ექსტერიერის ფილების უპირატესობები

მე-19 საუკუნის დასაწყისში ბუნებრივი ქვის ნაკლებობამ და მაღალმა ფასმა განაპირობა ის, რომ ჰოლანდიელმა მშენებლებმა აითვისეს ბეტონის ფილების წარმოების ტექნოლოგია და დაიწყეს მისი გამოყენება ყველგან, ძალიან მალე ჰოლანდიის გამოცდილება სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც გაიზიარეს.

გამოყენების შესაძლებლობების ფართო სპექტრი ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარულს ხდის ფილას და ეს გამოწვეულია მთელი რიგი უპირატესობებით.

1) გამძლეობა გამოყენებისას

ფილების წარმოების მეთოდები განაპირობებს ფილის გამძლეობას   – სიმტკიცე და ხახუნის დაბალი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტის მოხმარების ხანგრძლივობას და ხელს უწყობს  ვიზუალის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში.

2) სტაბილურობა ამინდის პირობებში

ბეტონის მოსაპირკეთებელი ფილები შესანიშნავად იტანს ნებისმიერ კლიმატურ პირობასა და ტემპერატურის მაჩვენებლების ცვალებადობას,  უძლებს ძალიან დაბალ ტემპერატურას დეფორმაციისა და ბზარების გარეშე. მაღალი ყინვაგამძლეობა საშუალებას იძლევა ფილა გამოვიყენოთ მკაცრი კლიმატური პირობების ადგილებში.

3) შეკეთებისა და მოვლის სიმარტივე

ჭუჭყის ამოღება რთული არ არის. Ძველი, დაზიანებული ნაწილები ადვილად შეიძლება შეიცვალოს . მოსაპირკეთებელი ფილების ქვეშ გამავალი კომუნიკაციების შეკეთების ან დემონტაჟის შემთხვევაში შესაძლებელია მისი არაერთგზის გამოყენება, ხოლო მისი ვიზუალი უცვლელია.

4) ფილების ესთეტიკა და პარამეტრები

 ფილები მზადდება სხვადასხვა ზომისა და სისქის, ასევე იწარმოება ფერების ფართო სპექტრში, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ყველაზე ორიგინალური დიზაინი.

5) ურთიერთქმედება გარემოსთან

წარმოებაში გამოიყენება კომპონენტები, რომლებიც არ შეიცავს კანცეროგენებს, შესაბამისად, ატმოსფერული გათბობის ან ნალექების დროს ფილები არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს. ამ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინდიკატორის გათვალისწინებით,  ბეტონის ფილები  ამ მაჩვენებლითაც ჯობს სხვა მოსაპირკეთებელ საშუალებებს.

6) ეკონომიური კომპონენტი

მოსაპირკეთებელი ფილებისა და ასფალტის საფარის ფასის შედარებისას შეიძლება აღინიშნოს, რომ მოსაპირკეთებელი ფილების ფასი ოდნავ აღემატება ასფალტის ფასს. თუმცა, ექსპულატაციის მინიმალური ვადა 15 წელია და შეიძლება იყოს 70 წლამდე.

თანამედროვე სამყაროში ბეტონის დეკორატიული ფილები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ვარიანტია ნებისმიერი ტერიტორიის მოსაწყობად.