ჩვენ გთავაზობთ ლანდშაფტის დიზაინერის უფასო მომსახურებას

საკუთარი ეზო არის ის კომპონენტი, რომელიც სრულყოფილს ხდის სახლს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი დეტალები როგორიცაა: ეზოს ფორმა, ბილიკები, მცენარეები და ყვავილები, ხეები, ავეჯი, ორნამენტები და დეკორაციები, განათება, ბავშვების ზონა და ასე შემდეგ.

ეზოში დროის გატარება განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, როდესაც სამსახურის შემდეგ დაღლილი ვბრუნდებით სახლში.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, როგორ დაგეგმოთ და გაალამაზოთ თქვენი ეზო, მაშინ ახლა სასურველ სიახლეს კითხულობთ. ვინაიდან ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურება დღეს არც ისე ხელმისაწვდომია, ჩვენ გადავწყვიტეთ მომხმარებელს გავუადვილოთ ექსტერიერის მოსაპირკეთებელ ფილებში არჩევანის გაკეთება, ამიტომ სრულიად უფასოდ გთავაზობთ ლანდშაპტის დიზაინერის მომსახურების სრულ სერვისს:
ნაკვეთის აზომვას, დაგეგმარებას , დიზაინისა და ნახაზების მომზადებას, მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევას და მოსალოდნელი შედეგის უკეთესი აღქმისთვის 3 D ვიზუალიზაციას.

ჩვენ ვქმნით თქვენთვის სრულ სერვისს. სწორედ ამიტომ ლეგიში გვაქვს ლანდშაპტის დიზაინერის მომსახურებაც.

ექსტერიერის გალამაზების გადაწყვეტიდან მის განხორციელებამდე საჭირო ყველა დეტალზე მუშაობს ლეგის გუნდი . ჩვენს მიერ შექმნილი ექსტერიერი ყოველთვის არის არქიტექტორული ფორმების, რელიეფური ხაზების, თანამდეროვე ტენდენციების და ფილის დაგების ჰარმონიული შერწყმა.

ძირითადი მიმართულებები :

– მოსაპირკეთებელი ტერიტორიის პროექტის შექმნა, რომელიც შეიცავს დეტალურ აღწერას, ნახაზებს, , ხარჯთაღრიცხვას და დასაბუთებას ლანდშაპტური სამუშაოების ყველა ეტაპის;

– სამუშაო ნახაზების შექმნა, რომელიც მუშავდება ტერიტორიის ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით;

– ჩვენ მომხმარებელს ყოველთვის ვთავაზობთ ფილის ფორმისა და ფერის სხვადასხვა ვარიანტს, რომლებიც ორგანულად მოერგება ტერიტორიის საერთო დიზაინს;

– ვამუშავებთ ფილების დაგების ინდივიდუალურ სქემებს;

– დეტალურ სამუშაო ნახაზებსა და 3D ვიზუალიზაციასთან ერთად, ჩვენ მომხმარებელს ვაძლევთ გამოყენებული მასალების გაანგარიშებას. თითოეული პროექტისთვის ფინანსური ხარჯთაღრიცხა ინდივიდუალურია.

ხარჯთაღრიცხვა დამოკიდებულია:

ფილის სისქეზე;

ფილის ფორმაზე;

ფილის ფერზე;

მოსაპირკეთებელი ორნამენტის სირთულეზე;

ტერიტორიის კონფიგურაციაზე;

მატერიალური ხარჯების წინასწარ გათვლა საშუალებას გაძლევთ ეფექტურად დაგეგმოთ ბიუჯეტი.

ჩვენი კომპანიის თანამშროლები სიამოვნებით მუშაობენ არქიტექტორებთან, სისტემატურად ეცნობიან თანამედროვე ტენდენციებს ლანდშაპტის დიზაინში, რათა შექმნან თქვენთვის იდეალური ექსტერიერი.

თუ გსურს შენი ეზო არავისას არ გავდეს – უნდა მოხვიდე ლეგიში , ჩვენთან ყველაფერია !

 

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა:


რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგვიშლის შეგიქმნათ თვალწარმტაცი პეიზაჟი.

მოიმარჯვეთ ფინჯანი ყავა ან ჩაი და უბრალოდ დატკბით თქვენს გემოვნებაზე მორგებული ლანდშაპტური დიზაინით!