Სასტუმრო Neptun-ის ექსტერიერი ლეგის ქოლორ მიქს ტექნოლოგიით წარმოებული ფილა მოდერნით არის მოპირკეთებული.
ColorMix ეს არის ტექნოლოგია, როდესაც ხდება ორი და მეტი ფერის ნარევით ფილის ზედაპირის შექმნა. ფილას კოლორ მიქსის ზედაპირით ირჩევენ უნივერსალურობის, ხანგძლივი ექსპლუატაციის ვადისა და ორიგინალური დიზაინის შექმნის გამო. სწორედ ამიტომ არ არის გასარკვირი, რომ ეს ახალი ტექნოლოგია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს ევროპაში. დღეს უკვე ზემოთ ხსენებული მახასიათებლების გამო ქოლორ მიქსს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პირველი ადგილი უკავია საუკეთესო მოსაპირკეთებელ პროდუქციათა შორის. Სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ მოხარულები, რომ საქართველოშიც ვქმნით თამანედროვე ევროპულ პროდუქციას.
უსასრულო ფერთა მიქსის შესაძლებლობას სწორედ უახლესი ქოლორ მიქს ტექნოლოგია და კვალიფიციური თანამშრომლები გვაძლევენ. თქვენ მხოლოდ ისურვეთ რომელი ფერების ნარევი გსურთ – დანარჩენს ვუზრუნველყოფთ ჩვენ.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, დღეს უკვე; კერძო სახლების, სკვერების, სასტუმროების, ბიზნეს ცენტრების, აუზის ირგვლივ ფართების , ქუჩებისა თუ ტროტუარების მოპირკეთებისას საუკეთესო გადაწყვეტილება ვიბროდაწნეხილი ფილის გამოყენებაა , ამის ერთ ერთი თვალსაჩინო მაგალითი Hotel-Neptun-ის ექსტერიერიცაა.