ტექნოლოგია Color Mix

ტექნოლოგია Color Mix

ლეგის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა უახლესი გერმანული მანქანა დანადგარების ფლობაა, რომელიც გვიქმნის შესაძლებლობას შევქმნათ თანამედროვე და მრავალფეროვანი პროდუქცია. უახლესი ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ახალი პროდუქტი Color Mix.
Color Mix ეს არის ტექნოლოგია, როდესაც ხდება ორი და მეტი ფერის ნარევით ფილის ზედაპირის შექმნა.
საქართველოში (Color Mix) ტექნოლოგიით წარმოება ჩვენ პირველებმა დავიწყეთ. ამ ფილის ზედაპირი სხვა ფერადი ფილებისგან განსხვავებით მზადდება სხვადასხვა ფერების ნარევით, რაც ფილას ბუნებრივ იერს სძენს. ასევე ეს ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლის სასურველი ფერების მიქსით შევქმნათ ფილის ზედაპირი. სწორედ ამ ტექნოლოგიის დახმარებით იქმნება სხვადასხვა ფერთა ბუნებრივი ნაზავი.

ქოლორ მიქსი აერთიანებს რამდენიმე ფერს ერთ ზედაპირზე. ამ საფარის მთავარი მახასიათებელია მისი უნიკალურობა, რადგან ფერების განაწილება თითოეული მოსაპირკეთებელი ელემენტის ზედაპირზე არის უნიკალური, რაც ფერების მიქსს აახლოებს ბუნებას, სადაც არ არის ორი მსგავსი ობიექტი.
დაგების ინსტრუქია: color mix – ის სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვვებულია დაგების წესიც. დიზაინის აწყობისას, რეკომენდებულია დაგება მოხდეს სხვადსხვა შეკვრიდან (პადონიდან) ფილების ერთმანეთში არევის მეშვეობით, რათა შესაძლებელი გახდეს ფერების ბუნებრივი ნარევის მიღება. ამ რეკომენდაციების გათვალისწინება მოგცემთ ფერების ჰარმონიულ ბალანსს ბუნებასთან.

ლეგის ფილის წარმოება ორმაგი ვიბროდაწნეხვის მეთოდით ხდება. მსგავსი წარმოება ფილას საუკეთესო ტექნოლოგიურ მაჩვენებლებს სძენს, კერძოდ კი; ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა , დიდი დატვირთვის გამძლეობა, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ყინვამედეგი ასევე წყალშთანთქვის მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნის შესაბამისობა.

ვიბროდაწნეხილი ფილა იდეალურია ჩვენი კლიმატური პირობებისთვის, უძლებს სიცხესა და დაბალ ტემპერატურას. ასევე პროდუქცია გამოსადეგია მაღაზიების, სავაჭრო ცენტრებისა და სუპერმარკეტების ტერიტორიის კეთილმოსაწყობად, რადგან საპროდუქტო ეტლის გორგოლაჭებით, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით თუ ველოსიპედით ერთნაირად მარტივი და კომფორტულია გადაადგილება. ჩვენი პროდუქცია იდეალურია ინდუსტრიული ობიექტებისთვისაც, რადგან ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა აქვს და ასევე შესაძლებელია მიწისქვეშა კომუნიკაციის შეცვლის შემთხვევაში ფილა ავიღოთ გამოვცვალოთ მიწისქვეშა გაყვანილობა და ისევ ეს ფილა დავაგოთ ისე, რომ პროდუქცია არ დაზიანდება, რაც საკმაოდ დიდ ფინანსურ დანაზოგს გვიკეთებს.

ტექნოლოგია color mix  ირჩევენ:

უნივერსალურობის, ბუნებრიობის და ორიგინალური დიზაინის შექმნის გამო. სწორედ ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ეს ახალი ტექნოლოგია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს ევროპაში. დღეს უკვე ზემოთ ხსენებული მახასიათებლების გამო ქოლორ მიქს ტექნოლოგიას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პირველი ადგილი უკავია საუკეთესო ბუნებრივი ფერთა პალიტრის გამო.

სხვადასხვა ფერთა გამის ფილა, ლანდშაფტის დიზაინერებს აძლევს შესაძლებლობას ფანტაზია აქციონ რეალობად და შექმნან სასურველი ექსტერიერი ისეთ ობიექტებზე, როგორებიცა: კერძო სახლები; აგარაკები; პარკები; სავაჭრო ცენტრის ტერიტორია; ქალაქის ქუჩები და ტროტუარები.