რას მივაქციოთ ყურადღება ბორდიურის შეძენის დროს?

სარჩევი

ლანდშაფტური და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ელემენტი ბეტონის ბორდიურია, რომლის სწორად შერჩევის შემთხვევაშიც,  პროექტის გრძელვადიანი მდგრადობა, ფუნქციურობა და ვიზუალური მიმზიდველობა ფაქტობრივად გარანტირებულია. 

დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან ხშირად სასურველს მხოლოდ ღირებულების მიხედვით არჩევენ, თუმცა, ფასის გარდა, ეს პროცესი სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებასაც მოითხოვს, როგორიცაა: სიმტკიცე,  ყინვაგამძლეობა, ზომები, ტრანსპორტირების ხარჯები, მწარმოებლის რეპუტაცია და ა.შ. 

სიმტკიცის მაღალი კლასი = ხანგრძლივი ექსპლუატაცია

ბეტონის ბორდიურის შეძენისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ სიმტკიცესა და გამძლეობას, რადგან მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას სხვა დანარჩენ მახასიათებლებთან ერთად, ეს ფაქტორიც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს.  ,,ლეგიში’’ სიმტკიცის კლასი კი განისაზღვრება B ინდექსით, მაგალითად B25, B30 და ა.შ. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მტკიცეა ბორდიური.

საგზაო ბორდიურისთვის რეკომენდებულია მინიმუმ B30 კლასის სიმტკიცე, რადგან მან დიდ დატვირთვას უნდა გაუძლოს.  თუმცა, ტროტუარისა და დეკორატიული ბორდიურისთვის საკმარისია B25 კლასი. არ დაგავიწყდეთ, რომ შეძენისას, აუცილებლად მოითხოვოთ ხარისხის სერტიფიკატი, სადაც მითითებული იქნება ბეტონის სიმტკიცის კლასი. ინფორმაციისთვის, გეტყვით იმასაც, რომ ,,ლეგიში’’ ბორდიურის სიმტკიცე EN-1340 სტანდარტის მიხედვით მოწმდება. 

ყინვაგამძლეობა და წყალმედეგობა

სიმტკიცის გარდა, ბორდიურის შეძენისას ერთ-ერთი ყველაზე გასათვალისწინებელი ფაქტორი – ყინვაგამძლეობა და წყალმედეგობაა, მით უფრო საქართველოს კლიმატურ პირობებში, სადაც ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება საკმაოდ ხშირია.  

ზოგადად,  ,,ლეგიში’’ ყინვაგამძლეობა შემდეგნაირად აღინიშნება: კლასი D, მარკა -3. სტანდარტი 1338:2003/AC:2006/2018. სპეციალისტების თქმით, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ტემპერატურა პერიოდულად ნულს ქვემოთ ეცემა.  

ყინვაგამძლეობასთან პირდაპირ კავშირშია ბორდიურის წყალშთანთქმის კოეფიციენტი – რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ მით უფრო მდგრადია ბორდიური ტენისა და ყინვის ზემოქმედების მიმართ, რათა შთანთქმული წყალი ზამთარში ადვილად არ გაიყინოს, არ გაფართოვდეს და ამან საბოლოო ჯამში ბორდიური არ დააზიანოს.

დეკორატიული ბორდიური
ბორდიურის ფასი

შეარჩიე სწორად – ზომა, ფერი და დანიშნულება

ბეტონის ბორდიურის შეძენისას, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი სწორად შერჩეული ზომა თქვენი პროექტის კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. 

მაგალითად, კომპანია ,,ლეგის’’ წარმოებული საგზაო ბორდიური  სტანდარტული ზომებისაა – 1000×150×300 მმ (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე), რაც იდეალური გამოსავალია ინტენსიური დატვირთვის პირობებისთვის. ტროტუარის ბორდიურისთვის ,,ლეგი” გთავაზობთ ორ ძირითად ვარიანტს: 1000×100×200 მმ და 1000×80×200 მმ, რომელიც საუკეთესოა ფეხით მოსიარულეთა ზონების გასამიჯნად. რაც შეეხება დეკორატიულ ბორდიურს, კომპანია აწარმოებს 500×80×200 მმ ზომის საბორტე ქვებს, რომლებიც შესანიშნავად ერგება ლანდშაფტის დიზაინის სხვადასხვა კონცეფციას და გამოიყენება როგორც ეზოს ბილიკების, ისე ყვავილების ბაღისა და გაზონების მოსაწყობად.

ასევე მნიშვნელოვანი ესთეტიკური მახასიათებელია ბორდიურის ფერი,  განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია დეკორატიული ბორდიურის შესახებ. დღეს ბაზარზე არსებობს სხვადასხვა ფერის პარკის საბორტე ქვა (ნაცრისფერი, თეთრი, ყავისფერი, წითელი და სხვა),  ფერის არჩევისას კი აუცილებელია, გაითვალისწინოთ არა მხოლოდ თქვენი პირადი გემოვნება, არამედ ისიც, თუ როგორ შეეხამება ის ექსტერიერს – შენობის ფასადს, ეზოს საფარს, ბაღის ელემენტებს და ა.შ.  

ბორდიურის ფასი და ხარჯთეფექტურობა

შეძენისას კიდევ ერთი საგულისხმო, თუმცა, არა გადამწყვეტი ფაქტორი ბორდიურის ფასია, რომელიც, როგორც წესი, დამოკიდებულია მის ტიპზე, ზომაზე, ხარისხსა და მწარმოებელზე.  ზოგადად, საგზაო უფრო ძვირია, ვიდრე დეკორატიული ბორდიური, რადგან ის უფრო მასიურია და დამზადებისას მეტ მასალასაც მოითხოვს. შერჩევის პროცესში კი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ თავდაპირველი ღირებულება, არამედ მისი ხარჯთეფექტურობაც გრძელვადიან პერსპექტივაში.  

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ბორდიურის ფასზე გავლენას ახდენს ტრანსპორტირების ხარჯებიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის დიდი მანძილიდან უნდა ჩამოვიდეს. ამიტომ, ეცადეთ, შეარჩიოთ ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქცია – ეს მიდგომა თანხას მნიშვნელოვნად დაგაზოგინებთ.

მწარმოებლის რეპუტაცია და გარანტია

ტექნიკური მახასიათებლების გარდა, ბეტონის ბორდიურის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მწარმოებლის რეპუტაციასა და მის მიერ შემოთავაზებულ გარანტიას. მოითხოვეთ ხარისხის სერტიფიკატი, რომელიც  დაადასტურებს, რომ პროდუქტი სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლიანი მწარმოებლები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან თავიანთი პროდუქციის ხარისხში, გარანტიებს აუცილებლად მოგცემენ – ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბეტონის ბორდიურის შემთხვევაში, რადგან ის გამოიყენება გარე სივრცეში და ექვემდებარება როგორც კლიმატურ, ისე სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებას.

გარდა ამისა, შეძენამდე სასურველია მოიძიოთ ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ – წაიკითხოთ მომხმარებელთა გამოხმაურებები, ნახოთ მათი პროდუქციის რეალური ფოტოები და გაეცნოთ მათ გამოცდილებას ბაზარზე. ასევე, კარგი იქნება თუ შეძენამდე საკუთარი თვალით ნახავთ  პროდუქტის ნიმუშს, რათა შეაფასოთ მისი ვიზუალური მხარე და ხარისხი.

როცა ყველა დეტალი მნიშვნელოვანია 

გახსოვდეთ, რომ ბორდიური (ზოგისთვის იგივე ,,ბარდიული’’) არის ის ელემენტი, რომელიც გავლენას ახდენს როგორც თქვენი ტერიტორიის ფუნქციონალურობაზე, ასევე მის ვიზუალურ მხარეზე. ამიტომ, მისი შერჩევის პროცესში, ნუ აჩქარდებით – გაანალიზეთ ყველა ის დეტალი, რაც ოპტიმალური შედეგის მისაღებად შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს. 

ტექნიკური მახასიათებლები, ესთეტიკური მხარე და მწარმოებლის სანდოობა – ეს სწორედ ის პარამეტრებია, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებამდე კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ეს ფაქტორები ახდენს გავლენას ბორდიურის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ის ამა თუ იმ არქიტექტურულ პროექტს. ,,ლეგი’’ კი სწორედ ის კომპანიაა, სადაც ასეთ დეტალებს ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ. 

„ლეგი’’ – ინოვაციური მიდგომა ბეტონის ინდუსტრიაში

საქართველოში ბეტონის ნაკეთობების ინდუსტრიის ფლაგმანი, აღჭურვილი ევროპული სტანდარტის საწარმოებით (ქობულეთსა და თბილისში), 2011 წლიდან ამზადებს ეკოლოგიურად უსაფრთხო, ყინვამედეგობის, წყალშთანთქვის, მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნების შესაბამის პროდუქციას. აქ  უნიკალური ე.წ. ,,ქოლორ მიქს’’ ტექნოლოგიითა და გერმანული წარმოების დანადგარებით მზადდება ისეთი ხარისხის ბორდიურები, რომლებსაც საქართველოს მასშტაბით წარმატებით იყენებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ობიექტზე, მათ შორის: ბათუმის ბულვარში, სასტუმროებს, პარკებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე და სხვ. 

აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ცნობადობა და სანდოობა სწორედ უმაღლეს დონეზე შესრულებული სამუშაოების – მათი ხარისხის, გამძლეობისა და პროდუქციის მრავალფეროვნების შედეგად მოიპოვა. მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა და გამჭვირვალე საქმიანობა კი ის ორი ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რის გამოც ,,ლეგი’’ საქართველოს ბაზარზე უკვე წლებია უკონკურენტო ლიდერია.

ბორდიური ფასი