სარჩევი
ფილების დაგება ეზოში ხშირად იმაზე მეტად საპასუხისმგებლო პროცესად მიიჩნევა, ვიდრე მათი არჩევა და ექსტერიერისთვის შეხამებაა, რადგან როგორი საუკეთესო ხარისხისა და გამძლეც არ უნდა იყოს თქვენ მიერ მომარაგებული ეზოში დასაგები ფილები, არასწორი ტექნიკის შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღების ალბათობა საკმაოდ იკლებს. იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამციროთ არათანაბარი ზედაპირის მიღების, ბზარების გაჩენისა და სხვა უსიამოვნო სიურპრიზების რისკები, აუცილებელია, რომ საქმე პროფესიონალებს მიანდოთ, რადგან არაფერია იმაზე იმედგამაცრუებელი, ვიდრე იმის გააზრება, რომ სოლიდური ფინანსები და ძალისხმევა ფუჭად გაიღეთ.
ამ ბლოგში მიიღებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც უშუალოდ ეზოს ფილების დაგების პროცესს, მასთან დაკავშირებულ სწორ ტექნიკასა და ხარჯებს ეხება.
ეზოს ფილების დაგება: ფასის განსაზღვრა ტექნიკის მიხედვით
თუ ვამბობთ, რომ ეზოს ფილების ფასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შერჩეული მასალის ზომასა და ფორმატზე, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ანალოგიური მიდგომაა მათი დაგების შემთხვევაშიც. იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს რა თანხა დაგიჯდებათ ფილების დაგება ეზოში, ამისთვის საჭიროა, რომ სპეციალისტმა პირველ რიგში შეაფასოს ის ტერიტორია, რომელზეც სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რადგან ფასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამ ფაქტორზე – რაც უფრო დიდია ტერიტორია, მით მეტად გაიზრდება თქვენ მიერ გადასახდელი თანხა. არანაკლებ გასათვალისწინებელი ასპექტია – დასამუშავებელი ზედაპირის სირთულე და თვითონ ფილის დიზაინი.
რომელია უკეთესი – ხელით მუშაობა თუ სპეციალური დანადგარით?
ასევე მნიშვნელოვანია ფილების დამონტაჟების რომელ ტექნიკას აირჩევთ- ხელით გადაწყვეტთ დაგებას თუ მანქანით. ორივე მიდგომას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მაგალითად ხელით დაგება მეტ სიზუსტესა და სიფრთხილეს მოითხოვს, იდეალურია მცირე პროექტებისთვის და სპეციალისტს საშუალებას აძლევს, საკუთარი ხელით, ზუსტად დაამუშაოს რთული, არათანაბარი ზედაპირები, თუმცა, ამასთან ერთად არის საკმაოდ შრომატევადი და მოითხოვს დიდ ფიზიკურ ძალისხმევას, რაც ზოგ შემთხვევაში ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. ამის საპირისპიროდ, მანქანით დაგების შემთხვევაში იმატებს მუშაობის ტემპი, იზოგება დრო და რაც ყველაზე მთავარია, საკმაოდ მალეც სრულდება პროექტი, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როცა საუბარია დიდი ფართობის ტერიტორიების მოპირკეთებაზე, მაგრამ ამასთან ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტურია ვიწრო სივრცეებსა და რთული დიზაინების შემთხვევაში.

გიყვებით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფილების დაგების პროცესში
იმის გათვალისწინებით, რომ ეზოში დასაგები ფილები ხშირად რამდენიმე სხვადასხვა ფერის კომბინაციითა წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია, რომ დაგების პროცესში ეს ფერები ერთმანეთს სწორად შეერწყას. ,,ლეგი’’ გირჩევთ, რომ ზედაპირის მოპირკეთება დაიწყოთ რამდენიმე შეკვრიდან ერთდროულად ამოღებული ფილების შერევით, მაგალითისთვის, შეგიძლიათ მინიმუმ 3 პალეტიდან ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივად ამოიღოთ ფილები, როგორც დიაგონალური, ასევე ვერტიკალური მიმართულებით – ეს დაგეხმარებათ, რომ ფერების ტექსტურა და ჩრდილები მთელს ტერიტორიაზე თანაბრად გადაანაწილოთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ფილის ზედაპირზე შესაძლოა ჭარბობდეს მუქი ან პირიქით, ღია შეფერილობა. ფილების ერთი და იგივე პალეტიდან ამოღება და დაგება კი გაზრდის იმის რისკს, რომ დასამუშავებელ ტერიტორიაზე მუქი ან ღია პიგმენტის მქონე უბნები ერთად დაჯგუფდეს და საკმაოდ თვალშისაცემი იყოს. ამიტომაც, ფერთა სასურველი კომბინაციის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ ამ რეკომენდაციას ზედმიწევნით მიჰყვეთ.
რა ხდება შეცდომის შემთხვევაში?
ზოგადად, როცა დამგები ჯგუფი რეგულარულად აკონტროლებს პროცესს და მუდმივად ამოწმებს შესრულებული სამუშაოების ხარისხს, ალბათობა იმისა, რომ მათ რამე ხარვეზი გამოეპარებათ – მინიმალურია. თუმცა, ყოველთვის უმჯობესია ფილების საბოლოო დაფიქსირებამდე, იქამდე ვიდრე ქვეშსაგები კარგად დაიტკეპნება, კიდევ ერთხელ საფუძვლიანად და სრულყოფილად შემოწმდეს წყობა და ფერთა კომბინაციის ერთმანეთთან თანხვედრა.
გახსოვდეთ, რომ შეცდომის გამოვლენის საწყის ეტაპზე, ბევრად მარტივია მისი კორექტირება და პრობლემის აღმოფხვრა, ვიდრე უკვე დასრულებული სამუშაოების შემდეგ, როცა ნებისმიერმა ცვლილებამ შესაძლოა ხარჯები იმაზე მეტად გაგიზარდოთ, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ფასისა და ხარისხის ოპტიმალური ბალანსის მისაღებად, ,,ლეგი’’ გირჩევთ:
როგორ უნდა შეარჩიოთ ბაზარზე არსებული უამრავი დამგები კომპანიიდან ერთი, რომელიც იქნება პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული? – ეს საკმაოდ რთულად და ფრთხილად მისაღები გადაწყვეტილებაა, მით უფრო მაშინ, როცა მსგავსი ტიპის სამშენებლო სამუშაოებისთვის არცთუ მცირე თანხის გაღება გიწევთ.
თუმცა, ვეცდებით ეს რთული დავალება შეგიმსუბუქოთ და კომპანიებთან თანამშრომლობის საკმარისი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ,,ლეგის’’ გამოკვეთილი პარტნიორები გაგაცნოთ.
ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი კომპანია ,,ლეგიონია’’, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა და კერძო შეკვეთებთან ერთად, ნებისმიერი სირთულის მუნიციპალურ პროექტებსაც ასრულებს.
როგორც წესი, ყველა ის დამგები კომპანია, რომელიც ,,ლეგისთან’’ თანამშრომლობს 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, მაღალკვალიფიციური ხელოსნების მეშვეობით, ხელით ასრულებს. ხოლო, როცა ფართობი 1000 კვადრატულ მეტრს სცდება, ასეთი მასშტაბის პროექტებისთვის ,,ლეგი’’ გირჩევთ ისეთ კომპანიას, რომელიც აღჭურვილია გერმანული წარმოების მოწინავე ფილის დამგები მანქანით, ამ შემთხვევაში ასეთია – ,,ჯორჯიან სტოუნი’’. ამ ევროპული სტანდარტების შესაბამის დანადგარს 2000 კვადრატული მეტრის ფართობის მოპირკეთება ერთ დღეში შეუძლია.
ინფორმაციისთვის გეტყვით იმასაც, რომ ,,ჯორჯიან სტოუნი’’ არსებობის 14 წელს ითვლის და ამ დრომდე საკმაოდ წარმატებით პოზიციონირდება სამშენებლო სფეროში. სხვადასხვა დროს მათ ,,ლეგისთან’’ ერთად განახორციელეს ისეთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული პროექტები, როგორიცაა: ფოთისა და ბათუმის პორტები, ნატახტარის ლოჯისტიკური ჰაბი, სადახლო-ბაგრატშენის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და მრავალი სხვა.
გადაწყვეტილების მიღებამდე, უმჯობესია გაეცნოთ თითოეული კომპანიის მუშაობის სტილსა და მიდგომას, რადგან ისინი სწორედ ამის შესაბამისად, თავად აწესებენ ფასებს. ამის გამო, ხშირად ძნელია დაასახელო ზუსტი თანხა, რომელიც მსგავსი ტიპის სამუშაოებისთვის უნივერსალური იქნება.
სამშენებლო პროცესში თქვენი ჩართულობის მნიშვნელობა
დამგებ ჯგუფთან თანამშრომლობისას კარგი იქნება, თუ ბოლომდე ჩაერთვებით პროცესში და გააკონტროლებთ, რომ სამუშაოები წესების დაცვითა და ოპერატიულად მიმდინარეობდეს – ამით კომპანიაც მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობს და თქვენც უფრო მშვიდად იქნებით, როცა გეცოდინებათ, რომ ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
გახსოვდეთ, რომ ეზოს ფილებით მოპირკეთება სამშენებლო სამუშაოების სულ ბოლო ეტაპია, რომელიც იწყება მაშინ, როცა სახლის ინტერიერშიც და ექსტერიერშიც ყველანაირი სარემონტო პროცესი დასრულებულია.