სარჩევი
თანამედროვე მშენებლობისა და კეთილმოწყობის სფეროში ბორდიური ის ელემენტია, რომლის შერჩევასაც დაგეგმარების პროცესში ხშირად არასათანადო ყურადღებას უთმობენ. არადა, სწორედ მას შეუძლია განსაზღვროს ინფრასტრუქტურული პროექტის ძირითადი იერსახე და შესძინოს ნებისმიერ გარე სივრცეს როგორც ესთეტიკური, ისე პრაქტიკული დანიშნულება.
დღესდღეობით სტატისტიკა აჩვენებს, რომ არასწორად შერჩეული ბორდიურის გამო, მათ შესაცვლელად ან შესაკეთებლად, ყოველწლიურად მნიშვნელოვანი რესურსები იხარჯება – აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ შეძენამდე ძირითადი კრიტერიუმების სრულყოფილი ცოდნა, ამ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში განვიხილავთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომლებსაც ადამიანები ბორდიურის შერჩევისას უშვებენ და გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს იმისთვის, რომ მსგავსი უსიამოვნო გამოცდილება თავიდან აირიდოთ.
შეცდომა #1: არასწორი ზომის ბორდიური
ბეტონის ბორდიური სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა, თითოეული მათგანი კი საჭიროებისამებრ სპეციფიკური მიზნებისთვის გამოიყენება. შესაბამისად, შეძენის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბორდიურის ზომის სწორად შერჩევაა.
კომპანია ,,ლეგის’’ მიერ წარმოებული საგზაო ბორდიური სტანდარტული ზომებისაა – 1000×150×300მმ (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე), რაც იდეალური ვარიანტია ინტენსიური დატვირთვის პირობებისთვის. ასეთ მაღალ და მძლავრ ბორდიურს შეუძლია ეფექტურად გამიჯნოს სატრანსპორტო და საფეხმავლო ზონები, დაიცვას ტროტუარები ავტომობილების შეჭრისგან და შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს უსაფრთხოება. თუმცა, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ასეთი მასიური ბორდიური ვერ იქნება შესაფერისი ყველა ტიპის პროექტისთვის, განსაკუთრებით კი როცა საუბარია მცირე ზომის ბაღის, ეზოს ან პარკის არქიტექტურულ პროექტებზე.
მაგალითად, ტროტუარის ბორდიურისთვის კომპანია ,,ლეგი’’ მომხმარებელს ზომების კუთხით ორ ძირითად ვარიანტს სთავაზობს: 1000×100×200 მმ და 1000×80×200 მმ – ამ პარამეტრების მქონე ბორდიური არ არის ზედმეტად მასიური, რის გამოც მას ესთეტიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო მიმზიდველი იერი აქვს ურბანული ლანდშაფტის დიზაინში და ასევე საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ მკაფიოდ გამიჯნოს სხვადასხვა ტერიტორია.
რაც შეეხება დეკორატიულ ბორდიურს, კომპანია ,,ლეგი’’ აწარმოებს 500×80×200 მმ ზომის საბორტე ქვებს, რომლებიც ძირითადად ეზოს ბილიკების, ყვავილების ბაღებისა და გაზონების მოსაწყობად გამოიყენება. ასეთი ტიპის დეკორატიული ბორდიური შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა, საკმარისად მკვრივი და გამძლეა იმისთვის, რომ ფორმა და ფუნქცია მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ბორდიურის შეძენამდე კარგად გააანალიზოთ – რა მიზნით გჭირდებათ ის და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიოთ შესაბამისი ზომა და ტიპი კონკრეტული პროექტისთვის.

შეცდომა #2: ბორდიურის ფასის გამო ხარისხზე უარის თქმა
მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რასაც მომხმარებლები ხშირად უგულებელყოფენ, ბორდიურის ფასისა და ხარისხის თანაფარდობაა. ბევრი მყიდველი იაფფასიან პროდუქტს უმეტესად თანხის დაზოგვის მიზნით ყიდულობს, რაც ოპტიმალური გადაწყვეტილებისგან საკმაოდ შორსაა.
გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი ბეტონის ბორდიურის ფასი შეიძლება 20-30%-ით მეტი იყოს, ვიდრე მისი დაბალი ხარისხის ალტერნატივის, მაგრამ ეს სხვაობა ხშირად გაცილებით უკეთესი მდგრადობითაა გამართლებული. მაღალი ხარისხის ბორდიური უძლებს მკაცრ კლიმატურ პირობებს, არ სკდება ყინვის დროს და არ კარგავს ფერს მზის ინტენსიური სხივების ზემოქმედებით.
შესაბამისად, ბორდიურის ღირებულების შეფასებისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ ისეთი გადამწყვეტი ფაქტორები, როგორიცაა:
- ბეტონის სიმკვრივე და შემადგენლობა
- წარმოების სტანდარტები და სერტიფიკატები
- მწარმოებლის რეპუტაცია და გარანტია
- ბორდიურის გამძლეობა სხვადასხვა კლიმატურ პირობებში – ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში, სადაც ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება საკმაოდ ხშირია.
არ არის გამორიცხული, რომ ხარისხიან ბორდიურში შედარებით მეტის გადახდა, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ეკონომიური აღმოჩნდეს, რადგან ის გაცილებით დიდხანს გაძლებს და მისი ხშირი შეცვლის საჭიროებაც არ დადგება.
შეცდომა #3: გარემო პირობების იგნორირება დეკორატიული ბორდიურის შერჩევისას
დეკორატიული ბორდიური შესანიშნავი ელემენტია თქვენი ბაღის ან ეზოს გასალამაზებლად, მაგრამ მისი შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ადგილობრივი კლიმატური პირობები.
ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რომ ნებისმიერი სახეობის ბორდიურის გამძლეობა პირდაპირ კავშირშია მის შემადგენლობასთან და დამზადების ტექნოლოგიასთან. მაგალითად, ,,ლეგის’’ დეკორატიული ბორდიურები, ზომით 500×80×200 მმ – დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბეტონით, რაც იდეალური გამოსავალია საქართველოს ცვალებადი კლიმატის პირობებში.
თავისუფლად შეიძლება ითქვას ისიც, რომ ,,ლეგის’’ ბორდიურები ოპტიმალური არჩევანია მთაშიც და ბარშიც, რადგან ის იდეალურად უმკლავდება როგორც ზამთრის ყინვას, ისე ცხელი ზაფხულის შედარებით მაღალ ტემპერატურას – და რაც ყველაზე მთავარია, არ უფერულდება მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებით.
შეცდომა #4: მონტაჟის ტექნიკის უგულებელყოფა
ინტერნეტ სივრცესა თუ რეალურ ცხოვრებაში ხშირად შეხვდებით მსგავსი ტიპის განცხადებებს: ,,ბარდიულის’’ მონტაჟი’’; ,,დაგიმონტაჟებთ ბორდიურს სწრაფად და ხარისხიანად’’ – თუმცა, როცა საქმე უკვე საბოლოო ინსტალაციას ეხება, აქ პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება – რადგან არანაკლებ მნიშვნელოვანია დიდი ფიქრის შედეგად შერჩეული ბორდიური სწორად დამონტაჟდეს.
ეჭვგარეშეა, რომ მაღალი ხარისხის ნებისმიერი პროდუქტი არასწორი ინსტალაციის შემთხვევაში, მალევე კარგავს ფუნქციურობასა და ესთეტიკურ ღირებულებას. ამიტომ, იდეალური შედეგისთვის რეკომენდებულია წინასწარ შემუშავდეს დეტალური გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება როგორც ბორდიურის ტიპი და ფორმა, ასევე მონტაჟის კონკრეტული მეთოდი ამა თუ იმ არქიტექტურული პროექტისთვის.
ამ პროცესში არანაკლებ გადამწყვეტია პროფესიონალების ჩართულობა, რადგან სწორედ მათ აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება საიმისოდ, რომ გაითვალისწინონ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი – დაწყებული გარემო პირობებით, დამთავრებული გრძელვადიანი ექსპლუატაციის სპეციფიკით.
ხშირად მომხმარებლები ცდილობენ დაზოგონ თანხები და საკუთარ თავზე აიღონ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის სისრულეში მოყვანა – რაც უმეტეს შემთხვევაში არასასურველ შედეგს იძლევა, რადგან ნებისმიერი ლანდშაფტური დიზაინის პროექტის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ სწორად შერჩეულ მასალაზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად კვალიფიციურად შესრულდა საინსტალაციო სამუშაოები.
შეცდომა #5: ბორდიურის არასათანადო მოვლა
სწორად შერჩევისა და დამონტაჟების შემდეგ, ჯერი მოვლის სწორ მეთოდზე დგება – ეს არის ის პროცესი, რაც პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს. ნებისმიერი ტიპის ბეტონის ბორდიური, მიუხედავად მისი გამძლეობისა, მაინც საჭიროებს გარკვეულ მოვლას, იმისთვის, რომ ფუნქციური და ესთეტიკური მახასიათებლები დიდხანს შეინარჩუნოს.
გაითვალისწინეთ, რომ მტვრის, ფოთლებისა და სხვა ნარჩენების დაგროვება დროთა განმავლობაში ბორდიურის ზედაპირს აზიანებს – ეს განსაკუთრებით ეხება საგზაო და ტროტუარის ბორდიურებს, რომლებიც მუდმივად გარემოს ზემოქმედების ქვეშ არიან.
ხშირად პატარა ბზარები და ნაპრალები, რომლებიც უმეტესობას შეუმჩნეველი ეჩვენება, დროთა განმავლობაში სერიოზული პრობლემების საფუძველი ხდება. ამიტომ, ყველა შემთხვევაში აუცილებელია სეზონური მონიტორინგი, რათა ნებისმიერი დაზიანება დროულად აღმოაჩინოთ და აღმოფხვრათ.
რაც შეეხება დეკორატიულ ბორდიურს, აქ განსაკუთრებით პრიორიტეტულია ესთეტიკური მხარე – ამიტომაც უფრო დიდი ყურადღება სწორედ მისი გარეგნული სახის შენარჩუნებას უნდა დაეთმოს. ამისთვის რეგულარულად უნდა შეაფასოთ ბორდიურის მდგომარეობა, მით უფრო მაშინ, თუ ის მწვანე ნარგავების სიახლოვესაა დამონტაჟებული – ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მცენარეების ფესვებმა არ დააზიანოს ბორდიურის სტრუქტურა.
და ბოლოს, მოვლის სწორი სპეციფიკა ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, თავიდან აგაცილებთ დამატებით ხარჯებს, რომლებიც მათ შეცვლასთან ან რთულ სარემონტო სამუშაოებთან არის კავშირში. ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ სწორი მოვლა არის ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად ამართლებს.