რა ღირს ეზოს ფილები? – ყველაზე ბიუჯეტურიდან – პრემიუმ ხარისხამდე

სარჩევი

გიყვებით, როგორ უნდა შეარჩიოთ ეზოში დასაგები ფილები თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, რას უნდა მიანიჭოთ პრიორიტეტი და რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოთ.

დააკვირდით – რას აქცევთ ყურადღებას, როცა ვინმეს საცხოვრებელი სახლის ეზოში შედიხართ? რა არის ის მთავარი დეტალი, რაც შესვლისთანავე თვალში გხვდებათ? შეგიმჩნევიათ, რომ ეზოს სტილს, თანამედროვე იქნება ის თუ ძველებური,  ხშირ შემთხვევაში სწორედ ის ფილები განსაზღვრავს, რომლებიც სახლის მეპატრონემ დასაგებად შეარჩია?

თუ დიდი ხანია ფიქრობთ, როგორ შესძინოთ თქვენს ეზოს სრულიად ახალი, განსხვავებული იერსახე, რომელიც ერთდროულად მყუდროც იქნება და სრულყოფილიც – ნამდვილად სწორ ადგილას ხართ. შეიძლება გგონიათ, რომ გარე სივრცის მსგავსი გარდაქმნა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ან შესაძლოა არ იცით, საიდან დაიწყოთ – ამიტომ, ამ ბლოგში თქვენი სურვილის სისრულეში მოსაყვანად რამდენიმე იდეალურ გამოსავალს შემოგთავაზებთ.

ბევრი ადამიანისთვის ეზოს დიზაინის მთავარი შტრიხი სწორედ ფილებზე გადის, რომლებსაც, როგორც წესი, დიდი გულმოდგინებითა და პასუხისმგებლობით არჩევენ. აქვე უნდა ითქვას, რომ არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია – ეზოში დასაგები ფილები, სხვადასხვა ფორმითა და დიზაინით, არსებულ ბაზარზე იმდენად მრავლად გვხდება, თითქმის შეუძლებელია, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანმა სასურველ ვარიანტს ვერ მიაგნოს.

ეზოს ფილების ტიპებიდან ვარჩევთ თქვენთვის საუკეთესოს

ეზოს მოსაპირკეთებლად ძირითადად გამოიყენება ბეტონის, ბაზალტისა და ბუნებრივი ქვის სხვა ფილები. რა თქმა უნდა, არჩევანი თქვენზეა – იმის მიხედვით, თუ რა სტილი გინდათ რომ დომინირებდეს თქვენი საცხოვრებელი სახლისა თუ სხვა სივრცის ექსტერიერში. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი რომ გაგიმარტივოთ, თითოეულის უპირატესობის შესახებ დეტალურად უნდა მოგიყვეთ.

მაგალითისთვის, გრანიტისა და ბაზალტის ბუნებრივი ქვის ფილები გამოირჩევა გამძლეობით – მდგრადია ცვეთის, ამინდის მკაცრი პირობებისა და მძიმე დატვირთვის მიმართ. მათი ბუნებრივი ფერისა და ტექსტურის ვარიაციებით შეგიძლიათ მიიღოთ ელეგანტური, უნიკალური დიზაინი, რაც შემდგომში თქვენთან მოსულ სტუმრებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. 

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბაზალტის ეზოს ფილები იდეალური გამოსავალია, ბილიკების, ტერასების, ავტოსადგომებისა და საჯარო სივრცეების მოსაპირკეთებლად არის ის, რომ იგი საჭიროებს მინიმალურ ტექნიკურ მოვლას.

რაც შეეხება ბეტონის ფილებს – ამ მხრივ ლეგიში არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია.  არსებობს ე.წ. ,,მიქსი’’, რომელიც 4 სხვადასხვა ზომის ფილისგან შედგება.  არის მაგალითად სხვა ფილებიც კონკრეტული სახელწოდებებით: ,,ნანო მიქსი’’, ,,აგური’’ ,  ,,ნანო აგური’’, ,,კვადრატი’’ – რომელსაც ხშირად დროში გამოცდილ ფილასაც უწოდებენ, ასევე საკმაოდ ელეგანტური ვიზუალის მქონე ფილა სახელწოდებით -,,ახალი ქალაქი’’ და ა.შ.  სხვადასხვა ფორმითა და მახასიათებლებით დახუნძლული ფილების ჩამონათვალში თითოეულს საკუთარი ნიშა აქვს, თუმცა, რადგანაც ხშირად მოთხოვნადი ბაზალტი შედარებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ლეგი შემოგთავაზებთ მის საუკეთესო ალტერნატივას ლეგ-ისი ქვაფენილის სახით.

ეზოს ფილები ფასი
რა ღირს ეზოს ფილები

რატომ  ლეგ-ისი ქვაფენილი?

წარმოების ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენი კომპანია მიმართავს, ხარისხთან ერთად უზრუნველყოფს იმასაც, რომ ლეგ-ისი ქვაფენილი მაქსიმალურად ჰგავდეს გრანიტისა და ბაზალტის ტექსტურასა და ფერს.  ეს ფილა იდეალური მიგნებაა მათთვის, ვისაც უფრო ძველებური სტილი ხიბლავს. მისი შერჩევის შემთხვევაში საშუალება გაქვთ, კონკრეტულ გარე სივრცეს მცირე ფინანსური სახსრებითაც კი ძვირადღირებული ელფერი მიანიჭიოთ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, როგორიცაა გამძლეობა და სიმტკიცე. ლეგ-ისი ქვაფენილი მზადდება ბეტონისა და ბუნებრივი აგრეგატების შერევით, ამიტომაც ის მდგრადია ამინდის მკაცრი პირობებისადმი და თავისუფლად იტანს მძიმე დატვირთვას, რაც მას უკონკურენტო ვარიანტად აქცევს.

როცა ეკონომია და ეკოლოგია სრულ თანხვედრაშია 

თუ სასურველი შედეგის მიღებასთან ერთად ეკოლოგიაზე ზრუნვაც გსურთ, ამ ფილებზე არჩევანის გაკეთება ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა. ლეგ-ისი ქვაფენილის დაგების წესი ზუსტად იგივეა, რაც სხვა ფილების შემთხვევაში, თუმცა მისი პატარ-პატარა ფორმების ერთმანეთთან სიზუსტით ჩასმა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.  თუმცა, ამასთან ერთად, ის გარეგნულ იერსახესაც წლების განმავლობაში ინარჩუნებს – ეს ფაქტორები კი სამომავლოდ ხარჯებს მაქსიმალურად ამცირებს.

ადგილები, სადაც ლეგ-ისი ქვაფენილის გამოყენებას შეძლებთ

დასაწყისში გიყვებოდით, რომ ბაზალტის ფილები შეგეძლოთ შეგეძინათ ავტოსადგომების, ტერასების, საჯარო და კომერციული სივრცეების მოსაპირკეთებლად – ანალოგიური შეგვიძლია გითხრათ ლეგ-ისი ქვაფენილის შესახებ,  – ეს ფაქტი კი მცირე ბიუჯეტის მქონე  ბაზალტისა და გრანიტის ესთეტიკის მოყვარულებს, როგორც წესი, ყველაზე მეტად  ახარებთ – რადგან ის ამ ორი ფილის საუკეთესო ალტერნატივაა და შესაბამისად, ასეთ დროს სასურველი შედეგიც მინიმალური დანახარჯებით მიიღწევა. 

,,ეზოს ქვაფენილი ფასი’’ – როგორც ყველაზე ხშირად მოძებნადი წინადადება

გუგლის საძიებო სისტემაში ხშირად შეხვდებით წინადადების მსგავს ფორმულირებას: ,,ეზოს ქვაფენილი ფასი’’, ეს კი იმიტომ, რომ ამ საკითხით დაინტერესებული პირები ეძებენ პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, დაუზარებლად წერენ საძიებო სისტემებში ისეთ წინადადებებს, როგორიცაა: ,,ეზოს ფილები ყიდვა’’, ,,ბაზალტის ეზოს ფილები ფასი’’ – იმ იმედით, რომ სრულყოფილ ინფორმაციას გაეცნობიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო იზრდება იმ დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი, ვინც კარგად იცის – რა მნიშვნელობა აქვს ეზოს მოპირკეთებას მისი ვიზუალური ესთეტიკის გასაუმჯობესებლად.  

რა ღირს ეზოს ფილები?

ადამიანები, რომლებიც საჭირო ინფორმაციას ეძებენ სიტყვებით ,,ეზოს ფილები ფასი’’, იქვე სვამენ შეკითხვასაც: რა თანხა უნდა გამოყონ ბიუჯეტიდან მათთვის სასურველი პროექტისთვის საჭირო ფილების შესაძენად. იმისთვის, რომ ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი მიიღოთ, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ შემდეგი საკითხები – რა სისქის ფილაა თქვენთვის პრიორიტეტული, რომელ ფერსა და პიგმენტს ანიჭებთ უპირატესობას, ცემენტის რომელ ტიპს შეარჩევთ – რუხს თუ თეთრს, ფილების ზომისა და ფორმის არჩევისას,  რა იქნება გადამწყვეტი, რასაც აუცილებლად გაითვალისწინებთ. მას შემდეგ, რაც ამ და სხვა კითხვებზე კონკრეტული პასუხები გექნებათ – ბიუჯეტის გაწერაც ბევრად გაგიმარტივდებათ.

რა ღირს ეზოს ფილები

ლეგი – ადგილი, სადაც ყველანაირ ინფორმაციას მიიღებთ

ახლა კი, როცა უკვე იცით რას უნდა მიანიჭოთ პრიორიტეტი გადაწყვეტილების მიღებისას, რა უნდა გაითვალისწინოთ ბიუჯეტის შედგენისას და როგორ უნდა მიიღოთ მაქსიმალური შედეგი მინიმალური დანახარჯებით – ის დროა, თქვენი გუგლის საძიებო სისტემა მთლიანად გაასუფთავოთ და დამატებითი კითხვებისთვის ლეგის მომართოთ. დაგვიკავშირდით დღესვე, რათა უფრო მეტი გაიგოთ  ჩვენი პრემიუმ ხარისხის  ბეტონის ფილების შესახებ და შეცვალოთ გარემო საუკეთესო ფასად!

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საცხოვრებელი სახლის ან კომერციული სივრცის ვიზუალი სწორედ ეზოდან იწყება, ამიტომაც ხშირად პირველ შთაბეჭდილებასაც ყოველთვის გემოვნებით მოპირკეთებული და თანამედროვედ მოწყობილი ეზო ქმნის.