ფილის დამგები მანქანა!

ფილის დამგები მანქანა!

Კომპანია ლეგი გთავაზობთ ექსტერიერის მოპირკეთებას ფილის დამგები მანქანით. 

მანქანით დღეში  1000 კვადრატის დაგებაა შესაძლებელი, რაც გარდა იმისა რომ გვიკეთებს ფინანსურ დანაზოგს, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას მოკლე დროში მოვაპირკეთოთ დიდი ტერიტორიები.

Აღნიშნული ტექნიკის გამოყენება ძალიან პრაქტიკულია დიდი ტერიტორიების მოსაწყობად.
Მომზადებულ ნიადაგზე დამგებ  მანქანას შეუძლია  არა მხოლოდ ფილის , არამედ ბორდიურის დაწყობაც. Მსგავსი ტექნიკის გამოყენების დროს, მინიმალისტური,  პროპორციების მქონე დიზაინის შექმნაც კი შესაძლებელია.
აღნიშნული მეთოდის გამოყენება ზოგავს როგორც ადამიანურ, ასევე დროისა და ფინანსების ძალიან დიდი რესურსს. თუ 1000 კვადრატულის დაგებას სჭირდება 2 კვირა და 5-8 ადამიანი, ამ შემთხვევაში საკმარისია ერთი დღე .
დამგები მანქანა გამოიყენება იმ ფილების დასაგებათ, რომელთა სისქეც მინიმუმ 6 სანტიმეტრია, რადგან პროდუქტმა უნდა გაუძლოს ტექნიკის წონას.
Კომპანია დამგებ მანქანას იყენებს 2011 წლიდან და ამ მეთოდით მოპირკეთებულია უამრავი დიდი ობიექტი, მათ შორის ; ფოთისა და ბათუმის ტერმინალი, ქობულეთის ბულვარი, სომხეთის  საბაჟო გამშვები პუნქტი და ა.შ.

 “დამგები Მანქანით” ექსტერიერის მოპირკეთების შეკვეთა მომხმარებელს შეუძლია 1000 კვადრატული მეტრიდან !