რა არის ბორდიური (საბორტე) ქვა და სად გამოიყენება ის?

მოსაპირკეთებელი ფილები ტროტუარის დიზაინის მხოლოდ ნაწილია. იგი არასრული იქნებოდა საბორტე ქვის (ბორდიურის) გარეშე, რომელიც არის საზღვარი ტროტუარსა და გზის სავალი ნაწილის ან გაზონის/ყვავილებს შორის.
ბორდიური (საბორტე) ქვა.
რა არის ბორდიური და კონსტრუქციის რომელ ნაწილში გამოიყენება ის ?
სიტყვა ბორდიური ნიშნავს რომელიმე ადგილის, კუთხეს, კუთხის ქვას. აქვს სხვადასხვა დასახელება (საბორტე) (სასაზღვრე) (ბორდიული) და ა.შ. გამოიყენება გარემოს გაფორმებისთვის, მწვანე ტერიტორიებისა და გასეირნების ადგილებში სადაც დასადგენია საზღვრები, ისეთ ადგილებში რომლებშიც სასურველია ეგრეთწოდებული ბარიერის გაკეთება. ბორდიურის გამოყენება ექსტერიერში საკმაოდ მარტივი და პრაქტიკულია.
ბეტონის ვიბროდაწნეხილი ბორდიური .
ბორდიურის სახეობებიდან ერთ ერთი არის ბეტონის ვიბროდაწნეხილი ბორდიურები, არსებობს სხვადასხვა დიზაინის და ზომების. ბეტონის ბორდიურიები მათი ფერების ფართო არჩევანით ხშირად გამოიყენება ურბანული ლანდშაფტების დიზაინის პროექტებში, ფერადი პროდუქცია გვიქმნის შესაძლებლობას სასურველ ფერებში დავგეგმოთ ექსტერიერის დიზაინი, როგორც სამრეწველო ობიექტებზე ასევე კერძო დასახლებებშიც.
რა სახის ბორდიური გვაქვს?
გვაქვს საგზაო, ტროტუარის და პარკის დეკორატიული ბორდიური.

ბორდიურები ზღუდავს გზის, ტროტუარის, გაზონის მამოძრავებელ და ფეხით მოსიარულე ნაწილებს, ასევე ხელს უშლის გზის ზედაპირის ეროზიას და ხელს უწყობს მისი ექსპლუატაციის ვადის გაზრდას. საბორტე ქვა აქტიურად გამოიყენება ურბანული ლანდშაფტების დიზაინის პროგრმებში, ქალაქის გარემოზე ელეგანტური იერსახის დასამატებლად.

ასევე საბორტე ქვა (ბორდიური) შეგვიძლია გამოვიყენოთ:
ქალაქებში მდინარის პირას მოაჯირებად;
• შენობების ბაღის მოაჯირებად;
• ყვავილების ბაღის შემოღობისთვის;
• ტროტუარის კიდეებში;
• გზაჯვარედინებში;
• მცენარეების – ხის გარშემო;
• პარკი, ბაღის და ბინების ირგვლივ;
• კედლის კუთხეებში;
• სანაპირო ზოლში;
• სკოლების ექსტერიერში;
• გზის და ბილიკის კუთხეებში;
• გზის ზედაპირზე ნაწვიმარის (წყლის) ჭაბურღილებთან გადამტან ნაწილებად;
არსებობს სხვადასხვა დანიშნულებისა და დიზაინის ბორდიური , იგი იცვლება გამოსაყენებელი ადგილის, ფორმით, ზომითა და პარამეტრების მიხედვით.