ლეგის სახელმძღვანელოები
თუ ეძებთ დამატებით ინფორმაციას ფილების შესახებ და გაინტერესებთ რამდენად სწორი არჩევანია მათი გამოყენება პირადი თუ კომერციული მიზნებისთვის, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ლეგის სახელმძღვანელოები და გაიგოთ მეტი მათ უპირატესობებზე, დაგებასა და მოვლის ტექნიკაზე.

კატალოგი
კატალოგში დეტალურად გაეცნობით ჩვენს პროდუქციას. თანდართული სურათებით მიიღებთ ინფორმაციას: ფილების სახეობის, ფორმების, ზომის, ფერებისა და კონკრეტული სპეციფიკაციების შესახებ, რაც გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას.
სასტუმროები და კოტეჯები
სასტუმროები და კოტეჯები – სახელმძღვანელოში გაეცნობით ფილების გამოყენების უპორატესობებს და მის მნიშვნელობას თქვენი ბიზნესის განვითარებაში. ასევე, დიზაინის ელემენტების როლს ესთეტიური გარემოს შექმნაში და იხილავთ წარმატებით დასრულებული პროექტების ფოტოებს, რომელიც შესაძლოა თქვენი ინსპირაციაც გახდეს.
ინდუსტრიული ობიექტები
Color mix დაგების ინსტრუქცია
აქ გაეცნობით “color mix” ფილების სწორად დაგების ინსტრუქციას. ქვესათაურებში ჩაშლილია ინფორმაცია თუ როგორ და რა პრინციპით არის შესაძლებელი, ფილების იმგვარად გადანაწილება სივრცეზე, რომ ფერები სწორად შეერწყას ერთმანეთს და არ დაირღვეს სასურველი კომბინაცია.
მოვლა
აქ აღწერილია თუ როგორ მოვუაროთ ფილებს სწორად, რათა თავიდან ავირიდოთ ლაქების გაჩენა, ზედაპირის დაზიანება, ფერის დაკარგვა. დაგეხმარებათ, რომ მოპირკეთებული სივრცე ყოველთვის მიმზიდველად დარჩეს.
ინსტრუქცია და გაფრთხილება
ინსტრუქცია მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენი პროდუქტის შეკვეთის, დაგებისა და შესაძლო ფაქტორების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ფილების მდგომარეობაზე. განხილულია ტექნიკური დეტალები, რომლებიც ყველა ეტაპზე გასათვალისწინებელია სრულყოფილი შედეგის მისაღებად.