ბათუმის მოპირკეთებული ტროტუარები

       Ბათუმის ტროტუარების უმრავლესობა ლეგის ვიბროდაწნეხილი ფილებით არის მოპირკეთებული , რითაც ჩვენი გუნდი ამაყობს , მოხარულები ვართ რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქალაქის ექსტერიერის გაფერადებასა და გალამაზებაში .

       თუმცა ქალაქში მაცხოვრებლები თუ ქალაქის სტუმრები საკმაოდ ხშირად გამოხატავენ პრეტენზიებს და აქვთ უამრავი კითხვა . დღეს ჩვენ შევეცდებით აქტუალურ კითხვებს გავცეთ დეტალური პასუხები .

     მოქალაქეების ხშირად დასმული კითხვები :

Რატომ არის ტროტუარებზე დაგებული ფილა , უმჯობესი იქნებოდა ბეტონი დასხმულიყო ან ასვალტი დაგებულიყო უფრო გამძლე იქნებოდა და ალბად უფრო იაფიც?

    უპირველეს ყოვლისა გვინდა ვისაუბროთ ფილის გამძლეობაზე , ჩვენი კომპანია ორშრიან ვიბროდაწნეხილ ფილას აწარმოებს , უახლესი გერმანული მანქანა დანადგარებით.  ხოლო ნაწარმოები პროდუქცია ჩვენს იტალიურ დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიაში მოწმდება  , მხოლოდ ამ ეტაპისს გავლის შემდეგ გადის პროდუქცია გაყიდვაში. ლეგის ვიბროდაწნეხილ  ფილას კარგი მაჩვენებელი აქვს ; მდგრადობაზე, ყინვამედეგობაზე, წყალშთანთქმაზე, ეკოლოგიურობაზე ასევე მოცურების საწინააღმდეგოა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები გვაძლევს შესაძლებლობას რომ ვთქვათ ფილის ექსპლუატაციის ვადა 30 წელზე მეტიც კი არის.

     რაც შეეხება ფასს და ფინანსურ დანახარჯს , ასფალტსა და ბეტონის დასხმაზე არამც თუ ძვირი არამედ გაცილებით იაფი ჯდება ფილით მოპირკეთება. Ასევე ფილას აქვს უდიდესი უპირატესობა იმ მხრივ , რომ თუ დაგვჭირდება მიწისქვეშა კომუნიკაციის გამოცვლა  ან შერემონტება,  სრულიად შესაძლებელია არსებული დაგებული ფილა ავიღოთ გამოვცვალოთ მიწისქვეშა კომუნიკაცია და ისევ ეს ფილა დავაგოთ ისე რომ ფილა არ დაზიანდება . დაგვეთანხმებით რომ მიწისქვეშა კომუნიკაციის გამოცვლის დროს ასფალტის ან ბეტონის შემთხვევაში გვიწევს დამატებითი ხარჯის გაღება რადგან არსებული საფარი ზიანდება და უნდა დავაგოთ ახალი.

Სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან გამომდინარე ფილა გარდა მისი გამძლეობისა და ეკოლოგიურობისა ფინანსურად ეკონომიურიცააა.

Ასევე ხშირად გვეკითხებიან ტაქტილურ ფილებზე  (უსინათლოთათვის განკუთვნილ პროდუქციაზე ) რა საჭირო გახდა ჩვენი ტროტუარების ადაპტირება არ გვყავს ბევრი უსინათლოო?

  Ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა ასეთი კითხვა რომ გაჩნდა , ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ტროტუარები იყოს ადაპტირებული და ხელმისაწვდომი იყოს გადაადგილება ყველასთვის. ლეგი ყველასია. Არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა ორმაცდაათ ადამიანს სჭირდება ადაპტირებული ბილიკი თუ ხუთასს თუ საერთოდ ერთს,  ჩვენ ვართ ვალდებული გარემო შევქმნათ ყველასთვის და იგი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული და ადაპტირებული შშმ პირთათვის.

     Ხშირად ვხედავთ დაზიანებულ ფილებს , ფილები არ არის კარგად დაგებული (ამოყრილია) ?

Სამწუხაროდ ასეთი ფაქტებიც არის ჩვენ ვყიდით პროდუქციას და პასუხს ვაგებთ მის ხარისხზე , მაგრამ პასუხს ვერ ვაგებთ ჩვენგან გაყიდულ ფილას რამდენად კარგად დააგებენ . ლეგის მენეჯერები მაქსიმალურად ცდილობენ დაგების წესდება აუხსნან მყიდველებს , ასევე ტროტუარებზე ხშირად ვხედათ ავტომობილებს რაც დაუშვებელია. Მანქანები როგორც ფილას აზიანებენ ასევე ხელს უშლიან მოქალაქეებს გადაადგილებაში .  ყველაზე დიდ დაბრკოლებას კი  ტროტუარზე გაჩერებული მანქანა, ეტლით მოსიარულე ადამიანებს უქმნის , სწორედ ამიტომ სასურველია მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ერთად გავუფრთხილდეთ ქალაქის ინფრასტრუქტურასა და ერთმანეთის უსაფრთხო გადაადგილებას.

   Რატომ არის ტროტუარებზე ყვითელი ,წითელი ან შავი ფერის ფილა უამრავი ფერია ეს რა უგემოვნო არჩევანია?

ეს საკითხიც ხშირადაა განხილვაში , როგორც ამბობენ გემოვნებაზე არ დაობენ ან კი სწორედაც გემოვნებაზე დაობენო. Მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენ უამრავი ფერისა და ფორმის ფილებს ვაწარმოებთ და შესაბამისად ვქმნით მრავალფეროვან არჩევანს . Მომხმარებელი თავისუფალია არჩევანში სურს წითელს იყიდის სურს ყვითელს თუნდაც მწვანეს .

         ან იქნებ მომხმარებელს სხვადასხვა ფერის კომბინაცია სურს არც ესაა ლეგისთვის დაბრკოლება . Ჩვენი უახლესი გერმანული ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას ორი და მეტი ფერის ნაზავით შევქმნათ ახალი ფერთა კომბინაცია ერთ ზედაპირზე . Ამ ტექნოლოგიას ქოლორ მიქს ვეძახით ეს არის რამოდნიმე ფერის ნარევით შექმნილი ფილის ზედაპირის იერი .სწორედ ეს უახლესი ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას შევქმანთ მაქსიმალურად ბუნებრივი პროდუქცია , რაც ლანდშაფტის დიზაინერებს აძლევს საშუალებას შექმნან მრავალფეროვანი დიზაინი ასე რომ არჩევანი თქვენზეა ხარისხი კი ჩვენზე.