როგორ შევუხამოთ ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები სახლის ექსტერიერს?

სარჩევი

კერძო სახლების მთავარი ხიბლი, ხშირად სწორედ მათი გემოვნებით დაპროექტებული გარე სივრცეებია, ამიტომაც, დიზაინერები ყოველთვის დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ითვალისწინებენ ყველა დეტალს, რომელიც შემდგომში სახლის ექსტერიერს, მის სტილსა და ესთეტიკას უნდა მოარგონ. 

გარე სივრცის დიზაინზე მუშაობისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები – ფერთა სხვადასხვა კომბინაციის, განსხვავებული ზომის, ფორმატისა და ტექსტურის, რომლებსაც ჭიშკრის ზღურბლზე შემობიჯებისთანავე, სახლის მეპატრონის გემოვნებაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. 

მაგრამ, როგორ უნდა შევქმნათ სრულყოფილი, ჰარმონიული სინთეზი? ან როგორ უნდა მივხვდეთ რამდენად თანხვედრაშია ჩვენ მიერ შერჩეული ეზოს ფილები სახლის ექსტერიერთან? არსებობს საყოველთაოდ ცნობილი და პრაქტიკაში არაერთგზის გამოყენებული რამდენიმე რჩევა, რომელიც ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება.

ზოგადი რეკომენდაციები გამორჩეული გარე სივრცის შესაქმნელად

პირველ რიგში დააკვირდით თქვენი სახლის ექსტერიერში უკვე არსებულ ელემენტებს – ფანჯრების ფერსა და მასალას, სახლისა და ღობის ფასადს, სახურავის სტილს, მწვანე საფარს, აუზის ფერს და ზოგადად ყველაფერს, რაც შეიძლება თქვენს ეზოსთან კავშირში იყოს. დაფიქრდით – რა ფერები ჭარბობს ექსტერიერში და როგორ შეიძლება, რომ ფილები ეზოსთვის მათ დასაბალანსებლად ან პირიქით, მეტი კონტრასტისთვის გამოიყენოთ? ნეიტრალური ტონები გირჩევნიათ თუ შედარებით მკვეთრი? გლუვ ზედაპირზე შეაჩერებდით არჩევანს თუ უფრო უხეშ ტექსტურაზე?

ესთეტიკური მხარის გარდა, ასევე გასათვალისწინებელია, ეზოს ფუნქციური დანიშნულებაც, რათა თქვენ მიერ შერჩეულმა სტილმა არ დათრგუნოს მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები და საბოლოო ჯამში, მიიღოთ სივრცე, რომელიც ერთდროულად მყუდროც იქნება და გამოსადეგიც.

სახლის არქიტექტურის როლი ფილების შერჩევისას

ვიდრე ეზოს ფილების დიზაინზე დაიწყებთ ფიქრს – განსაზღვრეთ, როგორია თქვენი სახლის სტილი. თუ მას აქვს თანამედროვე, მინიმალისტური იერი, არ არის გამორიცხული, რომ ბეტონის ფილა, შედარებით გლუვი ზედაპირით იდეალური არჩევანი იყოს. ტრადიციული ან ძველებური ვიზუალის სახლისთვის – ხშირად იყენებენ ისეთ ფილებს, რომლებიც ტექსტურით ბუნებრივ ქვასთან მაქსიმალურად მიახლოებულია.  ამ მხრივ  ,,ლეგი’’ ფილების საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, რომელთა შესახებაც ქვემოთ უფრო დეტალურად და ამომწურავად ვისაუბრებთ.

ეზოს მოსაპირკეთებელი ფილების შეხამება ექსტერიერთან
ეზოს მოსაპირკეთებელი ფილების შეხამება ექსტერიერთან

ფერების ჰარმონიული სინთეზის მნიშვნელობა

იმის მიხედვით, ჯდება თუ არა ეზოში დასაგები ფილები ექსტერიერის ერთიან სტრუქტურაში – შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ,  რამდენად სწორადაა ისინი შერჩეული. ამ ფაქტორს კი თითქმის ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფერები და ტონალობა, რომლებსაც ყველა სიკეთესთან ერთად, ისიც შეუძლია, რომ ეზო სახლის სრული სურათიდან მთლიანად გააცალკეოს და დამოუკიდებელ ერთეულად აქციოს. სწორად შეხამებული ფერები კი ყოველთვის იდეალურად ერწყმის ბუნებრივ გარემოს, იქნება ეს გამწვანებული ტერიტორია თუ ყვავილების ბაღი.  

ხშირია შემთხვევები, როცა თანამედროვე დიზაინის სახლებისთვის ფასადის ფერის შერჩევისას, გადაწყვეტილებას უფრო ნეიტრალური ტონალობების სასარგებლოდ იღებენ, როგორიცაა: ნაცრისფერი, კრემისფერი, თეთრი და.ა.შ. – ამ ფერებს კი როგორც წესი, იდეალურად მიესადაგება ბეტონის ასევე ნეიტრალური ტონალობის ფილები, რომლებსაც ექსტერიერში სიმყუდროვის შემოტანა შეუძლია. გარდა ამისა, მსგავსი უპრეტენზიო ფერები ფოკუსში აქცევს ეზოში არსებულ მწვანე სივრცეს, გამოკვეთს ყვავილების ბაღს და ასეთი კონტრასტით გარემოს მეტად სიცოცხლისუნარიანს ხდის. რაც შეეხება აგურით მოპირკეთებულ სახლის ფასადს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ფერი, რომელსაც შეარჩევთ – ჯდებოდეს საერთო გამაში და არ იყოს ამოვარდნილი ფერთა პალიტრიდან.  როგორც წესი, ასეთ დროს ე.წ. თბილ ფერებზე აკეთებენ არჩევანს.  

დეკორატიული მოსაპირკეთებელი ფილები – ტექსტურა,ზომა, ფორმა

ფერებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფილების ტექსტურა, ზომა და ფორმატი. მაგალითად, გავრცელებული აზრია, რომ დიდი ზომის ფილები უკეთ გვეხმარება სივრცის აღქმაში და  თანამედროვე დიზაინით დაპროექტებულ სახლებში  ე.წ. უწყვეტობის განცდას ქმნის. თუმცა, იქ, სადაც ავთენტურობა მეტად ჭარბობს, იყენებენ პატარა ზომისა და მარტივი ფორმატის ფილებს, რათა შეიქმნას მეტად მყუდრო გარემო და არ დაირღვეს ექსტერიერის ბუნებრივი მომხიბვლელობა.  გარდა ამისა, ძველებური იერსახის მქონე შენობების ეზოს ხშირად ამშვენებს უხეში სტრუქტურის მქონე ფილები, რომლებიც გარემოს ორგანულ ხიბლს უფრო კარგად წარმოაჩენს. 

აარჩიე ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები ,,ლეგის’’ კატალოგიდან

საკმარისია ლეგის კატალოგს თვალი შეავლოთ, მაშინვე დარწმუნდებით, ეზოში დასაგები ფილები ათასგვარი კომბინაციის, ზომისა და ფორმატის რომ არსებობს. თუმცა, ვიდრე მათ ნაირსახეობებს ჩამოვთვლით, იქამდე ფერებზე მოგიყვებით, რომელთა უმეტესობასაც მხოლოდ ,,ლეგიში’’ შეხვდებით და არსად სხვაგან. 

,,ლეგის’’ ფერები – ასეა ცნობილი ფერთა ის პალიტრა, რომელიც თქვენი ეზოს გასამრავალფეროვნებლად სპეციალისტების დაუღალავი შრომით განისაზღვრა. ლეგის ფერთა გამაში შედის მწვანე, ყავისფერი, ყვითელი, წითელი, შავი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, თეთრი, ლურჯი და ასევე ორი ან მეტი ფერის შერევის ტექნოლოგიით მიღებული ფერები, რომლებიც ლეგის საწარმოში ამ სახელწოდებებითაა ცნობილი: ციტრინი, ქარვა, ობსიდიანი და კაპუჩინო. 

რაც შეეხება ფილების დიზაინს, ის დახრილობის, ზედაპირის სტრუქტურისა და ფორმატის მიხედვით შეიძლება რამდენიმე ნაწილად დაიყოს. მაგალითად, მცირე ფორმატის მახასიათებლები აქვს შემდეგ ფილებს: ,,მიქსი’’, ,,ნანო მიქსი’’, ,,აგური’’, ,,ნანო აგური’’, ,,კვადრატი’’, ,,ძველი ქალაქი’’, ,,რომბი’’, ,,პარკეტი’’.   შედარებით დიდი ფორმატი კი აქვს ფილებს სახელწოდებით: ,,მოდერნი’’, ,,პრომენადი’’, ,,ახალი ქალაქი”.

მცირე გზამკვლევი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ

თითოეულის სტილი ერთმანეთისგან, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებულია. სხვადასხვაა მათი გამოყენების სფეროებიც, კონკრეტული არქიტექტურული პროექტისა და დანიშნულების მიხედვით. მაგალითისთვის, ბოლოს ნახსენები ,,ლეგ-ისი ქვაფენილი’’ შესაძლოა იდეალური გადაწყვეტილება იყოს ძველებური სტილის ექსტერიერისთვის, რადგან  იგი ვიზუალურად საკმაოდ ჰგავს გრანიტის ფილას და თავისი მარტივი კონფიგურაციის წყალობით, იძლევა როგორც სწორი, მკაფიო ხაზების, ასევე მომრგვალებული კონტურების გავლების შესაძლებლობას.  

კლასიკური ეზოს იერსახის მისაღებად არჩევანს ხშირად აჩერებენ ,,რეტროზე’’, თუმცა, არაორდინალური და კრეატიული დიზაინისთვის  ,,პარკეტს’’ ირჩევენ. სამ განზომილებიანი ეფექტის მსურველებისთვის იდეალურია ფილა ,,რომბი’’, რომელიც სასურველ შედეგს დამატებითი ჩარევების გარეშე, მხოლოდ ფერების ვარიაციების მეშვეობით იძლევა. რელიეფური და ბუნებრივი ზედაპირის შესაქმნელად კი ,,სანაპიროს’’ ირჩევენ, რომელიც სამი სხვადასხვა ზომის უსწორმასწორო ფილის კომბინაციაა. 

ლეგის კატალოგში შედარებით ახალია ფილა სახელწოდებით – ,,ახალი ქალაქი’’, რომლის შესახებაც დღეს დიზაინერებისგან ხშირად მოისმენთ აზრს, რომ ამ ფილას ლანდშაფტის დიზაინში სრულიად ახალი ხედვა და კონცეფცია შემოაქვს. 

გახსოვდეთ, რომ განსხვავებული დიზაინის მქონე თითოეულ ფილას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი წყობის სქემა აქვს. ამ მხრივ კითხვების არსებობის შემთხვევაში კი, ლეგის სპეციალისტები მზად არიან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრული და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. 

იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაზე

წარმოიდგინეთ, რომ ინვესტიცია ჩადეთ თქვენივე უძრავი ქონებისთვის დახვეწილი, თანამედროვე და განსხვავებული ექსტერიერის შესაქმნელად, რომელიც დღეს ძალიან გხიბლავთ, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ წლების შემდეგ ასეთი მომხიბლავი და ელეგანტური აღარ მოგეჩვენოთ და შესაბამისად, აღარც ის ფერი და დიზაინი მოგეწონოთ, რომელიც ერთ დროს დიდი მონდომებით შეარჩიეთ.

იმის გამო, რომ სამშენებლო სფეროში, ისევე როგორც ყველაფერი, ექსტერიერისთვის დამახასიათებელი მოდის ტენდენციებიც დროსთან ერთად იცვლება, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, მოსალოდნელი ცვლილებები შეძლებისდაგვარად შორს განჭვრიტოთ. ასეთ დროს ხშირად არჩევანი კეთდება მინიმალიზმსა და ნეიტრალურ, კლასიკურ ფერებზე. მომხმარებლები ყოველთვის ცდილობენ, შეარჩიონ ისეთი ფერისა და სტრუქტურის ფილები ეზოსთვის,  რომლებიც მუდამ მოდის თანადროული იქნება.

როგორ შევუხამოთ ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები სახლის ექსტერიერს?