White Sails – მულტიფუნქციური კომპლექსი ლეგის ექსტერიერის ფილებით მოპირკეთდა!

White Sails – პრემიუმ კლასის  სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ზღვის პირველ ზოლში- ბათუმის ახალ ბულვარში მდებარეობს, რომელსაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, აჭარის მასშტაბით, ანალოგი არ ჰყავს .

სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ოთხი 18-სართულიანი, ერთი 22-სართულიანი, ერთი 20 სართულიანი და ერთი 16-სართულიანი შენობისგან.

White Sails 13 ,000 კვ.მ .რეკრეაციული ზონა მოპირკეთდა ლეგის ევროსტანდარტების შესაბამისი ფილებით ; კერძოდ 27 – მეტრიანი ღია საცურაო აუზის ირგვლივ 5000 მეტრ კვადრაზე გამოყენებულია 4 სმ სისქის ფერადი ფილები  „მიქსი „ და  აგური  , რომელიც  არის პრაქტიკული გამძლე და ეკოლოგიურად უსაფრთხო , იგი გათვლილია ქვეითად მოსიარულეთათვის.

ასევე White Sails – 600 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცე , მოპირკეთდა ჩვენი მძიმე დატვირთვისთვის განკუთვნილი ფილით ; კერძოდ 6000 კვადრატზე დაეგო 8 სმ სისქის ფილა „სინუსი“ .

ლეგის ფილა , ეკოლოგიურად უსაფრთხო , ყინვამედეგი ასევე წყალშთანთქვის მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნის შესაბამისია. მისი ექსპლუატაციის ვადა 30 წელზე მეტია , სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების გამო ლანდშაფტის დიზაინერებისთვის ვიბროდაწნეხილი ფილა არის საუკეთესო არჩევანი.