ჩვენი შოურუმი თბილისში 

         თბილისის საწარმოში მოსულ მომხმარებლებს 1000 კვადრატულ მეტრზე დაგებული სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფილები გაუადვილებს არჩევანის გაკეთებას თუ რომელი პროდუქციით მოაპირკეთონ საკუთარი ექსტერიერი.  

          ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და გავუადვილოთ მრავალფეროვანი არჩევანიდან მათთვის სასურველი პროდუქცია მარტივად შეარჩიონ.  

          2011 წლიდან უცხოური ინვესტიციის დახმარებით საქართველოში ვქმნით თანამედროვე ევრო სტანდარტების შესაბამის პროდუქციას. თანამედროვე ევროპული მიდგომა გზების, სკვერების, ეზოების თუ ინდუსტრიული ობიექტების მოპირკეთებისას რით მოპირკეთდეს ექსტერიერი; ასვალტი დაეგოს? ბეტონი დაისხას? თუ ვიბროდაწნეხილი ფილა დაეგოს ? – არჩევანი კეთდება ფილაზე , რადგან პროდუქცია ეკოლოგიურად უსაფრთხოა, მრავალფეროვანი ფორმებისა და ფერების არჩევანი იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას უამრავი დიზაინის სახეობა. ასევე ვიბროდაწნეხილ ფილას ყინვამდეგობასა და წყალშთანთქმაზე აქვს კარგი მაჩვენებელი. Მოცურების საწინააღმდეგოა და ექსპლუატაციის ვადა 30 წელზე მეტი აქვს. ასევე ფილის უპირატესობა ისიც არის რომ თუ უკვე მოპირკეთებულ ტერიტორიაზე გახდა საჭირო მიწისქვეშა გაყვანილობის შეკეთება ან ახლით შეცვლა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ამოვალაგოთ ფილა გამოვცვალოთ კომუნიკაცია და ისევ ის ფილა დავაგოთ ისე რომ ფილა არ დაზიანდება დაგვეთანხმებით ეს ძალიან დიდ ფინანსურ დანაზოგს გვიკეთებს.  

        გელოდებით ჩვენს შოურუმში კვალიფიციური თანამშრომლები და ჩვენს ექსტერიერში წარმოდგენილი პროდუქცია დაგეხმარებათ გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი და შეიქმნათ თანამედროვე მშვიდი და ლამაზი გარემო.