ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა განსხვავება რეალურ პროდუქციასა და სარეკლამო არხებზე განთავსებულ ფოტოებს შორის ?

 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვზრუნავთ, ყველა მედიაში განთავსებული მასალა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს რეალურს, გარანტიას ვერ ვიძლევით , რომ ყველა პროდუქტი 100% -ით იდენტურია. ფოტოს გადაღების დროს პარამეტრების სხვადასხვა ვარიაციამ, ასევე კონკრეტულმა ეკრანმა, შეიძლება გამოიწვიოს სხვაობა. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ გირჩევთ, რომ სასურველი პროდუქცია ნახოთ ადგილზე.

როგორ ავიცილოთ თავიდან დაბინძურება?

იატაკის საფარი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს და გადაირეცხოს წყლის ჭავლით, რათა დიდხანს შენარჩუნდეს სუფთა და ფერადი ზედაპირი. უფრო დიდ ტერიტორიაზე, სადაც დგას მაგ. ეზოს ავეჯი შეიძლება გამოიწვიოს საფარის გაუფერულება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამის თავიდან აცილება შეგიძლიათ რეგულარული გადაადგილებით ან დამცავი რეიზინების მიმაგრებით.

შემიძლია თუ არა ფილების ზედაპირის გაწმენდა მაღალი წნევის წყლის ჭავლით?

თუ თქვენს მაღალწნევიან საწმენდს აქვს სპეციალური დანამატი ქვის და ფასადების გასაწმენდად, არაფერი უშლის ხელს. თუმცა, ჩვენ გირჩევთ არ გამოიყენოთ სტანდარტული დანამატები, რადგან ისინი მუშაობენ წყლის გადაჭარბებულ წნევაზე. ეს აზიანებს ბეტონის ფილის ზედაპირს და აადვილებს დაბინძურებას.

დაგებიდან მალევე ცალკეულ ფილებზე თეთრი ფერის ლაქები გაჩნდა. როგორ უნდა ვებრძოლოთ?

 ეს სითეთრეები ცნობილია როგორც “მარილები”. სამწუხაროდ, წარმოების ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ამ ტიპის “ლაქების” თავიდან აცილება შეუძლებელია. ევროპული სტანდარტის DIN EN 1338 „ბეტონის მოსაპირკეთებელი ქვების“ მიხედვით, მარილები არ წარმოადგენს დეფექტს, რადგან არ აზიანებს ფილის ხარისხსა და პრაქტიკულ ღირებულებას. ეს პროცესი, როგორც წესი, არის ერთჯერადი, დროებითი, რომელიც დროთა განმავლობაში თავისთავად გაქრება ნორმალური ამინდის პირობების შედეგად.

სად ვნახო ინფორმაცია ფასების შესახებ?

გარდა პირადი შეხვედრისა, ფასები შეგიძლიათ ნახოთ კომპანიის საიტზე, ან დაგვიკავშირდეთ სოციალურ ქსელებში.

სად ვნახო პროდუქტები?

პროდუქციის ნახვა შესაძლებელია უშუალოდ საწარმოების ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენი ფილით შესრულებული პროექტები იხილეთ თბილისის სკვერებში, ბათუმისა და ქობულეთის ბულვარში, ფოთისა და ხობის ცენტრალურ პარკში. დამატებითი ობიექტების მოსაძენად შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებებშიც , მაგრამ ყოველთვის უმჯობესია რომ ფილა ნახოთ ჩვენს ტერიტორიაზე

როგორ და სად შემიძლია მათი ყიდვა?

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩვენი პროდუქცია შეიძინოთ ქარხნის ტერიტორიიდან , ზოგიერთ შემთხვევაში, ონლაინ.

როგორ ხდება მიწოდება ?

მიწოდება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ წერტილში, კომპანია გთავაზობთ საკუთარ მიტანის სერვის თვითმცლელი და მისაბმელიანი მანქანებით, ასევე ხელმისაწვდომია ტრაილერების მომხახურებასაც. თქვენ გაქვთ საშუალება მოიყვანოთ თქვენი სატვირთო მანქანა რომელსაც დატვირთავენ ჩვენი საწარმოს თანამშრომლები

არის თუ არა მეორეული პროდუქტები? როგორ და სად შემიძლია მათი ყიდვა?

რა თქმა უნდა, ჩვენი დილერები მარაგდებიან მხოლოდ ტექნიკურად უნაკლო და პირველი კლასის სამშენებლო მასალებით. პარტიები, რომლებიც დალაგებულია მცირე დეფექტების გამო ხარისხის კონტროლის დროს, მაგრამ გამოყენება მაინც – შესაძლოა , შეზღუდვებით – იყიდება ჩვენი სპეციალური საწყობიდან, როგორც მეორეული პროდუქცია. მარაგისა და ფასების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ გაყიდვების სამსახურს. მეორეული პროდუქტები უკან არ ბრუნდება და

არის თუ არა ფერის გადახრები ცალკეულ ქვებს შორის?

ბეტონის ფილები დამზადებულია მანქანით, მაგრამ ისინი მზადდება ბუნებრივი ნედლეულისგან. მიუხედავად ჩვენი მაღალი ხარისხის სტანდარტებისა და მუდმივი კონტროლისა, უმნიშვნელო გადახრების თავიდან აცილება შეუძლებელია. თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ დარღვევები დაგებულ ტერიტორიაზე, ეს შესაძლებელია თუ ფილა დაეწყობა არა ერთი , არამედ რამდენიმე პალეტიდან ერთად და შეერევა ერთმანეტს. ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს რისკი, რამდენიმე ქვის ფერთა სხვაობამ მთლიან სურათსი გარრვევა მოგვცეს.