სულ სხვა ფერია !

როგორც ამბობენ “ფერებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დიდი ყურადღება მივაქციოთ მათ სწორ გამოყენებას ინტერიერსა და ექსტერიერში. ფერს შეუძლია შეცვალოს განწყობა ოთახში, მიიქციოს ყურადღება ეზოში შესვლისთანავე, შექმნას ენერგიული ან მოდუნებული გარემო და ა.შ.
რთულია იპოვო ნამდვილი ოქროს შუალედი ფერთა გამაში, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ პროგრესს და ყოველთვის მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის.
სწორედ color mix ტექნოლოგიით შექმნილი ფერი “ციტრინი” ჩვენთვის;  სიმშვიდეს, ნეიტრალურობასა და კლასიკურობასთან ასოცირდება. შეიძლება ითქვას ამ ფერში ვიპოვეთ ოქროს შუალედი. ქოლორ მიქს ტექნოლოგიით შექმნილი ეს ფერი ნამდვილი ზომიერების ბალანსია ფერთა გამაში. ეს ფერი მოუხდება ნებისმიერ სხვა ფერს თქვენს ექსტერიერში.

რადგანაც ფერს ენერგია გააჩნია, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თქვენთვის რომელი ფერებია მისაღები, რომელი ფერების გარემოცვაში გრძნობთ თავს მშვიდად.
ამ ულამაზეს ეზოში ფერთა ნამდვილი ჰარმონიაა. მომხმარებელმა ოთხი სხვადასხვა ზომის ფილა მოდერნითა და ქოლორ მიქს ტექნოლოგიით მიღებული ფერი “ციტრინით” შექმნა ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური სივრცე.