ტრენდული მოსაპირკეთებელი ფილები და მათი გამოყენება დიზაინში

სარჩევი

სახლის ან ნებისმიერი სივრცის ექსტერიერის დიზაინზე მუშაობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ეზოს ფილების სწორად შერჩევაა.  იმან, თუ რამდენად ჰარმონიულად ერწყმის ეს ორი ელემენტი ერთმანეთს შეიძლება გადაწყვიტოს მთელი სივრცის ესთეტიკური ღირებულება და მისი  ფუნქციური დანიშნულება. 

ბოლო რამდენიმე წელია, რაც მოსაპირკეთებელი ფილების განსხვავებული დიზაინი მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ეს მრავალფეროვნება კი თავისი ფორმატის, ზომის, ფერისა და ტექსტურის მიხედვით სივრცის სხვადასხვა ტრანსფორმაციის საშუალებას იძლევა. 

დღესდღეობით თანამედროვე ტენდენციები აერთიანებს როგორც სტანდარტულ, ისე ინოვაციურ გადაწყვეტებს, რაც დიზაინერებსა და კერძო საკუთრების მფლობელებს უნიკალური გარემოს შესაქმნელად კარს ფართოდ უხსნის.  თუმცა, ასეთ დროს არჩევანის გაკეთება მარტივი არ არის, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ფილები არა მხოლოდ ესთეტიკურად ერწყმოდეს სივრცეს, არამედ გამძლეობით, პრაქტიკულობითა და ფუნქციურობითაც გამოირჩეოდეს. ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიის,  „ლეგის’’ კატალოგი კი შესაძლებლობას იძლევა, ექსტერიერისთვის იდეალური ვარიანტი ბევრი ფიქრის გარეშე შეარჩიოთ. 

დეკორატიული მოსაპირკეთებელი ფილები – არჩევანის მრავალფეროვნება

იმ მრავალმხრივი კომბინაციიდან, რომელსაც ,,ლეგი’’ მომხმარებელს სთავაზობს, მარტივია შექმნა დიზაინი, რომელიც ხაზს ინდივიდუალიზმსა და ექსკლუზიურობას გაუსვამს. მსგავს ფართო ასორტიმენტში ფილები ეზოსთვის ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მოიძებნება – არ აქვს მნიშვნელობა, კლასიკური სტილია გადამწყვეტი თუ თანამედროვე. ფერების, ფორმატისა და დიზაინის გემოვნებით შეხამება სასურველ შედეგს თითქმის ყველა შემთხვევაში იძლევა. 

ასეთი მრავალფეროვნების მეშვეობით ხშირად იქმნება ისეთი სივრცეებიც, რომლებიც სრულად ერწყმის როგორც ბუნებრივ გარემოს, ისე კონკრეტული კერძო საკუთრების არქიტექტურულ სტილს. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ ექსტერიერს, რომელიც თანაბრად გამორჩეულია როგორც ვიზუალური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

დღესდღეობით ლეგიში ბეტონისგან დამზადებული დეკორატიული მოსაპირკეთებელი ფილების ათეულობით ვარიანტია წარმოდგენილი- თავისი ინდივიდუალური სახელწოდებებით, აღწერითა და სპეციფიკური დანიშნულებით.

დახმარება გჭირდება? დაგვიკავშირდი და გაიარე უფასო კონსულტაცია ჩვენს გაყიდვების მენეჯერთან

ბეტონის ფილები – ესთეტიკურობისა და პრაქტიკულობის სინთეზი

ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია ბეტონის ფილები, რომელთა ზოგიერთი ტიპიც ტექსტურით ბუნებრივ ქვასთან ყველაზე მიახლოებული, თუმცა, მათთან შედარებით უფრო გამძლე, ბიუჯეტური და ბევრად მარტივი მოსავლელია. მათი განსხვავებული ფორმატი, ზომა და სისქე კი საშუალებას იძლევა სივრცე სხვადასხვა ფუნქციურ ნაწილად დაიყოს და ყიდვის პროცესში ფილები ეზოსთვის შემდეგი კონკრეტული მახასიათებლებით შეირჩეს:

საფეხმავლო ბილიკი (წინა ეზო)- ფეხით გადასაადგილებელ ზონებში ოპტიმალურია 4-სანტიმეტრიანი სისქის ფილების დაგება. დიზაინის კუთხით აქ ყველაზე დიდი პოპულარულობით გამოირჩევა ბეტონის ისეთი ფილები, როგორიცაა  ,,აგური’’ და ,,მიქსი’’ – მათი სხვადასხვა ზომის კომბინაციით მრავალფეროვანი ვიზუალის მიღებაა შესაძლებელი. 

ავტოფარეხისა და პარკინგის ზონა – ეს ტერიტორია შედარებით მძიმე დატვირთვაზეა გათვლილი, ამიტომაც ასეთი შემთხვევებისთვის უფრო სქელ, 6-8 სანტიმეტრიან ფილებს ირჩევენ.  თავის მხრივ ეს ტერიტორიაც სხვადასხვა ნაწილად შეიძლება დაიყოს და თითოეულს კონკრეტული დიზაინის ფილა მიესადაგოს. მაგალითად ავტოფარეხამდე მისასვლელად რეკომენდებულია ფილა ,,ჰარმონია’’,  უშუალოდ პარკინგისთვის – რუხი „აგური’’, ავტოფარეხის წინ კი ხშირად აგებენ ,,ლეგ-ისი ქვაფენილს’’, რომლის პოპულარულობაც მისი გამორჩეული მახასიათებლებით არის განპირობებული. 

აუზის მიმდებარე ტერიტორია და დასასვენებელი სივრცე-  იქ, სადაც ზედაპირის სტრუქტურული მთლიანობა და სისწორე გადამწყვეტი ფაქტორია, წელს განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ფილები სახელწოდებით  ,,მოდერნი’’, ,,ახალი ქალაქი’’ და ,,ნანო მიქსი’’.

ფერთა ყველაზე მოთხოვნადი პალიტრა

გამოკვეთილ ტენდენციებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წელს განსაკუთრებით აქტუალურია  ე.წ. ,,ქოლორ მიქს’’ ტექნოლოგიით (ორი ან მეტი პიგმენტის შერევით) დამზადებული ბეტონის ფილები, რომლებზეც არჩევანს ისინი აკეთებენ, ვისაც დიზაინში სითამამის, განსხვავებულობისა და ინდივიდუალიზმის შეტანა სურს.

,,ქარვა’’,  ,,ობსიდიანი’’ და ,,კაპუჩინო’’ – სწორედ ,,ქოლორ მიქს’’ ტექნოლოგიის შედეგად მიღებული იმ ფერების სახელწოდებებია, რომლებიც 2025 წელს ყველაზე მოთხოვნადია.   „ქარვა’’ თბილი ტონალობებით ხასიათდება და როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესანიშნავი გამოსავალია მაშინ, როცა მყუდრო და კომფორტული ატმოსფეროს შექმნაა საჭირო. „ობსიდიანი’’ კლასიკური და ელეგანტური სტილის  მოყვარულების ფავორიტი ფერია, ხოლო „კაპუჩინოს’’ ცოცხალ და დინამიკურ შტრიხებს, როგორც წესი, თანამედროვე გარემოს შესაქმნელად იყენებენ. ამბობენ, რომ ეს ფერები სივრცეს არამხოლოდ ვიზუალურად, არამედ ხშირად ემოციური კუთხითაც ამრავალფეროვნებს.

,,ლეგის’’ ფილები – ახალი სიტყვა ექსტერიერის დიზაინში

როდესაც საუბარია თანამედროვე ლანდშაფტურ დიზაინზე,  ეზოს მოწყობას უკვე აღარ უყურებენ როგორც მხოლოდ პრაქტიკულ საჭიროებას – დღეს ის სახლის საერთო არქიტექტურული კონცეფციის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამ მიდგომით ხელმძღვანელობს კომპანია „ლეგი’’, რომელიც მრავალფეროვან, ესთეტიკური ელეგანტურობით გამორჩეულ და მაღალი ხარისხის მასალებს ქმნის. 

კომპანიის ინოვაციურ ხედვას სრულად ასახავს ექსკლუზიური ,,ქოლორ მიქს’’ ტექნოლოგიაც, რომელსაც მხოლოდ ,,ლეგის’’ საწარმოში იყენებენ. ეს უნიკალური მეთოდი კი  მას კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ლეგის’’ მოსაპირკეთებელი ფილები ფუნქციურობასთან ერთად გარემოს ესთეტიკასაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რაც იდეალური საშუალებაა მათთვის, ვისაც უნდა, რომ საკუთარი ცხოვრების სტილი, ხასიათის შტრიხები და ინდივიდუალური გემოვნება გარე სივრცის ერთ კონკრეტულ დიზაინში გააერთიანოს.