აუცილებელი დეტალები – ფილის დაგებისას

იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავეცნოთ თითოეულ რეკომენდირებულ ეტაპს , რაც ფილის დაგების დროს უნდა გავითვალისწინოთ გავესაუბრეთ ფილის დაგების ექსპერტს ტიმურ კოტოვს, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიციური დამგები ჯგუფი ყავს.

ტიმურ მადლობა რომ დაგვითმე დრო. გვსურს მომხმარებლებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ფილის დაგების წესების შესახებ. გთხოვთ მოგვიყვეთ რა ეტაპების გავლაა საჭირო ფილის დაგების დროს?

მოგესალმებით, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ყველა აუცილებელი დეტალი რაც ერთობლიობაში ქმნის ლამაზ და ხარისხიან გარემოს:
1. ნიადაგის ზედაპირის მომზადება;
2. საბორტე ქვის (ბორდიურის) დამონტაჟება;
3. ქვიშის მსხვილი ფრაქციით ქვედა ფენის მომზადება;
4. ქვიშის წვრილი ფრაქციით ზედა ფენის მომზადება;
5. მომზადებული ნიადაგის ვიბრო დამუშავება-დატკეპნა.
6. მოსაპირკეთებელი ფილების დაგება;
7. დაგებული ფილის ზედაპირზე ქვიშის დაყრა , რათა სრულად ამოივსოს ფილების შეერთების ადგილები.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ეტაპი უნდა გაითვალისწინოს დაგების სპეციალისტმა რომ მიიღოს სრულყოფილი შედეგი

ფილის დაგების ტექნოლოგია
დაგება ხდება ქვიშაზე. ფილის დაგების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისას უნდა გავითვალისწინოთ ფართის დანიშნულება. არსებოს სამი ტიპი: საფეხმავლო ზონა, სამანქანო (7 ტონამდე წონის ავტომანქანებისათვის), დიდი გამავლობის მანქანების გადაადგილებისათვის.
საფეხმავლო ზონა;
ფილა 4-6 სმ
მდინარის გაცრილი ქვიშა ღარების ამოსავსებად
4 სმ ზედაპირი ცემენტნარევი ქვიშა
ჯეოტექსილი (იშვიათად გამოიყენება)
ქვიშა ფრაქცია 5-20, 5-10

საავტომობილო ზონა;
ფილა 6 სმ
მდინარის ქვიშა
6 სმ ზედაპირი ცემენტნარევი ქვიშა
ჯეოტექსილი (იშვიათად გამოიყენება)
ქვიშა ფრაქცია 5-20, 10-15

ქვიშის ფენის მომზადებისას, სიმაღლე დატვირთვის მიხედვით განისაზღვრება თუ სტანდარტული სიმაღლეა ნებისმიერი დატვირთვისთვის?

აუცილებლად დატვირთვის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ. მაგალითად ფეხით მოსიარულეთა ფართობისთვის: ქვიშის ფრაქცია 5-20, ქვიშის ფენის სიმაღლე კი უნდა იყოს 5-10სმ, ავტომანქანის გადასაადგილებელი ტერიტორიისთვის ქვიშის ფენის სიმაღლე 10-15 სმ უნდა იყოს.
ქვიშის სამონტაჟო საბოლოო ფენის მომზადება ასევე ხდება ქვიშით ან ცემენტნარევი ხსნარით. ( გაცრილი ) ქვიშის პროპორცია ცემენტთან M400 / M500 თანაფარდობით . 1: 7 , 1:10. სამონტაჟო ფენის სისქე თუ არის 3-5სმ სიმაღლის მაშინ სავალდებულოა სამონტაჟო ფართის ვიბრო დატკეპნა. სამონტაჟო ფენის გასწორება ხდება სპეციალური ეგრედწოდებული მაიაკების მეშვეობით.
საფეხმავლო ტერიტორიის მოსაპირკეთებლად გამოიყენება 40მმ ფილა. მსუბუქი ავტომობილის გადაადგილებისთვის 60მმ ფილაა საჭირო. მძიმე ტრანსპორტისთვის 80მმ ფილაა რეკომენდირებული ხოლო თუ ფილა გვინდა დავაგოთ ისეთ ინდუსტრიულ ობიექტებზე სადაც სისტემური დატვირთვა 50 ტონა და კიდევ უფრო მეტია . ამ შემთხვევასი უნდა გამივიყენოთ 10 მმ სისქის ფილა რომელიც ისეთ სისტემურ დატვირთვასაც უძლებს როგორიც ტერმინალებშია.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ აუცილებლობას , რასაც წარმოადგენს ფილის დაგების შემდეგ ზემოდან გაცრილი ქვიშის მოყრა, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნიუანსი, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ფილის გადაბმის ადგილებში ხვდება ქვიშა რაც დამატებით სიმტკიცეს აძლევს დაგებულ ფილას.

კრძალულია -ზემოდან ცემენტნარევი ან მსხვილი ფრაქციის ქვიშის მოყრა, ზემოთხსენებულმა შესაძლოა ფილის ზედაპირი და ასევე ფერი დააზიანოს

რა უნდა გავითვალისწინოთ ფილის დაგების დროს, როცა ვიცით დაგეგმილი დიზაინის მიღებისთვის საჭირო იქნება ფილის დაჭრა?

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დაგება დავიწყოთ ტერიტორიის დასაგები ფართის ხილვადი ნაწილიდან და ფილა რომელიც უნდა დავჭრათ ისინი მოვათავსოთ ნაკლებად თვალსაჩინო ადგილას, მაგალითად სახლის ფასადთან.

ხშირად მომხმარებელი გვეკითხება ჯერ ფილები უნდა დავაგოთ და შემდეგ საბორტე ქვა( ბორდიური) თუ პირიქით?

თავდაპირველად ხდება ბორდიურის დამონტაჟება და შემდეგ იწყება ფილის დაგება. ფილის მონტაჟი უნდა დავიწყოთ ბორდიურის დასავლეთ მხრიდან, ფილის ზედა კიდე უნდა ემთხვეოდეს ბორდიირის ზედა კიდეს.ეს უნდა გავაკეთოთ ისე რომ წყალი გადავიდეს მწვანე ზონაში.

რა უნდა ვიცოდეთ წყალსადინარი ღარის მოწყობისას?

ამ შემთხვევასი მნიშვნელოვანია ფილის დაგებისას გავითვალისწინოთ დახრა . მინიმალური დახრილობა არის 1 სმ 1 მეტრზე მაგრამ ჩვენ გირჩევთ 1.5 სმ 1 მეტრზე. დახრა სახლიდან უნდა იყოს მიმართული გამწვანებულ ზონამდე ან სადრენაჟო სისტემამდე.

რას ურჩევდით იმ ადამიანებს , რომლებსაც ფილით აქვთ ეზო მოპირკეთებული, როგორ მოუარონ ფილას?

ამ შემთხვევაში მთავარი რეკომენდაცია ფილების დამონტაჟების შემდეგ ( დაახლოებით ერთი თვის ან წვიმის შემდეგ) გადაბმის ადგილების ხელახლა შევსებაა ქვიშით, რადგან ნაკერებში ქვიშა იკუმშება და ცვივა. ზამთრის შემდეგ ფილების გარეცხვა რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ კერხერით.

მადლობა ამომწურავი პასუხებისა და საინტერესო საუბრისთვის! მადლობა ასევე თქვენ დაინტერესებისთვის!