Table of Contents
დიდი ფორმატის ფილები ეზოს დიზაინში, ძირითადად, სამ ზონაში გამოიყენება: ბილიკზე, ტერასასა და ავტოსადგომზე. კომპანია „ლეგის“ წარმოებული 80 × 40 სმ ზომისა და 8 სმ სისქის ბეტონის ფილა – „გრანდე“, ამ სამივე სივრცეს ერთი მასალით აერთიანებს და ეზოს მთლიან,თანამედროვე იერსახეს სძენს. კერძო სახლის ეზო, როგორც წესი, რამდენიმე ფუნქციას ითავსებს:მასში ერთიანდება შესასვლელი ბილიკი, დასასვენებელი ტერასა, ავტოსადგომი და გაზონი. თუ ეზოს დიზაინსა და ზონირებას წინასწარ დაგეგმავთ, სივრცე გაცილებით მოწესრიგებული და პრაქტიკული გამოვა. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მოეწყოს თითოეული ზონა დიდი ფორმატის ფილებით და რა დაგიჯდებათ ეზოს „გრანდე“-თი მოპირკეთება.
მნიშვნელოვანი დეტალები, რაც უნდა იცოდეთ:
- ერთი ფილა სამი ზონისთვის: „გრანდე“ (80 × 40 × 8 სმ) იდეალურია ბილიკის, ტერასისა და 3.5 ტონამდე ავტომობილის სადგომის მოსაწყობად (თუმცა აუცილებელია ნიადაგის კარგად მომზადება და ფილის მყარად დაგება, რათა არ იმოძრაოს და არ დაზიანდეს).
- ნაკლები ნაკერი: დიდი ფორმატი ზედაპირს უფრო ერთიან, მონოლითურ იერს ანიჭებს.
- სამი ფერი: ნაცრისფერი, კაპუჩინო და ობსიდიანი, შესაძლებელია მათი ერთმანეთთან კომბინირებაც.
- გამძლეობა: მზადდება ვიბროპრესის მეთოდით (EN 1338 სტანდარტი), არის ყინვაგამძლე და პიგმენტი მთლიან მასაშია შერეული.
- ფასი: 41-48 ₾/მ² (დღგ-ს ჩათვლით), მინიმალური შეკვეთის შეზღუდვის გარეშე.
რას ცვლის დიდი ფორმატი ეზოს დიზაინში
ფილის ზომა ეზოს აღქმაზე პირდაპირ მოქმედებს.მცირე ზომის ფილები ზედაპირს წვრილ ბადედ ყოფს, დიდი ფორმატი კი მას ერთიან, მშვიდ სიბრტყედ აქცევს. სწორედ ამიტომ, ის იდეალურად ეხამება თანამედროვე, მინიმალისტურ არქიტექტურას, სწორხაზოვან ფასადებს, დიდ ვიტრაჟებსა და სადა ლანდშაფტს. „გრანდე“ სწორედ ასეთი, მსხვილფორმატიანი ბეტონის ფილაა, რომლის ზომა 80 × 40 სმ, ხოლო სისქე 8 სმ-ია. ის ყინვაგამძლეა და გათვლილია გაყინვა-გალღობის მრავალმხრივ ციკლზე. შესაბამისად, ამ ფილებით მოპირკეთებული ეზო საქართველოს ცვალებად კლიმატშიც უნაკლოდ ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.
ნაკლები ნაკერი და სივრცის აღქმა
„გრანდეს“ ერთი ფილა 0.32 მ²-ს ფარავს, რაც იმას ნიშნავს,რომ ერთ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით სამი ფილა თავსდება. რაც უფრო დიდია ფილა, მით ნაკლებია ნაკერი. მცირე რაოდენობის ნაკერი ზედაპირს ვიზუალურად ამშვიდებს, თვალი ხაზებზე აღარ ჩერდება და სივრცე უფრო ფართოდ აღიქმება. ეს ეფექტი განსაკუთრებით კარგად ჩანს მცირე ზომის ეზოებში (სადაც სივრცე ვიზუალურად იზრდება) და დიდ ეზოებშიც (სადაც ერთიანი,სოლიდური ზედაპირი იქმნება).
ფილა და გაზონი: ბეტონი მწვანე გარემოში
ეზოს წარმატებული დიზაინი მყარ ზედაპირსა და გამწვანებას შორის იდეალურ ბალანსს ეფუძნება. დიდი ფორმატის ბეტონის ფილა გაზონთან ეფექტურ კონტრასტს ქმნის: მისი სწორი, მკვეთრი კიდეები ხაზს უსვამს ბალახის რბილ ტექსტურას.ფილების გამოყენება შესაძლებელია როგორც უწყვეტი ზედაპირის შესაქმნელად, ისე განცალკევებულად – ფილებს შორის ბალახის საფარის დატოვებით. ორივე მიდგომა ეზოს თანამედროვე და ბუნებრივ იერს უნარჩუნებს.
ბილიკი ბაღში: განლაგება და ბილიკის ფილები
ბილიკი ეზოს „ხერხემალია“, ის ერთმანეთთან აკავშირებს ჭიშკარს, სახლის შესასვლელს, ტერასასა და ბაღს. ვინაიდან სტუმრის ყურადღებას პირველად სწორედ ბილიკი იქცევს, ის არა მხოლოდ გამძლე, არამედ ვიზუალურად მიმზიდველიც უნდა იყოს. 80 × 40 სმ ზომის ფილები ბილიკს მკაფიო რიტმს ანიჭებს: განივად დაგებისას, 80-სანტიმეტრიანი ფილა ბილიკის მთელ სიგანეს ერთიანი ზედაპირით ფარავს.
სწორი და მრუდე ბილიკი, ბალახთან კომბინაცია
სწორი ბილიკი კლასიკაა: ის უშუალოდ უკავშირდება შესასვლელს და ლოგიკურად აგრძელებს სახლის არქიტექტურულ ხაზებს. დიდი ფორმატის ფილებით მოწყობილი სწორი ბილიკი განსაკუთრებით სადა და დახვეწილია. მრუდე ან ზიგზაგისებური ბილიკი ბაღს უფრო ბუნებრივ ხასიათს ანიჭებს. დიდი ზომის ფილების ასიმეტრიული განლაგება ბილიკს ბუნებრივ და ცოცხალ იერს ანიჭებს. ასევე, პოპულარულია ბილიკის ფილების გაზონში ჩაწყობა. ფილები ერთმანეთისგან მცირე დაშორებით ისე ლაგდება, რომ მათ შორის ბალახი იზრდებოდეს. ეს მიდგომა ბაღის ბილიკს ბუნებრივ იერს უნარჩუნებს და გამწვანებას არ ამცირებს.
ტერასა და დასასვენებელი ზონა
ტერასა ეზოს ის ნაწილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ.შესაბამისად, ეზოს დიზაინი აქ უშუალოდ აისახება ჩვენს ყოველდღიურ კომფორტზე. აქ იდგმება ბაღის ავეჯი, მაყალი თუ სასადილო მაგიდა, ამიტომ ზედაპირი მაქსიმალურად თანაბარი და სტაბილური უნდა იყოს, რათა ავეჯმა არ იმოძრაოს. ნაკლები ნაკერის მქონე, დიდი ფორმატის ფილები სწორედ ასეთ იდეალურ სიბრტყეს ქმნის. ტერასის მოსაწყობად დიდი ფილა ჰარმონიულად ერწყმის ხის, ქვისა და ლითონის ელემენტებს,ასევე დიდ ქოთნებში ჩარგულ მცენარეებს. თუ ტერასა უშუალოდ ეკვრის სახლს, უმჯობესია ფილები სახლის ფასადის ან ფანჯრების მიმართულებით დააგოთ, ეს შიდა და გარე სივრცეებს ვიზუალურად გააერთიანებს. ფილის ყინვაგამძლეობა კი იმის გარანტიაა, რომ ტერასა ზამთრის მკაცრი პირობების შემდეგაც შეინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს.
მანქანის სადგომი ეზოში
კერძო სახლის ეზოში ავტოსადგომს, როგორც წესი, ყველაზე დიდი მოპირკეთებული ფართობი უკავია. ამიტომ, მის იერსახეზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეზოს საერთო დიზაინი. როდესაც ავტოსადგომი და ბილიკი ერთი და იმავე ფილებითაა მოწყობილი, სივრცე ბევრად ერთიანი და მოწესრიგებული ჩანს. ასეთ დროს ავტოსადგომი ეზოს ბუნებრივ ნაწილად აღიქმება და არა გამოყოფილ, ტექნიკურ ზონად.
რატომ არის მნიშვნელოვანი 8 სმ სისქე
ავტოსადგომისთვის განკუთვნილი ფილა არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ შესაბამის დატვირთვაზე გათვლილიც უნდა იყოს. „გრანდეს“ 8 სმ-იანი სისქის პირობებში, მისი გამოყენება 3.5 ტონამდე ავტომობილებისთვისაც შესაძლებელია.თუმცა, ვინაიდან ფილა შედარებით დიდი ზომისაა, ზედმეტმა წონამ ის რომ არ დააზიანოს,აუცილებელია ნიადაგი ძალიან კარგად იყოს მომზადებული, ასევე დაგებითაც კარგად უნდა დაიგოს და არ იმოძრავოს. ამ პირობების დაცვით ის თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტოფარეხის მისასვლელისა და ეზოს სადგომისთვის. ფილა იწარმოება ვიბროპრესირების ტექნოლოგიით,ევროპული EN 1338 სტანდარტის დაცვით, რაც მასალის სიმკვრივესა და ერთგვაროვნებას განაპირობებს. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი ერთი და იმავე ფილის გამოყენება როგორც საფეხმავლო, ისე საავტომობილო ზონებში.
ფერის შერჩევა და კომბინაციები
„გრანდე“ სამ ფერშია ხელმისაწვდომი. ფერის სწორად შერჩევა ეზოს დიზაინის ხასიათს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ვინაიდან პიგმენტი ფილის მთლიან მასაშია შერეული, ის დროთა განმავლობაში არ ხუნდება და ფერის სიღრმეს ინარჩუნებს.
- ნაცრისფერი: ნეიტრალური, უნივერსალური ფერი, რომელიც შესანიშნავად ეხამება თანამედროვე და მინიმალისტურ არქიტექტურას, ასევე ბეტონის, მინისა და ლითონის დეტალებს.
- კაპუჩინო: თბილი ტონი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ხის ელემენტებს, ბუნებრივ ქვასა და გამწვანებას.
- ობსიდიანი: მუქი, კონტრასტული ფერი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება ღია ფერის ფასადისა და მწვანე გაზონის ფონზე.
ფერების კომბინირება ზონირების ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია. მაგალითად, ძირითად ზედაპირზე „კაპუჩინოს“, ხოლო კონტურებისთვის ან ზონების გამოსაყოფად „ობსიდიანის“ გამოყენება ეზოს მეტ დინამიკასა და სიღრმეს სძენს (მსგავსი გადაწყვეტილებების ნახვა შეგიძლიათ „გრანდეს“ დასრულებული ობიექტების ფოტოებზე). ასევე ეფექტურია ზონების ფერებით გამიჯვნა: მაგალითად,ბილიკის მოპირკეთება ნაცრისფერი ფილებით, ხოლო ავტოსადგომის ობსიდიანით.
რა დაჯდება ეზოს მოპირკეთება ფილებით: მაგალითი
„გრანდეს“ ფასი დამოკიდებულია ფერზე (ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით): ნაცრისფერი – 17 ₾ (1 ცალი) ან 41 ₾/მ²; კაპუჩინო და ობსიდიანი – 24 ₾ (1 ცალი) ან 48 ₾/მ². 30 ცალამდე შეკვეთისას ფასი გამოითვლება ცალობით, ხოლო 30 ცალიდან – კვადრატული მეტრობით. მინიმალურ შეკვეთაზე შეზღუდვა არ მოქმედებს.(დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „გრანდეს“ ფასები ჩვენს კატალოგში). მაგალითი: 20 მ² ფართობის ბილიკი (დაახლოებით 63 ფილა, შესაბამისად, ფასი ითვლება კვადრატული მეტრობით):
- ნაცრისფერი: 20 მ² × 41 ₾ = 820 ₾
- კაპუჩინო ან ობსიდიანი: 20 მ² × 48 ₾ = 960 ₾
თქვენს ეზოზე მორგებული ზუსტი ხარჯთაღრიცხვისა და კონსულტაციისთვის, დაგვიკავშირდით.კომპანია „ლეგის“ ეზოს ფილების წარმოების მიმართულებით 15-წლიანი გამოცდილება აქვს.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
როგორ დავგეგმოთ ეზოს დიზაინი?
დაიწყეთ ზონირებით:ზუსტად განსაზღვრეთ, სად იქნება ბილიკი, ტერასა, ავტოსადგომი და გაზონი. შემდეგ, თითოეული ზონისთვის შეარჩიეთ შესაბამისი ფერი. დიდი ფორმატის ფილებით, როგორიცაა „გრანდე“, სამივე ზონის მოპირკეთება ერთი მასალითაა შესაძლებელი, რაც ეზოს ერთიან, დახვეწილ სტილს განაპირობებს.
რა ჯდება ეზოს მოპირკეთება?
საერთო ღირებულება დამოკიდებულია ფართობზე, მასალასა და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე. მაგალითად, „გრანდეს“ ფილის ფასი 41-48 ₾/მ²-ია.შესაბამისად, 20 მ² ფართობის ბილიკის მასალა 820–960 ₾ დაგიჯდებათ. დაგების, საფუძვლის მომზადებისა და ლანდშაფტური სამუშაოების ღირებულება ცალკე ითვლება.
შესაძლებელია თუ არა ავტოსადგომის მოწყობა დიდი ფორმატის ფილებით?
დიახ, 3.5 ტონამდე ავტომობილებისთვის მისი გამოყენება შესაძლებელია. თუმცა, რადგან ფილა შედარებით დიდი ზომისაა, ზედმეტმა წონამ რომ არ დააზიანოს, აუცილებელია ნიადაგი კარგად იყოს მომზადებული,ასევე დაგებითაც მყარად უნდა დაიგოს და არ იმოძრავოს. ამ პირობების დაცვით ის სრულიად უსაფრთხო და პრაქტიკულია კერძო სახლის ავტოსადგომისა და ავტოფარეხის მისასვლელის მოსაწყობად.
დაგვიკავშირდით: +995 577 10 16 10