გაიგე მეტი ლეგის შესახებ

კომპანია ლეგი უკვე მრავალწლიანი გამოცდილებითა და ხარისხის კონტროლის უმაღლესი სტანდარტით გთავაზობთ მოსაპირკეთებელი, დეკორატიული და სამშენებლო პეოდუქციის ფართო არჩევანს.

ჩვენს შესახებ

ლეგი ბეტონის ნაკეთობების წამყვანი მწარმოებელია საქართველოში, რომლის პირველი საწარმო  2011 წელს ქობულეთში გაიხსნა, ხოლო 2019 წელს კიდევ ერთი უახლესი ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს ამოქმედება დაანონსდა თბილისში.დღეისათვის ჩვენ ვფლობთ 2 დიდ საწარმოს, ხოლო მესამე ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს ნახშირღელე, სოფელ თერჯოლაში, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს 2025 წლის შემოდგომისთვის.  ამ ეტაპზე ნახშირღელეში წარმოდგენილია ლეგის შოურუმი, სადაც მომხმარებლებს პროდუქციის შერჩევაში დაეხმარებათ კვალიფიციური გაყიდვების მენეჯერი.

ჩვენს შესახებ

უნდა აღვნიშნოთ, რომ თითოეული ქარხანა თანამედროვე გერმანული მანქანა-დანადგარებითა აღჭურვილი და აწარმოებს ევროპული სტანდარტის  მოსაპირკეთებელ, დეკორატიულ და სამშენებლო პეოდუქციას, როგორიცაა: ვიბროდაწნეხილი ფილები, საბორტე ქვები, დეკორატიული და სამშენებლო ბლოკები და დიზაინის ელემენტები. ამგვარად მოწინავე ტექნიკის გამოყენება არა მხოლოდ აუმჯობესებს წარმოებული ფილების გამძლეობას, არამედ უზრუნველყოფს   დიდი შეკვეთების დროულად და ხარისხიანად მომზადებას.

ჩვენს შესახებ

ხარისხის კონტროლი ნებისმიერ ინდუსტრიულ პროცესში გადამწყვეტი ასპექტია, რასაც ჩვენი კომპანია სრულყოფილად იაზრებს. ლეგი ფლობს ქვიშა-ღორღის სამსხვრევ კომპლექს და სერტიფიცირებულ ლაბორატორიას, რომელიც თითოეულ წარმოებულ პროდუქციას მკაცრ კონტროლს უწევს ხარისხის კონტროლს ევროპული სტანდარტის  (EN 1338) მიხედვით. ეს გულისხმობს, რომ პროდუქტის შემავსებლები მოწმდება სამსხვრევ  კომპლექსში დამუშავებიდან  მზა პროდუქციის ფინალურ ეტაპამდე.

ჩვენს შესახებ

გარდა ამისი, მასალების დოზირება, ბეტონის შერევა, შესრულების მონიტორინგი, პროდუქტის ფორმირება, გამოშრობა და გადმოტვირთვა ყველა ეს პროცესი სრულად ავტომატიზებულია და არ საჭიროებს ხელით ჩარევას,  თუმცა, ამ ყველაფერს  მართავს  პროფესიონალთა გუნდი, რომელთა დაუღალავი შრომის ნაყოფია უნიკალური პროდუქტის წარმოება. ამ უპირატესობების ერთობლიობა საშუალებას გვაძლევს ვიქონიოთ წარმოების ყველაზე დიდი მოცულობა და ვიყოთ უკონკურენტონი საქართველოს ბაზარზე.

ჩვენს შესახებ

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლეგი გამოირჩევა პროდუქციის ფართო  ასორტიმენტით: მოსაპირკეთებელი ფილების მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც საჯარო სივრცეების, კერძო სახლებისა და სასტუმროების, ასევე ინდუსტრიული ობიექტებისათვის. საგზაო, ტროტუარისა და დეკორატიული ბორდიურები, ასევე დეკორატიული ბლოკები და საფასადე ფილები, სხვა დიზაინის ელემენტები, ბეტონის, პემზისა და პერლიტის სამშენებლო ბლოკები. მათ შორის აღსანიშნავია “Color Mix” ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია, რაც გულისხმობს პროდუქციის ზედაპირზე ორი და მეტი ფერის შერევას.

ჩვენ გვესმის, რომ თითოეული მომხმარებლის სურვილი  საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას. სწორედ ამიტომ მომხმარებლებს ვთავაზობთ დამატებით სერვისებს, დაწყებული ექსტერიერის დიზაინით – მათთვის ვისაც სურს შექმნას სასიამოვნო და მყუდრო გარემო, დამთავრებული სპეციალიზებული სერვისებით – დიდი პროექტებისათვის.