ტერმინალი მედლოგი, მძიმე დატვირთვის მქონე ფილებით მოპირკეთდა

                                    

       მოხარულები ვართ გაგაცნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი. ფოთში ტერმინალ მედლოგის ტერიტორიაზე 10 000 კვადრატულ მეტრზე ლეგის 10 სმ სისქის ფილა უნი კოლოკი დაეგო. დაგება განხორციელდა ჩვენი დამგები მანქანისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, რამაც მოგვცა შესაძლებლობა უმოკლეს ვადაში დასრულებულიყო ობიექტი. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ რომ დამგებ მანქანას აქვს შესაძლებლობა დღეში 800-დან 1000 კვადრატამდე ფილა დააგოს და მაქსიმალურად კომფორტული გახადოს სამუშაო პროცესი.  

       Რაც შეეხება ფილას, ლეგიში პროდუქცია იქმნება უახლესი გერმანული მანქანა დანადგარებით რაც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ევროსტანდარტების შესაბამისი ვიბროდაწნეხილი ფილები. ასევე გვაქვს იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია სადაც სისტემატურად ხდება პროდუქციის ხარისხის შემოწმება.  

       ზემოთ ჩამოთვლილი აღჭურვილობა და კვალიფიციური თანამშრომლები გვაძლევენ შესაძლებლობას ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ტექნიკური და ადამიანური რესურსი შევქმნათ ხარისხიანი პროდუქცია.  სწორედ ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე არ გვექმნება დაბრკოლება ჩვენმა პროდუქციამ გაუძლოს ისეთ სისტემურ და დიდ დატვირთვას როგორიც ტერმინალებშია. “მედვოგი” არ არის პირველი ტერმინალი რომელიც ჩვენ განსაკუთრებით მძიმე დატვირთვისთვის განკუთვნილი ფილებით მოვაპირკეთეთ , სამი წლის წინ მოვაპირკეთეთ ტერმინალი “ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია” ასევე მოვაპირკეთეთ ბათუმის ტერმინალიც, დრომ თავისი თქვა არცერთ ტერმინალზე არ დაზიანებულა ჩვენი პროდუქცია და იგი გამოიყურება ისე როგორც დაგებისას იყო.  

       შესაბამისად ჩვენ ნათლად შეგვიძლია ვთქვათ რომ ლეგის ფილებით ტერმინალების მოპირკეთება იდეალური გადაწყვეტილებაა რადგან; ფილა არის გამძლე – პროდუქციამ გაუძლო დროის გამოცდას განსაკუთრებით დიდი დატვირთვის პირობებში, ფილას აქვს კარგი ყინვამედეგობისა და წყალშთანთქვის მაჩვენებელი, ეკოლოგიურად უსაფრთხოა, მოკლე დროშია შესაძლებელი მოპირკეთდეს ინდუსტრიული ობიექტები , გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი ფორმებსა და ფერებში.  

      ასევე ფილის უდიდესი პლიუსი არის ისიც რომ პროდუქცია არის ეკონომიური იმ თვალსაზრით რომ თუ გაფუჭდება მიწისქვეშა გაყვანილობა , შეგვიძლია ფილა ავიღოთ ისე რომ არ დაზიანდება იგი , გამოვცვალოთ დაზიანებული კომუნიკაცია და ისევ ის ფილა დავაგოთ. დამეთანხმებით მსგავს შემთხვევაში ბეტონი რომ ყოფილიყო დასხმული ან ასვალტი დაგებული  მიწის საფარის დაზიანება მოგვიწევდა და თავიდან გაკეთება რაც ფინანსურ ხარჯს აორმაგებს. Სწორედ ამიტომ  ჩვენი პროდუქცია იდეალური გადაწყვეტილებაა ჩვენს დროში .  

     მეტი თვალსაჩინოებისთვის აქვე ვტვირთავთ დაგების პროცესის ვიდეოს.