კატეგორიები

საგზაო საბორტე ქვა – ბორდიური

ზომები:

სიგრძე სიგანე სიმაღლე
1000 მმ 150 მმ 300 მმ

ფასები:

ფერი ფასი
რუხი 15.25 ლარი

*შეძენილი პროდუქტის რაოდენობის მიხედვით მოქმედებს 10%-მდე ფასდაკლება
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

აღწერა

სიტყვა ბორდიური ნიშნავს რომელიმე ადგილის, კუთხეს, კუთხის ქვას. აქვს სხვადასხვა დასახელება (საბორტე) (სასაზღვრე) (ბორდიული) და ა.შ. გამოიყენება გარემოს გაფორმებისთვის, მწვანე ტერიტორიებისა და გასეირნების ადგილებში სადაც დასადგენია საზღვრები, ისეთ ადგილებში რომლებშიც სასურველია ეგრეთწოდებული ბარიერის გაკეთება.

საგზაო ბორდიურს აქვს გაცილებით დიდი სისქე – 15 სმ, ანუ მას შეუძლია გაუძლოს უფრო დიდ დატვირთვას. ამიტომ, ჩვეულებრივ გამოიყენება გზების, ტროტუარების და სამრეწველო უბნების მოპირკეთებისას.

ბორდიური – ხარისხიანი საბორტე ქვა ,,ლეგისგან’’

ბორდიური (ხშირად არასწორად ფორმულირებული, როგორც ,,ბარდიული’’) საგზაო ინფრასტრუქტურისა და ლანდშაფტის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია – მისი მთავარი ფუნქცია ტროტუარებისა და გზის საფარის ზუსტად გამიჯვნა, ტერიტორიის სტრუქტურირება და სანიაღვრე სისტემების მხარდაჭერაა. იგი ასევე ფართოდ გამოიყენება:

  • ტროტუარების მოპირკეთებისა და გამოყოფისთვის
  • საგზაო ნაწილისა და ქალაქური ზონების გასამიჯნად
  • სანიაღვრე სისტემების ორგანიზებისთვის
  • პარკების, სკვერებისა და რეკრეაციული ზონების დიზაინში
  • კერძო ვილების, კოტეჯებისა და ბაღების კეთილმოწყობაში
  • საცხოვრებელი კომპლექსების გარე სივრცის მოწყობისთვის
  • კომერციული ობიექტების ტერიტორიის ფორმირებისთვის

,,ლეგის’’ ბორდიურის განსაკუთრებული უპირატესობები

ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობითა და უმაღლესი ხარისხით.  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ,,ლეგიში’’ დამზადებული ბორდიური შესანიშნავად უძლებს ნებისმიერ კლიმატურ პირობებს, ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს, ნიადაგის დეფორმაციასა და ინტენსიურ მექანიკურ დატვირთვებს. მათი გამორჩეული ესთეტიკური იერსახე და სხვადასხვა ფერის ვარიაცები კი პრაქტიკულად ნებისმიერ არქიტექტურულ პროექტს ჰარმონიულად ერწყმის.

პროდუქციის ფართო ასორტიმენტი

,,ლეგი’’ გთავაზობთ სამი ძირითადი ტიპის ბორდიურს, რომელიც ნებისმიერ საპროექტო მოთხოვნას აკმაყოფილებს:

  • საგზაო ბორდიური: 1000×150×300 მმ 
  • ტროტუარის ბორდიური: 1000×100×200 მმ და 1000×80×200 მმ 
  • დეკორატიული ბორდიური: 500×80×200 მმ

რატომ ,,ლეგი’’?

,,ლეგის’ ბორდიურიეს არის ნდობისა და ხარისხის სინონიმი ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვამზადებთ პროდუქციას ევროპული სტანდარტების მიხედვით და ვიყენებთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს. ყოველი ბორდიური გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს ჩვენსავე სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში, რაც პროდუქტის გრძელვადიანი და უპრობლემო ექსპლუატაციის მთავარი გარანტიაა. 

ბორდიურის ფასი და სწრაფი მიწოდება

ჩვენთან ბორდიურის ფასი კონკურენტულია და პირდაპირ შეესაბამება ხარისხს. თითოეულ მომხმარებელს ვთავაზობთ მოქნილ საფასო პოლიტიკას, სწრაფი და საიმედო მიწოდების სერვისი კი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. 

კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდითსწორი არჩევანის გაკეთებაში ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან.