მოსაპირკეთებელი ფილები ურბანული ინფრასტრუქტურისთვის 

                                 ურბანული ინფრასტრუქტურისთვის მოსაპირკეთებელი ფილების არჩევანი

Საკუთარ ეზოს მოპირკეთებას პირადი გემოვნებით, საჭიროებით და სურვილით ვწყვეტთ, ხოლო ურბანული გარემოს მოპირკეთებისას აუცილებელია გარკვეული წესდების დაცვა.
ურბანული ბილიკებისა და სკვერების დიზაინისთვის ტროტუარების არჩევის კრიტერიუმები;

სიძლიერე . ურბანული ინფრასტრუქტურისთვის მოსაპირკეთებელი ქვების მინიმალური სისქე უნდა იყოს 6 სმ. გზის სავალი ნაწილისთვის კი რეკომენდებულია მინიმუმ 8 სმ სისქის ფილების გამოყენება.
4 სმ სისქის ფილა ვერ უძლებს მანქანების წონას , ამიტომ ქალაქებში მაშინაც კი როცა ტროტუარი გათვლილია მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის, უმჯობესია წინდახედული ვიყოთ და გამოვიყენოთ 6 სმ სისქის ფილა. Რატომ უნდა გამოვიჩინოთ წინდახედულება და ქალაქებში ტროტუარებზე დავაგოთ 6 სმ სისქის ფილა და არა 4 სმ სისქის !? იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანს ერთხელ მაინც დაგვინახავს ტროტუარებზე გაჩერებული ავტომობილები ( სამწუხაროდ მძღოლები ხშირად არღვევენ პარკინგის წესდებას) რაც იწვევს ტროტუარზე არსებული საფეხმავლო ბილიკის დაზიანებას. Სწორედ ამიტომ რეკომენდირებულია საფეხმავლო ტროტუარის 6 სმ სისქის ფილით მოპირკეთება.

ფასი . ოპტიმალური ფილა ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით არის ვიბროდაწნეხილი ფილა.

ფორმა . Სხვადასხვა ფორმის ყალიბების დახმარებით გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ მრვალფეროვანი ასორტიმენტი, რაც საშუალებას აძლევს დიზაინერებს შექმნან უნიკალური ლანდშაპტის დიზაინი.
გამძლეობა . ვიბროდაწნეხილი ფილა გამძლე და პრაქტიკულია. Ჩვენ ოფიციალურ ხუთ წლიან გარანტიას ვიძლევით ფილის სიმყარეზე , თუმცა მისი ექსპლუატაციის ვადა 30 წელზე მეტია. Ასევე თუ მიწისქვეშა გაყვანილობა იქნება გამოსაცვლელი შესაძლოა ლეგის ფილები აიღოთ გამოცვალოთ გაყვანილობა და შემდეგ ისევ იგივე ფილებით მოაპირკეთოთ გარემო , რაც საკმაოდ დიდ ფინანსურ დანაზოგს გვიკეთებს.
ტროტუარებისთვის გასათვალისწინებელი დეტალები;

მოსაპირკეთებელი ფილები, მთავარი კომპონენტია.
Საზღვრებისთვის ბორდიურები . ისინი გამოიყენება როგორც დეკორატიული და ფუნქციური შეზღუდვები. გავაფორმოთ ბილკები და თავიდან ავიცილოთ ფილების მოძრაობა.
სადრენაჟო ღარები . გამოიყენება ზედაპირიდან წყლის სპეციალურ დრენაჟებში გასადინებლად.
საზოგადოებრივ ადგილებში გზებს, მოძრაობის დიდი დატვირთვა აქვს. სწორედ ამიტომ ყურადღებით უნდა შევარჩიოთ როგორც პროდუქცია, ასევე დამგები ჯგუფი (ხელოსნები) რათა შეცდომები გამოვრიცხოთ.

მრავალფეროვანია მოსაპირკეთებელი ფილების ფორმები და ზომები. ამ მხრივ, არ არის განსხვავება ურბანული ინფრასტრუქტურის ფილებსა და კერძო ტერიტორიებს შორის. სტატიაში ვერ შევძლებთ ,ყველა პროდუქციის ფორმის წარმოდგენას , ჩვენი მრავალფეროვანი პროდუქციის არჩევანი დაათვალიერეთ ჩვენს საიტზე www.legi.ge 

ჩვენი გუნდი 2011 წლიდან საქართველოში უახლესი გერმანული მანქანა დანადგარებით და კვალიფიციური თანამშრომლების დახმარებით ქმნის უმაღლესი ხარისხის ვიბროდაწნეხილ ფილებს.
ლეგის პროდუქციით მოპირკეთებულია ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები როგორიცაა: ბათუმის ბულვარი , ბოტანიკური ბაღი , ფოთისა და ბათუმის ტერმინალი, სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა უამრავი ობიექტი, რომლებსაც დეტალურად ჩვენს საიტზე გაეცნობით.
ჩვენმა კომპანიამ ცნობადობა მოპირკეთებული ობიექტების ხარისხით , გამძლეობით და პროდუქციის მრავალფეროვნებით მოიპოვა. ლეგის განვითარების კიდევ უფრო რეალისტური პროგნოზი აქვს , რადგან ვქმნით ეკოლოგიურად უსაფრთხო ევროსტანდარტების შესაბამის პროდუქციას.