ლანდშაფტის დიზაინის ტენდენციები

ყოველწლიურად ლანდშაფტსა და ბაღის დიზაინში ასახულია ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ყველაზე საინტერესო იქნება ბაღის შექმნისას. მიუხედავად იმისა, რომ ლანდშაფტის დიზაინი შედარებით კონსერვატიული ხელოვნებაა, დიზაინერები მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად ჩნდებიან რაიმე ახალით ან ხელახლა აქცევენ მოდურად კარგად დავიწყებულ ძველს. იმისთვის რომ არ ჩამოვრჩეთ დროს და მოდას, ჩვენს ლანდშაფტის დიზაინერ ლევან ლომჯარიასთან ერთად გავივლით ყველა აქტუალურ საკითხს.
ლევან მოგესალმები !

პირველ რიგში, რომ ვისაუბროთ 2022 წელზე, რა იყო ტრენდული 2022-ში?

კოვიდ პანდემიამ თავისი კვალი ყველა სფეროზე დატოვა, მაგრამ ლანდშაფტის დიზაინი არის ის ერთ – ერთი ძირითადი ხაზი რაზეც ასე ვთქვათ პანდემიამ დადებითი გავლენა იქონია. იმ თვალსაზრით, რომ ლოქდაუნისა და შეზღუდვების გამო, რომელიც პანდემიისას არსებობდა ყველა ლანდშაფტის დიზაინერმა დაიწყო ფიქრი კერძო ეზოების კიდევ უფრო დახვეწასა და მრავალფუნქციურობის შეძენაზე.
ასევე თითეულმა მოქალაქემ, რომელსაც კერძო ეზო ქონდა განსაკუთრებით დიდი დრო და ფინანსური დანაზოგი დაუთმო ეზოს მოპირკეთებას , რაც განპირობებული იყო ზემოთ ხსენებული კოვიდ პანდემიის. მოულოდნელად აღმოვჩნდით რეალობაში, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვისეირნოდ ქუჩებში, საზოგადო სკვერებში ვირუსის გამო, ამიტომ ხალხში გაჩნდა სურვილი საკუთარი ეზო ექციათ სკვერად და კომფორტულ დასასვენებელ ადგილად . სწორედ ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო ბოლო ორი წელია კიდევ უფრო მეტად დაფასდა კერძო ეზოები ვიდრე ოდესმე. ჩვენთვის ლანდშაფტის დიზაინერებისთვის ეს იყო გამოწვევა, რომ ჩვენ შეგვძლებოდა მოკლე დროში სხვადასხვა სივრცეში 3 დ ვიზუალიზაცია შეგვექმნა მომხარებლისთვისთვის და დაგვეგეგმარებინა ეზო ისე, რომ იგი ყოფილიყო მრავალფუნქციური და არასდროს მოწყენოდა იქ ყოფნა ადამიანს. ფილები, ავეჯი, მოსასვენებელი სივრცე და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო არის ბოლო წლების ძირითადი ტენდენცია.

ჩვენი საწარმოს ძირითადი ხაზი ბეტონის ნაკეთობების წარმოებაა ამ მხრივ რა ფორმისა და ფერის მოსაპირკეთებელ ფილებს ანიჭებდა უპირატესობას, წელს მოდის ინდუსტრია?

2022 – ში მოდის ინდუსტრიის ძირითადი ხაზი მაქსიმალურად ბუნებრივი ფერების იმიტაცია იყო.

ბეტონის ნაკეთობებში კი ბუნებრივი ფერების შესაძლებლობას ტექნოლოგია ქოლორ მიქსი გვაძლევს. ლეგიში თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს ტექნოლოგია უმაღლეს დონეზეა განვითარებული. სწორედ ამიტომ მოდას ნამდვილად არ ჩამორჩენილა ამ მხრივ საწარმო. შესაბამისად მომხმარებლებს სხვადასხვა ფერის ნარევით შექმნილ ფერების ფილას ვთავაზობდით, რაც მათ ეზოში სრულიად ბუნებრივ ფერთა გამას უქმნით. ჩვენს ქვეყანაში წელს თანამედროვე მოდის ტენდენციების და მომხმარებლის გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა და ძირითადი მოთხოვნა ფერ ქარვაზე იყო, ეგრედწოდებულ შემოდგომისფერზე, რაც ეზოში თბილ განწყობას, სიმყუდროვეს და ეფექტს ქმნის თითქოს ბუნებაში სეირნობთ. ასევე მოთხოვნა იყო ძველ სტილში ეზოების მოპირკეთებისაც. ამ მხრივ ვიბროდაწნეხილი ფილების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს ლეგიში და მომხამრებელს არ გაჭირვებია მის გემოვნებაზე მორგებული პროდუქტი ეპოვა ჩვენთან. 

საინტერესოა ქართველი მომხმარებელი რამდენად ითვალისწინებს თანამედროვე ტენდენციებს?

კოვიდ პანდემიამ საქართველოზეც იქონია გავლენა რის გამოც ეზოების მოპირკეთებას დღითი დღე უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მოსახლეობა.
ქართველებს ყოველთვის გვიყვარდა მოდის ტენდენციების გაცნობა და შესაბამის სტილში ჩაცმა , ასევე სახლ კარის მოწყობა. მე-19-ე საუკუნეში ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილ “კაცია ადამიანში” ვკითხულობთ როგორ დეტალურიად აღწერს ავტორი ჭიშკრიდან (ეზოს შესასვლელიდან) დაწყებული თითოეულ დეტალს ეზოსა და სახლის , რაც ერთ -ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ ქართველები ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდით, როგორც ექსტერიერის ასევე ინტერიერის მოწყობას. სახლი ეზოდან იწყება, სწორედ ამიტომ ჩვენი მოსახლეობა ცდილობს მაქსიმალურად კომფორტულად და ლამაზად მოაწყოს ეზო . ჩვენ ხომ სტუმართ მოყვარხე ხალხი ვართ , გვიყვარს როცა საკუთარ ლამაზ კარ მიდამოში ვმასპინძლობთ სტუმრებს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ თანამედროვე მოდის ტენდენციები და ასევე შევიტანოთ დიზაინში ქართული ელემენტებიც.
ა ტექნოლოგიებმაც შეუწყო ხელი მომხმარებელს არ ჩამორჩეს დროს , ინტერნეტის მეშვეობით მრავალ სიახლეს ეცნობიან დიზაინში შემდეგ კი უშუალოდ ჩვენი ლანშაფტის დიზაინერების დახმარებით ერთობლივად იქმნება საუკეთესო გარემო ექსტერიერში.

გარდა ფილებისა გონება ეზოს წარმოდგენისას გარე ავეჯსა და გამწვანებას წარმოიდგენს ამ მხრივ რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა რომელიც ახლა იწყებს ეზოს მოპირკეთებას?

ამ ყველაფრის შერჩევა რათქმაუნდა ხდება მომხმარებლის გემოვნებიდან გამომდინარე თუმცა აუცილებლად უნდა შევუხამოთ თითოეული პროდუქტი რის გამოყენებასაც ვგეგმავთ ეზოში, ერთმანეთს. მაგალითად თუ უკვე დაგებული გაქვთ ფილა და შემდგომ გაგიჩნდათ სურვილი გარე ავეჯი იყიდოთ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ფილის ფერი და შესაბამისად აარჩიოთ ავეჯის ფერების კომბინაცია. თუ გაქვთ პატარა ეზო და გსურთ გარე ავეჯიც და გამწვანებაც გქონდეთ თან ისე, რომ ვიზუალურად სივრცე არ ჩაიკეტოს ამ შემთხვევაში პირველ რიგში ფილები ღია ფერის უნდა შეარჩიოთ , ავეჯი შედარებით პატარა ზომის და გამწვანება უმჯობესი იქნება პატარა ჯიშის, რომ არ შთანთქას ვიზუალურად სივრცე დამატებითმა დეკორაციებმა.

ფილების, გარე ავეჯის გამწვანების გარდა კიდევ რა დეტალებია საჭირო იმისთვის რომ შეიქმნას თანამედროვე ექსტერიერი?

წყალია მოდაში, არ მაქვს საუბარი ფანტანებზე. უბრალოდ ვიღებთ გარკვეულ მონაკვეთს ვაძლევთ სასურველ ფორმას და ვასხამთ წყალს. წყალი ექსტერიერში დამატებით კლასიკისა და სიმშვიდის შემომტანია. ამავდროულად წყლის მსგავსად გამოყენებისთვის არ არის საჭირო გაგვაჩნდეს წყლის მიწოდების მუდმივი სისტემა. მეტი თვალსაჩინოებისთვის ვნახოთ ფოტო მასალა.

ასევე მოდურია ეზოში ცეცხლის ადგილის გამოყოფაც, რომელსაც როგორც დეკორატიული დატვირთვა ექნება ასევე რეალურად შეძლებთ ცივ ამინდებშიც ეზოში დროის თბილად გატარებას.

განათებას ექცევა დიდი ყურადღება რაც უფრო ლამაზია ექსტერიერი მით უფრო აქვს ადამიანს სურვილი დღის ნებმიერ დროს განათბული იყოს ეზო . . .

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე ეზოს შესაქმნელად საჭიროა ვიბროდაწნეხილი ფილები, დეკორატიული ბორდიურები, გარე ავეჯი, გამწვანება, განათება , წყალი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და მარჯვე ხელები.

ეგრედწოდებული “ჭკვიანი” ბაღი” რას გულისხმობს და გვიმარტივებს თუ არა იგი ეზოს მოვლას?

ტექნოლოგიების განვითრება ყველა პროფესიას და დარგს შეეხო, არც ლანდშაფტის დიზაინი ჩამორჩა ამ ყველაფერს. ჩვენს დროში უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეგვიძლია მარტივად ვმართოთ ჩვენი ეზო დისტანციურად. მაგალითად თანამედროვე სარწყავი სისტემის საშუალებით შეგვიძლია სასურველ მორწყვის რეჟიმზე დავაყენოთ სისტემა და ავტომატურად ჩვენი სურვილისამებრ ჩაირთვება გამწვანების მორწყვის სისტემა , ასევე დისტანციურად თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეგვიძლია ვმართოთ ეზოს განათებაც. დამეთანხმებით “ჭკვიანი ბაღის” სტრუქტურა საკმაოდ გვიმარტივებს ექსტერიერის მოვლის სამუშაოებს.

2023 – ში რა იქნება ტრენდული, რა რეკომენდაციებს გვთავაზობენ ლანდშაფტის დიზაინერები?

2023 წელს თეთრი, ნაცრისფერი, მუქი ყვითელი ეგრედწოდებული მდოგვის ფერი, ასევე მუქი მწვანე ნაცრისფერში რომ გადადის ეს ფერები იქნება დომინანტური ექსტერიერში. აქვე აღვნიშნავ რომ კლასიკური და ბუნებრივი ფერები მოდაში სულ არის.

ლეგიში მოსულ მომხმარებელს, რომელსაც ფილის ყიდვა და ეზოს მოპირკეთება სურს , რას ვთავაზობთ ლანდშაფტის დიზაინის მხრივ?

ამ მხრივ ფაქტობრივად სრულ მომსახურებას ვთავაზობთ , იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ გაუკეთებია არჩევანი რომელი ფილა შეიძინოს და არ აქვს უკვე წარმოდგენილი როგორ სურს გამოიყურებოდეს თავის ეზო, ჩვენ სრულიად უფასოდ მივდივართ ობიექტზე და ვქმნით სრულ სერვისს, რომელიც გულისხმობს:

– მოსაპირკეთებელი ტერიტორიის პროექტის შექმნა, რომელიც შეიცავს დეტალურ აღწერას, ნახაზებს, და დასაბუთებას ლანდშაპტური სამუშაოების ყველა ეტაპის;

– სამუშაო ნახაზების შექმნა, რომელიც მუშავდება ტერიტორიის ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით;

– ჩვენ მომხმარებელს ყოველთვის ვთავაზობთ ფილის ფორმისა და ფერის სხვადასხვა ვარიანტს, რომლებიც ორგანულად მოერგება ტერიტორიის საერთო დიზაინს;

– ვამუშავებთ ფილების დაგების ინდივიდუალურ სქემებს;

– დეტალურ სამუშაო ნახაზებსა და 3 დ ვიზუალიზაციასთან ერთად, ჩვენ მომხმარებელს ვაძლევთ გამოყენებული მასალების გაანგარიშებას. – -თითოეული პროექტისთვის ლანდშაფტური დიზაინი ინდივიდუალურია.

ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხარებელს გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება და რაც მთავარია მიიღოს ისეთი შედეგი, რომ იყოს კმაყოფილი.

მადლობა ლევან ამომწურავი პასუხებისთვის !
მადლობა თქვენ !