სახლი იწყება ეზოდან

სად ვატარებთ ყველაზე მეტ დროს?

რა თქმა უნდა სახლში.

სწორედ ამიტომ სახლი უნდა იყოს ის ადგილი სადაც თავს ვიგრძნობთ კომფორტულად.

ჩვენს პირველ შთაბეჭდილებებს ყოველთვის ექსტერიერი ქმნის.  სწორედ ამიტომ, ჩვენი ეზო უნდა გვიქმნიდეს მყუდრო, ეკოლოგიურად  უსაფრთხო, თანამედროვე და ლამაზ გარემოს, რათა მოგვეცეს მოტივაცია მეტი დრო დავუთმოთ სეირნობას, სუფთა ჰაერზე. 

კოვიდ პანდემიამ ნათლად დაგვანახა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა ფეხით სიარული, ეს ყველაფერი კი კომფორტულ გარემოში ასმაგად სასიამოვნოა. ჩვენი გუნდი ყოველთის მზადაა შემოგთავაზოთ უახლესი, კომფორტული, ტრენდული და ეკოლოგიურად უსაფრთხო ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები.

ფილა “მოდერნი-ფერი ქარვა” არის თამამი თანამედროვე ადამიანების არჩევანი, რომლებსაც მოსწონთ დიზაინის ექსპერიმენტები და არ ეძებენ სტანდარტულ გადაწყვეტილებებს. 

ამ ულამაზესი კარ-მიდამოს მფლობელმა სწორედ წლის ყველაზე მოთხოვნად და ტრენდულ ფილაზე შეაჩერა არჩევანი!

სისქე სმრაოდენობა ფენაში მ²რაოდენობა შეკვრაში მ²წონა 1მ² კგშეკვრის წონა კგ
61.0214.41201728

მოდერნი-ფერი ქარვა, რომელსაც აქვს ფართო გამოყენების არეალი ლანდშაფტის დიზაინში, გახდა ექსტერიერის მოპირკეთებაში ფავორიტი და დაიმკვიდრა თავი, როგორც გარე საფარის შეუცვლელი ნაწილი. დიზაინერები ამ პროდუქტს ანიჭებენ უპირატესობას, ყველა სახის არქიტექტურასთან ადაპტირების, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადის, დეკორატიული გარეგნობის და ბუნებრიობის მაქსიმალური იმიტაციის გამო.