ეკოლოგიურად უსაფრთხო სკვერი, ლეგის ფილებით

უმნიშვნელოვანესია სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოპირკეთება ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციით. თბილისში კი კიდევ ერთი სკვერი მოპირკეთდა ლეგის ეკოლოგიურად სუფთა ფილებით . ბერი გაბრიელ სალოსის მე-6 შესახვევში #3-#5 კორპუსების მიმდებარედ სკვერი მოეწყო , სადაც 391,6 კვ.მ . ლეგის ფერადი ფილები დაეგო. ჩვენ გერმანული მანქანა-დანადგარებით ვქმნით ევროსტანდარტების შესაბამის პროდუქციას. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასფალტსა და რკინაბეტონთან შედარებით ვიბროდაწნეხილ ფილას ფორმებისა და ფერების  მრავალფეროვნება თანამედროვე იერს სძენს და გვაძლევს საშუალებას შევქმნათ სასურველი ფორმისა და დიზაინის ექსტერიერი. დღეს უკვე ლანდშაფტის დიზაინერებისთვის ფილა გარდა ზემოთ აღნიშნულისა არის  პრაქტიკული, ეკონომიური, მყარი და თანამედროვე ნაკეთობა, რომლის ექსპლუატაციის ვადა 30 წელზე მეტია.