ხობის ცენტრალურ პარკში ლეგის ფილები

ხობში ცენტრალური პარკის მოპირკეთება, ლეგის ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქციით მიმდინარებს. პროექტის ფარგლებში ეკოლოგიურად სუფთა თანამედროვე დიზაინის ფილით 7000 კვადრატი მოპირკეთდება. აქედან 4200 კვადრატზე 60მმ სისქის- მსუბუქი ტრანსპორტისთვის გათვლილი ფილა დაეგება. ხოლო 2800 კვადრატი მოპირკეთდება 10 სმ სისქის ფილით, რომელიც განსაკუთრებით დიდი დატვირთვის მქონე გზებისთვისაა განკუთვნილი.   კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები 2020 წლის 30 მაისს დასრულდება. რის შემდეგაც ხობს ექნება თანამედროვე, უსაფრთხო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი პარკი.