სარჩევი
საქართველოს სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ბაზარზე დღესდღეობით საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, თუმცა იქ, სადაც საქმე ბეტონის ნაკეთობებისა და მათ შორის ეზოს ფილების წარმოებას ეხება, კომპანია ,,ლეგი’’ უკვე მრავალი წელია გამორჩეული ლიდერია.
,,ლეგის’’ ისტორია 2011 წლიდან იწყება, იმ დროიდან, როცა ქობულეთში პირველი საწარმო გაიხსნა და საქართველოში ბეტონის ნაკეთობების წარმოების ახალი სტანდარტები დამკვიდრდა. დღეს კი კომპანია გარდა იმისა, რომ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, ასევე აწესებს მაღალ თამასას, რომლამდეც კონკურენტები ფიზიკურად ვერ აღწევენ, რადგან ,,ლეგის’’ მთავარი უპირატესობა გამომდინარეობს არა მხოლოდ წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებიდან, არამედ იმ ფილოსოფიიდანაც, რომ ყოველი პროდუქტი უმაღლეს ხარისხობრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
აქედან გამომდინარე, როცა საუბარია ეზოს ფილების შერჩევაზე, ბაზარზე არსებული მრავალი ვარიანტიდან, დღეს მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ,,ლეგის’’ პროდუქციას – ეს გადაწყვეტილება კი, რა თქმა უნდა, კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარეობს, რომელთა შესახებაც ამ ბლოგში დეტალურად ვისაუბრებთ.
რა განასხვავებს ,,ლეგის’’ ეზოს ფილებს ბაზარზე არსებული ალტერნატივებისგან?
პირველი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ,,ლეგის’’ ეზოს ფილები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, რაც განპირობებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით:
წარმოების ინოვაციური ტექნოლოგია
,,ლეგის’’ საწარმო, აღჭურვილი უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით, წარმოადგენს ინოვაციისა და ხარისხის ეტალონს ქართულ ბაზარზე. განსხვავებით კონკურენტი კომპანიებისგან, რომლებიც ხშირად იყენებენ მოძველებულ ტექნოლოგიებს ან დაბალი ხარისხის ნედლეულს, ,,ლეგი’’ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წარმოების ყველა ეტაპს. აქ დამონტაჟებულია უახლესი გერმანული დანადგარები, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქციის გეომეტრიული ზომების იდეალურ სიზუსტესა და ფერების თანაბარ განაწილებას.
მსგავსი თანამედროვე მიდგომა კომპანიას საშუალებას აძლევს, შექმნას ეზოს ფილები, რომლებიც გამოირჩევა არა მხოლოდ გარეგნული სილამაზით, არამედ მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებლებით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ მკაცრად კონტროლდება წარმოების პროცესიც. პროდუქციის დამზადებამდე ლეგის სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში სრულფასოვნად მოწმდება ნედლეულის ხარისხი და იტესტება მიღებული პროდუქტი. ხარისხის კონტროლის ასეთი მრავალეტაპიანი სისტემა საბოლოო ჯამში ზრუნავს იმაზე, რომ ბაზარზე მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია მოხვდეს.
უფრო მეტიც, კომპანია მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და არსებულის მოდერნიზაციის კუთხით. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია და მუდმივად შევთავაზოთ მომხმარებელს ინოვაციური და მაღალხარისხიანი პროდუქცია – დეკორატიული ეზოს ფილების სახით.

ეკოლოგიური უსაფრთხოება და გამძლეობა
,,ლეგის’’ პროდუქციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი ეკოლოგიური უსაფრთხოებაა. პროდუქტი აკმაყოფილებს ყინვამედეგობის, წყალშთანთქვის, მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნებს, რაც საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოოდ სწორედ ეს მახასიათებლები უზრუნველყოფს იმას, რომ დეკორატიული ეზოს ფილების იერსახე ესთეტიკურად მუდმივად მიმზიდველი იყოს.
დიზაინისა და სტილის მრავალფეროვნება
იმის გამო, რომ დეკორატიული მოსაპირკეთებელი ფილები ეზოს დიზაინის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევა, ამ მხრივ ფერთა პალიტრისა და სტილის მრავალფეროვნებას ხშირად საკმაოდ დიდი როლი ეკისრება. ე.წ. ,,ქოლორ მიქს’’ ტექნოლოგიის წყალობით კი, ,,ლეგი’’ მომხმარებელს სთავაზობს დეკორატიული ეზოს ფილების ფერთა ფართო არჩევანს, რომელთა სხვადასხვა კომბინაციითაც მომხმარებლები ხშირად ქმნიან სახლისა და ეზოს არქიტექტურული კონცეფციის შესაბამის უნიკალურ დიზაინს.
,,ლეგის’’ პროდუქციის მორიგი მნიშვნელოვანი უპირატესობა ეზოს ფილების ფორმებისა და ზომების მრავალფეროვნებაა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის, ტექსტურისა და ზომის ფილებს, რაც საშუალებას იძლევა, შეიქმნას ინდივიდუალური და გამორჩეული ვიზუალი ნებისმიერი სტილისა და ზომის ეზოსთვის.
ინდივიდუალური მიდგომა
,,ლეგი’’ ორიენტირებულია თითოეული მომხმარებლის ინტერესებზე და აქედან გამომდინარე, მათ ყოველთვის ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს. კომპანიის სპეციალისტები დაგეხმარებიან შეარჩიოთ თქვენი ეზოს სტილისა და ფუნქციური დანიშნულების შესაბამისი დეკორატიული ეზოს ფილები, რაც სასურველი შედეგის მთავარი გარანტი იქნება.
მომხმარებლის კმაყოფილება
პროდუქციის ხარისხზე ყველაზე ბევრს ამბობს ის ასობით პროექტი, სადაც სწორედ ,,ლეგის’’ ფილებია გამოყენებული. დღეს ჩვენი პორტფოლიო მოიცავს ისეთ პრესტიჟულ ობიექტებს, როგორიცაა ბათუმის ბულვარი, ბოტანიკური ბაღი, ფოთისა და ბათუმის ტერმინალები და სხვ. ამ პროექტების წარმატებით განხორციელება და, რაც მთავარია, წლების შემდეგ შენარჩუნებული მათი იდეალური მდგომარეობა, ხაზს უსვამს ,,ლეგის’’ პროდუქციის უმაღლეს ხარისხს – რის გამოც მომხმარებელთა კმაყოფილება ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება.
გამჭვირვალე კომუნიკაცია და სერვისი
განსხვავებით სხვა მწარმოებლებისგან, რომლებიც ხშირად მალავენ ინფორმაციას პროდუქციის რეალური მახასიათებლების შესახებ, ,,ლეგი” გამოირჩევა გამჭვირვალე ბიზნეს-პროცესებითა და ეფექტური კომუნიკაციით. პროფესიონალებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო გუნდი ყოველთვის მზადაა მომხმარებელს დეტალურად გააცნოს პროდუქციის მახასიათებლები, წარმოების პროცესი და ხარისხის კონტროლის მეთოდები. აქ თითოეულ დაინტერესებულ პირს უწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას და აძლევენ რჩევებს პროექტის სპეციფიკის, მასშტაბისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. სწორედ ეფექტური კომუნიკაცია, მაღალი ხარისხის სერვისი და პროდუქციის უმაღლესი სტანდარტები განაპირობებს იმას, რომ ,,ლეგი’’ უკვე წლებია ქართული ბაზრის ლიდერია.
გარდა ამისა, ,,ლეგის’’ სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქციის წარმოებით. კომპანია გთავაზობთ კონტრაქტორი კომპანიებისგან სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას, დაწყებული დაგეგმარების ეტაპიდან, დამთავრებული მონტაჟის შემდგომი რეკომენდაციებით. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია დეკორატიული ეზოს ფილების მოვლისა და შენახვის საკითხებზე, რაც პროდუქციის სიცოცხლისუნარიანობის გახანგძრლივების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი და სოციალური მედიის არხები, რომლებიც ინფორმაციის გაცვლის ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს. აქ მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, მიიღოს ტექნიკური ინფორმაცია და კონსულტაცია, ასევე დაათვალიეროს უკვე განხორციელებული პროექტების კატალოგი და ისარგებლოს საიტზე დამატებული ვიზუალიზაციის ფუნქციით, რომლითაც ვირტუალურად შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორი იქნება თქვენი სივრცე მოპირკეთების შემდეგ.
ხანგრძლივი გამოცდილება
,,ლეგის’’ მრავალწლიანი ისტორია არის თანმიმდევრული განვითარებისა პროცესი, რომლის განმავლობაშიც კომპანიამ მრავალი ეტაპი გაიარა და არაერთი გამოწვევა გადალახა: დაწყებული ქობულეთის პირველი საწარმოს გახსნით, დამთავრებული თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიური კომპლექსის აშენებით. ამ პერიოდში ცნობადობის მასშტაბი იზრდებოდა ეტაპობრივად, რასაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მოპირკეთებული ობიექტების ხარისხი, გამძლეობა და პროდუქციის მრავალფეროვნება.
საგულისხმოა, რომ ეს მრავალწლიანი გამოცდილება დღეს აისახება არა მხოლოდ უმაღლესი სტანდარტის მქონე პროდუქციის, არამედ იმ სპეციფიკური ცოდნის კუთხითაც, რომელსაც ,,ლეგის’’ გუნდი ფლობს და რომელიც ეხმარება მათ, რომ წინასწარ განსაზღვრონ პოტენციური გამოწვევები სხვადასხვა ტიპის პროექტში და ასევე შესთავაზონ მომხმარებელს ოპტიმალური გადაწყვეტილებები.
და მაინც – რატომ ,,ლეგი’’?
რომ შევაჯამოთ, ეზოს ფილების შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან ხშირად სწორედ ის განსაზღვრავს ექსტერიერის ძირითად იერსახეს – ამიტომაც, არჩევანის შეჩერება პროფესიონალთა გუნდზე, ხშირად ყველაზე ოპტიმალური და საკვანძო მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა. ამ მხრივ კი უკონკურენტოა კომპანია ,,ლეგი’’, რომელსაც კონკურენტებისგან გამოარჩევს:
- უმაღლესი ხარისხი და ინოვაციური ტექნოლოგიები – უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო უზრუნველყოფს პროდუქციის გამორჩეულ ხარისხს.
- გამძლეობა და მდგრადობა – ,,ლეგის’’ ფილები აკმაყოფილებს ყინვამედეგობის, წყალშთანთქვის და ცვეთადობის მოთხოვნებს.
- დიზაინის მრავალფეროვნება – უნიკალური ,,ქოლორ მიქს’’ ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შეიქმნას მრავალფეროვანი და ესთეტიკურად მიმზიდველი დეკორატიული ეზოს ფილები.
- ეკოლოგიური უსაფრთხოება – ,,ლეგის’’ პროდუქცია ეკოლოგიურად უსაფრთხოა და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
- რეპუტაცია და სანდოობა – ,,ლეგის”ფილებით მოპირკეთებულია მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოში.
- ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალური კონსულტაცია – კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესებზე და სთავაზობს მათ პროფესიონალურ რჩევებს ნებისმიერი პროექტისთვის.
აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ,,ლეგის” ეზოს ფილები იდეალური არჩევანია მათთვის, ვისთვისაც ხარისხი, გამძლეობა და ესთეტიკა უმთავრესი პრიორიტეტებია.