ბათუმს ექნება თანამედროვე სტილში მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკი. სამუშაოები ჩატარდება: არდაგანის ტბიდან აკვაპარკამდე და კობალაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
კეთილმოწყობის სამუშაოები 21 თებერვალს დაიწყო და სსიპ “ბათუმის ბულვარსა” და „ჯორჯიან სტოუნს“ შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად 105 სამუშაო დღეში დასრულდება.
როგორც , “ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ბადრი რომანაძე აცხადებს, ძველი ამორტიზებული ფილები თანამედროვე დიზაინის ფილებით შეიცვლება. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სტანდარტების დაცვით მომზადდება ნიადაგი და დაიგება ფილები.