გადადგან მომგებიანი ნაბიჯი და მოპირკეთებისას არჩევანი გააკეთონ ვიბროდაწნეხილ ფილაზე.

ბადრი მადლობა რომ დაგვითმე დრო !

მადლობა თქვენ !