ვიბროდაწნეხილი ფილები – ხშირად დასმული კითხვები ფილების შესახებ და მათი პასუხები

პასუხები გავრცელებულ კითხვებზე:  მოსაპირკეთებელი ფილების დაგების, ფილის  მოვლის, ფერთა არჩევის და სხვადასხვა დიზაინის შექმნის შესახებ.

პროდუქციის ზოგადი იერსახის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის, აუცილებელია რეგულარული მოვლა და წმენდა. “პირველი წმენდა” როცა პირველად დაიგება ექსტერიერის ფილა, აცალეთ მას „ჩაჯდეს“ რამდენიმე კვირა. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადაავლოთ წყალი, რათა მოაცილოთ ზედმეტი ქვიშა და ჭუჭყი. ფილის ზედაპირი მოითხოვს რეგულარულ წმენდას. ზოგადი წმენდისთვის ჭუჭყისა და ბალახის მოსაცილებლად გირჩევთ გამოიყენოთ ჯაგრისი და დიდი რაოდენობით დეტერენტული ხსნარი (მწმენდავი სითხე), შემდეგ გადარეცხოთ სუფთა წყლით. ზოგადი წმენდისთვის საკმარისია წყლის ჩვეულებრივი ნაკადი. არ არის რეკომენდირებული მაღალი წნევის წყლის ნაკადით ფილის გადაწმენდა. რეკომენდირებულია დაგებული ფილის ზედაპირის რეგულარული მოვლა. ამიტომ კომპანია ლეგი მოგიწოდებთ, რომ ჩაატაროთ ფილის წმენდა 2-3ჯერ წელიწადში.

ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ მშრალი თეთრი გარეცხილი ქვიშა (ცემენტისა და სხვა მინარევების გარეშე) ფრაქციის 0-2 მმ. მსხვილმარცვლოვანი ქვიშა შეიძლება გაიჭედოს და არათანაბრად შეავსოს ნაკერები, ხოლო მინარევების (მაგალითად, თიხის) არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქების გაჩენა მოსაპირკეთებელი ქვების ზედაპირზე.

ყველა! მოსაპირკეთებელი ფილის თითოეულ ტიპს აქვს საკუთარი განლაგების კონფიგურაცია. შეგიძლიათ გაეცნოთ მაგალითებს კონკრეტული მოსაპირკეთებელი ქვის გვერდზე ან ნახოთ დაგების სქემები. რითაც შეძლებთ აირჩიოთ თქვენს გემოვნებაზე და საჭიროებებზე მორგებული ფილა. არსებობს ვარიანტებიც, როდესაც დიზაინში სხვადასხვა ტიპის პროდუქტებია გაერთიანებული.

“როგორც ამბობენ გემოვნებაზე არ დაობენო”  ჩვენ გვაქვს ფერების მრავალფეროვანი არჩევანი, ასევე ჩვენ ვქმნით პროდუქციას ქოლორ მიქს ზედაპირით, რაც გავძლევს შესაძლებლობას რამოდენიმე ფერის მიქსი შევქმნათ ერთ ზედაპირზე. ასე რომ არჩევანი თქვენზეა. მაგრამ თუ ვერ აკეთებთ არჩევანს ჩვენი ლანდშაფტის დიზაინერი დაგეხმარებათ შეიძინოთ თქვენს ექსტერიერზე მორგებული პროდუქცია.

ექსტერიერის ფილის სისქე შეირჩევა მოსაპირკეთებელი ტერიტორიის დანიშნულების მიხედვით: ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა, მანქანების მოძრაობა, სატვირთო მანქანების მოძრაობა. აქვე გაეცანით აუცილებელ დეტალებს რაც ფილის დაგების დროს უნდა გავითვალისწინოთ. იხილეთ ბმული