Подстричь свой забор, фасад своего двора цветными блоками и радуйтесь жизни!


თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თანამედროვე ლანდშაფტისა და გარემოს დეკორატიული იდეებით — მაშინ ჩვენი ახალი პროდუქტი “საფასადე ბლოკი” სწორედ თქვენთვისაა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თანამედროვე ექსტერიერი და ზაფხულის ცხელი დღეები გაატაროთ კომფორტულად, ტრენდულ ეზოში.
ბევრი ამბობს რომ ბლოკი ბეტონით კეთდება და რაც არ უნდა იყოს ის ცუდად გამოიყურება მისი ცივი შეხედულობის გამო, მერწმუნეთ თქვენ ეს აზრი შეგეცვლებათ, მაშინ როცა ნახავთ რამოდენიმე მაგალითს სამშენებლო ბლოკით მოპირკეთებული ეზოების, გარდა ამისა ბლოკი არის გამძლე და აქვს გრძელვადიანი გამოყენების პერსპექტივა.

დავიწყოთ თავიდან !
არსებობს უამრავი სახის ბლოკი, სხვადასხვა ზომებით და სხვადასხვა მოდელის მქონე მაგალითად; ბეტონის ბლოკი, პემზის ბლოკი, პერლიტის ბლოკი, საფასადე ბლოკი და ა.შ.
პირველი ბლოკის წარმოება შეიქმნა ამერიკა-ში 1890-იან წლებში. 10 წლიანი ტესტირების შემდეგ, მისი პატენტი მიიღეს 1900-იანი წლების დასაწყისში. 1905 წელს დაახლოებით 1500 ზე მეტი კომპანია უკვე აწარმოებდა სამშენებლო ბლოკს.
Როგორც ზემოთხსენებულიდან ჩანს მსოფლიოს ბლოკის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლებთან ერთად დაგროვილმა ცოდნამ და პრაკტიკულმა გამოცდილებამ განაპირობა ბლოკისთვის ახალი დატვირთვის შეძენა რაც მისთვის დიზაინის ელემენტების დამატებით გამოიხატა.
Აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ წარმოებაში დავამატეთ “საფასადე ბლოკი” რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობას დიზაინში.
კრეატიულ პიროვნებას ბევრი შესაძლებლობა აქვს მოიფიქროს რამოდენიმე იდეა, როდესაც საქმე ეხება დიზაინს, სახლის და გარემოს მოწყობას. მას შეუძლია უბრალო საფასადე ბლოკი, რომელიც გონებააში უხეშ მატერიასთან ასოცირდება, აქციოს სასარგებლო ფუნქციურ ლამაზ დეტალად სახლისა და ეზოსთვის.

თქვენ მხოლოდ გვითხარით როგორი ღობე გნებავთ ეზოსთვის, ცალმხრივ დეკორატიული თუ ორმხრივ დეკორატიული, რუხი თუ ფერადი, წითელი, შავი, მწვანე, ყვითელი ან იქნებ გსურთ რამოდენიმე ფერის ნაზავი იყოს, ჩვენთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს . გარდა საფასადე ბლოკისა ჩვენ გთავაზობთ სრულ სერვისს სამშენებლო ბლოკის ასორტიმენტიდან დაწყებული, ექსტერიერის მოსაპირკეთებელი ფილებით – ბორდიურებით და საფასადე ბლოკებით დასრულებული. გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი რათა მარტივად შეძლოთ ააშენოთ და მოაპირკეთოთ საოცნებო სახლი და ეზო ისე რომ არ დაგჭირდეთ სხვადასხვა საწარმოებში და სავაჭრო მოლებში ძიება მასალისა.
ჰარმონიას ქმნის დეტალების ერთობლიობა , ჩვენთან კი სრული ჰარმონიაა.