ყველაზე ტრენდული ფილა მოდერნი

ფილა “მოდერნი-ფერი ქარვა” არის თამამი თანამედროვე ადამიანების არჩევანი, რომლებსაც მოსწონთ დიზაინის ექსპერიმენტები და არ ეძებენ სტანდარტულ გადაწყვეტილებებს.
ლეგის გაყიდვების ანალიტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილა მოდერნი – ქოლორ მიქს ტექნოლოგიით დამზადებული ზედაპირის ფერით “ქარვა” წლის ყველაზე მოთხოვნადი ფილა და ფერია.
ნათელი და ბუნებრივი, როგორც მომხმარებლები ეძახიან “შემოდგომისფერი” ფილა მოდერნი-ფერი ქარვა, იდეალური ტანდემია ლანდშაპტის დიზაინერებისა და ბუნებრივი ფერების მოყვარული მომხმარებლებისთვის. ამ ტიპის საფარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სივრცის სავიზიტო ბარათი.
გვინდა დეტალურად ვისაუბროთ ჩვენს ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ფილა “მოდერნზე- ფერი ქარვა”

სისქე სმრაოდენობა ფენაში მ²რაოდენობა შეკვრაში მ²წონა 1მ² კგშეკვრის წონა კგ
61.0214.41201728

ოთხი სხვადასხვა ზომის ფილისგან შემდგარი ტანდემი ქმნის შესაძლებლობას ნებისმიერ ექსტერიერს კომფორტულად მოერგოს.

რას ვგულისხმბთ ტექნოლოგია ქოლორ მიქსში-ეს არის იგივე ფერთა შერევა ფილის ზედაპირზე

“ქოლორ მიქს”ტექნოლოგია აერთიანებს რამდენიმე ფერს თითოეულ ელემენტში, რომლებიც შერევისას ქმნიან ბუნებრივ იერს . ამ ტექნოლოგიით წარმოებული ფილის მთავარი მახასიათებელი მისი უნიკალურობაა, რადგან თითოეული მოსაპირკეთებელი ელემენტის ზედაპირზე ფერების განაწილება ინდივიდუალურია.

ქოლორ მიქს ტექნოლოგიით შექმნილი დახვეწილი ფერის გადასვლები, ერთფეროვნებისა და განმეორების გარეშე, ზედაპირს აძლევს ყველაზე ბუნებრივ იერს.
დაგებისას გირჩევთ, 3-5 ხის ქვეშსადებიდან (პადონიდან) აიღოთ ფილები და მორიგეობით დაალაგოთ ნიადაგზე. ამ გზით შენარჩუნებულია ფერების ბალანსი და მოპირკეთებული უბნის კონტრასტი.

მოდერნი-ფერი ქარვა, რომელსაც აქვს ფართო გამოყენების არეალი ლანდშაფტის დიზაინში, გახდა ექსტერიერის მოპირკეთებაში ფავორიტი და დაიმკვიდრა თავი, როგორც გარე საფარის შეუცვლელი ნაწილი. დიზაინერები ამ პროდუქტს ანიჭებენ უპირატესობას, ყველა სახის არქიტექტურასთან ადაპტირების, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადის, დეკორატიული გარეგნობის და ბუნებრიობის მაქსიმალური იმიტაციის გამო.