სახლის დიზაინში ფილა – განუყოფელი ელემენტია

კიდევ ერთი ულამაზესი სახლის ექსტერიერი, ლეგის ფილებით მოპირკეთდა . ყოველი სახლი განსხვავებულია, ყოველი ეზო ინდივიდუალურია, ყოველი მომხმარებლის გემოვნება სპეციფიკურია. სწორედ ამიტომ, ექსკლუზიურად ლეგიში “ქოლორ მიქს” ტექნოლოგიით იქმნება ფილის ზედაპირი, რომელიც იდეალურად ბუნებრივ იერსახეს იძლევა, ასევე გვაქვს შესაძლებლობა უშუალოდ მომხმარებლის სურვილითა და არჩევანით ავიღოთ ორი რადიკალურად განსხვავებული ფერი, ჩვენი თანამედროვე ტექნიკა შეაზავებს ფერებს და შეიქმნება ახალი, უნიკალური, ფერთა გამა. უშუალოდ ამ კონკრეტული სახლის ეზოში გამოყენებულია ფილა მოდერნი, მისი ზედაპირი “ქოლორ მიქს” ტექნოლოგიით წარმოებული “გრანატის” ფერითაა წარმოდგენილი, რამაც მოცემულ ეზოში მყუდრო და თანამედროვე გარემო შექმნა.