ეზოს მოპირკეთებაში ლეგის საუკეთესო ხარისხის ფილები დაგეხმარებათ

ფილები შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც გეგმავს საკუთარი სივრცის მოპირკეთებას, იქნება ეს ბიზნეს ობიექტი თუ სახლის ეზო. ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

გამძლეობა

როგორც ლანდშაფტის დიზაინერები ამბობენ, ექსტერიერის მოპირკეთებისას ვიბროდაწნეხილი ფილა ქმნის შესაძლებლობას, მოვაპირკეთოთ ყველაზე ხარისხიანად და მივიღოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო. თუ არჩევისას უპირატესობას ფილის მაქსიმალურ გამძლეობას ანიჭებთ, ჩვენ გთავაზობთ ფილას სახელწოდებით “უნი კოლოგი”. ეს ფილა უძლებს მაღალ ტემპერატურას, გამყინვარებასა და უხვი ნალექით გამოწვეულ წვიმას. გარდა ამისა საყურადღებოა, რომ უნი კოლოგით”  არის მოპირკეთებული ბათუმისა და ფოთის პორტები, სადაც  მოძრაობა უწევს უზარმაზარ ტრანსპორტს. სწორედ ამისთვის შევქმენით ფილა უნი კოლოგი“, რათა თქვენი ეზოც უპრობლემოდ გაუმკლავდეს ნებისმიერი სახის დატვირთვას.

ღირებულება

გაგაცნობთ რამდენიმე ფაქტორს, თუ რატომ ენიჭება უპირატესობა ეზოს მოპირკეთებისას ფილების გამოყენებას.

ფილების დაგების პროცესი იყოფა სამ ნაწილად. თითოეული ეტაპი დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან: პირველ რიგში, თავად პროდუქტის ფასი, ხოლო შემდგომ დაგებისა და მისი მოვლის ღირებულება. პროდუქციისა და დაგების ფასი ხშირად ნაკლებია ან შესაძლოა გაუტოლდეს ასფალტისა და ბეტონის ფასს. ხოლო რაც შეეხება საფარის  პირვანდელი სახის შენარჩუნების პროცესს, აქ სრული უპირატესობა ფილებს ენიჭება, რადგანაც შესაძლებლობა გვეძლევა დაზიანების შემთხვევაში სათითაოდ შევცვალოთ ფილები და ხელახლა მოვაპირკეთოთ კონკრეტული სივრცე. ეს უპირატესობა არ აქვს ბეტონისა და ასფალტის საფარს. მისი დაზიანების შემთხვევაში უნდა მოხდეს საფარის სრული დემონტაჟი და ხელახლა დაგება, რაც დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული.

დიზაინი

ლეგიში ფილების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს: სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის მიხედვით. ამიტომ ძალიან მარტივად შეძლებთ იპოვოთ და შეარჩიოთ ის ფილა, რომელიც იდეალურად ერგება თქვენი ობიექტის დიზაინს. ჩვენი ფილებით შეგიძლიათ მოაპირკეთოთ ეზოები, საფეხმავლო ბილიკები, გარე სივრცეები, ასევე ააგოთ საყრდენი კედლები. გარდა ამისა გექნებათ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ მოგემსახუროთ ლეგის ლანდშაფტის დიზაინერი და შექმნას თქვენი სასურველი პროექტის რეალური ვერსია.

ეკო-მეგობრული

უხვი ნალექის შემდეგ ალბათ, ხშირად შეგინიშნავთ გზებზე, ეზოებსა და ქუჩებში წყალდიდობები. ეს განპირობებულია კონკრეტული ფაქტით: ასფალტის საფარი ვერ ახერხებს წყლის შთანთქმას და იგი ჩაედინება სანიაღვრე არხებში, როდესაც წყლის არხები ვეღარ ატარებს დიდ ნაკადს, წყალი გარე პერიმეტრზე ვრცელდება. ლეგიმ სწორედ ამის მოსაგვარებლად შექმნა ფილა  “ჰარმონია”, რომლის მთავარი უპირატესობა მისი ფორმაა.  მას აქვს ნახვრეტები, რაც ხელს უწყობს წყლის ნაკადის თავისუფალ მოძრაობას და ნიადაგში შეწოვას. გარდა ამისა, გამორჩეული ვიზუალი ფილას აძლევს დახვეწილ და ელეგანტურ ფორმას. შესაბამისად, თუ არჩევანს ფილა “ჰარმონიაზე” შეაჩერებთ თქვენი ეზო მუდმივად დაცული და გამორჩეული იქნება.

მარტივი დაგება

ფილები ძალიან მარტივად იგება ქვიშა – ხრეშოვან ზედაპირზე, რაც საშუალებას გაძლევთ მოაპირკეთოთ სასურველი პერიმეტრი რამდენიმე დღეში. თუ გსურთ  ყველაზე სწრაფად და ბიუჯეტურად შეცვალოთ თქვენი ეზო, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლეგის სხვადასხვა დიზაინის აგურის ფილები, რომელიც უმოკლეს დროში იგება და ამავდროულად დიდი პოპულარობით სარგებლობს.