სასტუმრო Relax inn ლეგის ფილებით 

Სასტუმრო რელაქს ინის ექსტერიერი ლეგის ქოლორ მიქს ტექნოლოგიით წარმოებული ფილა მოდერნით არის მოპირკეთებული.      

ColorMix  ეს არის ტექნოლოგია, როდესაც ხდება ორი და მეტი ფერის ნარევით ფილის ზედაპირის შექმნა. საქართველოში (ColorMix) ტექნოლოგიით წარმოება ჩვენ პირველებმა დავიწყეთ. ამ ფილის ზედაპირი სხვა ფერადი ფილებისგან განსხვავებით მზადდება სხვადასხვა ფერების ნარევით, რაც ფილას ბუნებრივ იერს სძენს. ასევე ეს ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლის სასურველი ფერების მიქსით შევქმნათ ფილის ზედაპირი. ამ ტექნოლოგიის შედეგად იქმნება სხვადასხვა ფერთა ბუნებრივი ნაზავი. 

სხვადასხვა ფერთა გამის ფილა, ლანდშაფტის დიზაინერებს აძლევს შესაძლებლობას ფანტაზია აქციონ რეალობად და შექმნან სასურველი ექსტერიერი ისეთ ობიექტებზე, როგორებიცა: კერძო სახლები; აგარაკები; პარკები; სავაჭრო ცენტრის ტერიოტირია; ქალაქის ქუჩები და ტროტუარები. 

ფილას ქოლორ მიქსის ზედაპირით ირჩევენ უნივერსალურობის, ხანგძლივი ექსპლუატაციის ვადისა და ორიგინალური დიზაინის შექმნის გამო. სწორედ ამიტომ არ არის გასარკვირი, რომ ეს ახალი ტექნოლოგია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს ევროპაში. დღეს უკვე ზემოთ ხსენებული მახასიათებლების გამო ქოლორ მიქსს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პირველი ადგილი უკავია საუკეთესო მოსაპირკეთებელ პროდუქციათა შორის. Სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ მოხარულები, რომ საქართველოშიც ვქმნით თამანედროვე ევროპულ პროდუქციას. 

ფერი ქარვა

ფერი ობსიდიანი

ფერი გრანატი

ფერი ონიქსი

უსასრულო ფერთა მიქსის შესაძლებლობას სწორედ უახლესი ქოლორ მიქს ტექნოლოგია და კვალიფიციური თანამშრომლები გვაძლევენ. თქვენ მხოლოდ ისურვეთ რომელი ფერების ნარევი გსურთ – დანარჩენს ვუზრუნველყოფთ ჩვენ.  

აუზის ირგვლივ ჩვენი ფილის გამოყენება საუკეთესო პრაქტიკული გადაწყვეტილებაა. გარდა ფერებისა და ფორმების მრავალფეროვანი არჩევანისა ჩვენი ფილა მოცურების საწინააღმდეგოა, რის გამოც მისი გამოყენება აუზის ირგვლივ ქმნის უსაფრთხო გარემოს.  

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, დღეს უკვე; კერძო სახლების, სკვერების, სასტუმროების, ბიზნეს ცენტრების, აუზის ირგვლივ ფართების , ქუჩებისა თუ ტროტუარების მოპირკეთებისას საუკეთესო გადაწყვეტილება ვიბროდაწნეხილი ფილის გამოყენებაა , ამის ერთ ერთი თვალსაჩინო მაგალითი სასტუმრო რელაქს ინის ექსტერიერიცაა.