როგორ შევარჩიოთ დეკორატიული ბლოკი

სარჩევი

დეკორატიული ბლოკი – მომხიბლავი ეზოს მთავარი საიდუმლო

წარმოიდგინეთ ეზო, სადაც ფილებით მოკირწყლულ ბილიკებს, გამწვანებას, ყვავილებსა და ყველა სხვა თითქოს უმნიშვნელო დეტალს საკუთარი ადგილი აქვს. ამ ყველაფერს თვალი ერთ მთლიან ერთეულად აღიქვამს, რომლის კარგად დამუშავებული სტრუქტურის მიღმაც  მომხიბვლელობის მთავარი ინგრედიენტი – დეკორატიული ბლოკი დგას – როგორც ექსტერიერის ხასიათის განმსაზღვრელი და მისთვის ძირითადი ტონის მიმცემი, რომელსაც გარე სივრცეში სტაბილურობისა და სიმყარის განცდა შემოაქვს. 

ვიზუალური მხარის გარდა, ბეტონისგან დამზადებული დეკორატიული ბლოკი გამძლეა ნებისმიერი ამინდის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით ხეზე ან ლითონზე, რომელიც ერთ შემთხვევაში შეიძლება მარტივად დალპეს, ხოლო მეორე შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ მალევე დაჟანგდეს. აქედან გამომდინარე, ბეტონისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და გამძლეობა საკმაოდ გასათვალისწინებელი ფაქტორია, როცა საქმე ღია ცის ქვეშ გამოსაყენებელ პროდუქტს ეხება. გარდა ამისა, ბეტონისგან დამზადებული დეკორატიული ბლოკი ადვილია მოსავლელად და იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც ექსტერიერის მთავარი ხიბლის შენარჩუნება, მინიმალური ძალისხმევითა და ნაკლები დანახარჯებით სურს. 

ფასადის დეკორატიული ბლოკი – დიზაინის განსხვავებული ელემენტები

ერთი შეხედვით ეს უხეში სტრუქტურის მქონე პროდუქტი, რომელიც დეკორატიული ბლოკის სახელითაა ცნობილი,  გარე სივრცის  სასარგებლო, ფუნქციურ და პრაქტიკულ ობიექტად გადასაქცევად საკმაოდ საჭირო დეტალია. უფრო მეტიც, კრეატიული იდეების მქონე ადამიანები მათ ხშირად სხვადასხვაგვარ გამოსადეგ დანიშნულებასაც უძებნიან, რაც შემდგომში ბევრად აცოცხლებს და დახვეწილ იერს ანიჭებს ეზოს. 

ბეტონის ღობე დეკორატიული ბლოკისგან განსხვავდება იმით, რომ თვითონ პროდუქტი – დეკორატიული ბლოკი – წარმოადგენს ბეტონის ბლოკს ფასადური გვერდებითა და ზოგიერთ შემთხვევაში სასურველი პიგმენტის კომბინაციით. სწორედ ეს დეკორატიული გვერდებია მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი მათ შორის, რომლებიც უკვე სულ სხვა დანიშნულებას სძენს მას და ამის გამო ბაზარზეც პოზიციონირებს, როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი – დეკორატიული ბლოკის სახელწოდებით.

როგორ შევარჩიოთ დეკორატიული ბლოკი
დეკორატიული ბლოკის შერჩევა

ორმხრივი თუ ცალმხრივი?

განასხვავებენ ორი ტიპის დეკორატიულ ბლოკს – ორმხრივსა და ცალმხრივს. როცა  პირველ ვარიანტს ირჩევენ, მათ სურთ როგორც შიგნით, ისე გარეთ ჰქონდეთ მოპირკეთებული ფასადი, ხოლო ვინც არჩევანს ცალმხრივ დეკორატიულ ბლოკზე აკეთებს – შემდეგ იმის გადაწყვეტაც უწევს, შიდა მხრიდან გაამრაველფეროვნოს სივრცე თუ მხოლოდ გარედან გახადოს ვიზუალურად მეტად მომხიბვლელი. 

რა ზომის და რომელი ფერის?

,,ლეგიში’’ დეკორატიული ბლოკები მზადდება 39x19x19 ზომის, არ აქვს მნიშვნელობა ცალმხრივი იქნება ის თუ ორმხრივი. ბევრად მრავალფეროვანია ფერების არჩევანი – მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ რუხი, ყავისფერი, ყვითელი, შავი, წითელი და ასევე ე.წ.  ,,ქოლორ მიქს’’ ტექნოლოგიით დამზადებული ფერები, რაც ერთმანეთთან ორი ან ორზე მეტი ფერის შერევას გულისხმობს.  აქედან გამომდინარე, განსხვავდება ფასებიც. ამ შემთხვევაში რადგან ,,ქოლორ მიქსი’’ უფრო მეტ ჩარევას მოითხოვს, ფასიც შედარებით მაღალი აქვს, ისევე როგორც ორმხრივ საფასადე ბლოკს ცალმხრივთან შედარებით. 

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საფასადე ბლოკზე ,,ქოლორ მიქს’’ ტექნოლოგიით მხოლოდ ,,ლეგის’’ საწარმო მუშაობს, რაც კომპანიას ამ მეტად კონკურენტულ სფეროში სხვებთან შედარებით ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს. უნდა ითქვას ისიც, რომ დღესდღეობით ,,ლეგის’’ მომხმარებელთა უმეტესობა არჩევანს ხშირად სწორედ ,,ქოლორ მიქს’’ ტექნოლოგიით დამზადებულ ორმხრივ საფასადე ბლოკზე აკეთებს, რადგან ფიქრობენ, რომ მსგავსი სტრუქტურის დეკორატიული ბლოკი, რომელიც ამავდროულად განსხვავებული ფერიცაა, სახლის ფასადს არა მხოლოდ ერთი, არამედ ორივე მხრიდან უნდა ამშვენებდეს, რათა მისი ვიზუალურად დატვირთული მხარე სახლის მეპატრონეებთან ერთად, ქუჩაში რიგითი გამვლელებისთვისაც თვალშისაცემი იყოს. 

ღობე – დეკორატიული ბლოკი თუ სამშენებლო? რომელი უნდა გამოიყენოთ და რატომ?

კომპანია ,,ლეგი’’ დეკორატიული ბლოკების გარდა, მომხმარებელს სამშენებლო ბლოკის ფართო ასორტიმენტსაც სთავაზობს. აქ შეხვდებით, როგორც ბეტონის, ასევე პერლიტისა (ენერგო ეფექტური) და პემზის ბლოკებს – სამივე მათგანის სიმტკიცე ევროსტანდარტების შესაბამისია. ზუსტი ზომები და საუკეთესო ხარისხი კი ამ შემთხვევაშიც ,,ლეგის’’ მთავარი ნიშაა. 

თუმცა, როდესაც საუბარია ღობის აშენებაზე, დაინტერესებულ პირებს ,,ლეგი’’ ერთმნიშვნელოვნად და დაუფიქრებლად მხოლოდ დეკორატიულ ბლოკს ურჩევს, რადგან ამით ფასადის ვიზუალი ფაქტობრივად უნაკლოდ და გაცილებით სრულყოფილად გამოიყურება. 

დეკორატიული ბლოკის შესარჩევად ,,ლეგიში’’ მოსულ ადამიანებს შეუძლიათ აქვე შეიძინონ ღობისა და სვეტის ქუდები. ორივე შემთხვევაში ეს არის სავალდებულო ელემენტი, რომელიც ფარავს სტრუქტურის ზედა ნაწილს და ზრუნავს საერთო ესთეტიკურ იერსახეზე. ასევე თრგუნავს ყველა იმ მიზეზს, რამაც სამომავლოდ შესაძლოა სინესტე გამოიწვიოს. ხშირად ბეტონის ამ ნაკეთობებს ერთგვარ გადასაფარებლებსაც ეძახიან, რომლის დახმარებითაც ღობე პირვანდელ ვიზუალურ იერსახეს წლების განმავლობაში უპრობლემოდ ინარჩუნებს. 

კომპანია ,,ლეგი’’ მომხმარებლებს ამ ორ პროდუქციასაც სხვადასხვა ფერის კომბინაციით სთავაზობს. ღობისა და სვეტის ქუდების შეძენას აქ შეძლებთ როგორც რუხ ფერში, ასევე ფორთოხლისფერ, ყავისფერ, ყვითელ, შავსა და წითელ ფერებში – ეს კი პირდაპირ და თავისუფლად ხსნის გზას ბევრად განსხვავებული და მკვეთრი ფერის ფასადის დასამზადებლად. 

თუ გსურთ, რომ ღობე საკუთარი ხელით ააშენოთ

თუკი იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებიც სამშენებლო პროცესში უშუალო ჩართულობით დიდ სიამოვნებას იღებენ და გსურთ, რომ გარე სივრცის ფასადი საკუთარი ხელით შექმნათ, კომპანია ,,ლეგის’’ თქვენთვის სასარგებლო ინსტრუქციები აქვს: 

პირველ რიგში განსაზღვრეთ ღობის სიმაღლე და ბეტონის ბაზისგან შექმენით მყარი საძირკველი, რომელიც ღობის სტაბილურობის მთავარი გარანტი იქნება. ამის შემდეგ ნახევრად მშრალი წესით მოამზადეთ ქვიშა-ცემენტის ნარევი და მოიმარჯვეთ შესაბამისი ფორმა, რათა შექმნათ დეკორატიული ჭრილი. სისწორის დასაცავად ასევე დაგჭირდებათ თარაზო, სახაზავი და მწვანე ლაზერი. ამის შემდეგ კი მიჰყვებით  დიზაინერის მიერ შერჩეულ წყობას. სასურველია, რომ საქმე გაიმარტივოთ და შენებისას ბლოკის ერთი საფეხური იყოს 6 ბლოკისგან შემდგარი, რათა ბოლოს ღობის ქუდის მოჭრა არ გახდეს საჭირო. გახსოვდეთ, რომ ზოგადად ღობის სვეტი შენდება ორი ბლოკის ერთმანეთზე მიჯრით და სრულდება მასზე სვეტისა და ღობის ქუდის დაფარებით.

მსგავსი არცთუ ისე რთული სამშენებლო სამუშაოების საკუთარი ხელით შესრულება ერთი მხრივ ზოგავს სპეციალისტისთვის გადასახდელ გასამრჯელოს ხარჯებს და საშუალებას გაძლევთ, ღობის დასამზადებლად ბიუჯეტიდან შედარებით ნაკლები თანხა გამოყოთ და მეორე მხრივ, განიჭებთ სრულ კონტროლს მშენებლობის პროცესზე, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვენთვის სასურველი ტემპით წარმართოთ.

როგორ შევარჩიოთ დეკორატიული ბლოკი