ლეგის ფილებით მოპირკეთებული “ღვინის მხარე” ვაიოში

ბათუმიდან 50 წუთის სავალზე, ქედაში, სოფელ ვაიოში არის ადგილი, სახელად “ღვინის მხარე”. ტერიტორიაზე მოწყობილია ულამაზესი კოტეჯები, მასპინძლები მომხმარებელს 100% -ით ნატურალურ, ადგილზე მოყვანილ სურსათ-სანოვაგეს სთავაზობენ. გარემო არის ძალიან მშვიდი , ინტერიერი და ექსტერიერი კი იდეალურად ერწყმის ბუნებას. ფერად-ფერადად მოპირკეთებული ეზო კიდევ უფრო მეტ სილამაზეს სძენს ღვინის მხარეს. ეზოს მოსაპირკეთებლად გამოყენებულია კომპანია ლეგის ექსტერიერის ფილა, მოზაიკა. არჩევანი გაკეთებულია წითელისა და შავის კომბინაციაზე. ნაწარმი არის 6 სმ სიმაღლის , და იდეალურად შეესაბამება ისეთ ადგილს სადაც მსუბუქ ტრანსპორტს უწევს გადაადგილება. ლეგის ექსტერიერის ფილები ერგება ნებისმიერ კლიმატურ პირობებს და გამოირჩევა ყინვა მედეგობით.