ბორდიური – როგორც საგზაო ელემენტის განუყოფელი ნაწილი

სარჩევი

მათი ფუნქცია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში  – ის, რაც აქამდე შესაძლოა უმნიშვნელო გეგონათ

ურბანული ინფრასტრუქტურისა და გამწვანების პროცესში ბორდიური (ხშირად არასწორად ნათქვამი – ,,ბორდიული’’, ან ,,ბარდიული’’), საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. არ აქვს მნიშვნელობა, საგზაო იქნება, ტროტუარის თუ დეკორატიული. თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს. მას ხშირად გამოიყენებენ, როგორც საფეხმავლო და საგზაო ტერიტორიების ერთმანეთისგან გასამიჯნად, ასევე კონკრეტული ბარიერების შესაქმნელად. ფუნქციური უპირატესობის გარდა კი, მათ ხშირად აქვთ ვიზუალური დანიშნულებაც –  ესა თუ ის გარემო მეტად მიმზიდველად და ესთეტიკურად რომ გამოიყურებოდეს.  

ბორდიურის ტიპები და ძირითადი მახასიათებლები

სამშენებლო სფეროში ყველაზე ხშირად ძირითადად სამი სახეობის ბეტონის ბორდიური გამოიყენება – საგზაო, ტროტუარის (საფეხმავლო) და დეკორატიული. სამივე მათგანი ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებსა და დანიშნულებას ზედმიწევნით ინაწილებს.

ბეტონის საგზაო ბორდიური – როგორც ყველაზე გამძლე, ბიუჯეტური და შესაბამისად, ყველაზე მოთხოვნადი. მზადდება ცემენტის, წყლისა და აგრეგატების შერევით (როგორიცაა ქვიშა და ხრეში ან დაფშვნილი ქვები).  გამოიყენებენ მაგისტრალებსა და ცენტრალურ გზებზე, საცხოვრებელი უბნების ქუჩებსა და ინდუსტრიულ ზონებში.

ტროტუარის ბორდიური – ამ კატეგორიაში მოიაზრება საგზაო ელემენტი, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარსა და სამანქანო გზას. შესაბამისად, მისი მთავარი და უპირველესი დანიშნულება უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.  არის საკმაოდ მარტივი დიზაინის, რომელსაც სტაბილურობისა და გრძელვადიანი მოხმარებისთვის ბეტონისგან ამზადებენ. იგი ქმნის ბარიერს საფეხმავლო ზონაში ავტომობილების შეჭრისაგან თავის ასარიდებლად და ასევე ხელს უწყობს წვიმის წყლის სწორ დინებას .

დეკორატიული ბორდიური – ძირითადად გამოიყენება ესთეტიკური მიზნებისა და მომხიბლავი ვიზუალისთვის. მსგავსი ტიპის ბორდიურებს შეხვდებით სკოლებსა და ბაღებში, საცხოვრებელ სახლებსა და კომერციულ ობიექტებში. რაც შეეხება მასალას, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ბეტონთან – თუმცა, სასურველი დიზაინის შესარჩევად, შესაძლებელია, სხვადასხვა ფერის შერჩევაც. ზოგადად,  სტანდარტული ფერი რუხია, მაგრამ პიგმენტის დამატების შემთხვევაში შესაძლებელია მივიღოთ 10-მდე სხვადასხვა ფერი,  როგორც წითელი, ყავისფერი, შავი ან ყვითელი – ასევე მწვანე ფორთოხლისფერი ან თეთრი

პირდაპირი კავშირი ბორდიურის მასალას, დიზაინსა და ფასს შორის

ბორდიურის ფასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შერჩეულ მასალასა და პროექტისთვის საჭირო დიზაინზე. თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყველაზე ბიუჯეტური გამოსავალი ბეტონის ბორდიურის დამზადებაა, რადგან მისთვის საჭირო მასალები (ცემენტი, წყალი და აგრეგატები) ხელმისაწვდომია და ნაკლები დანახარჯებით მზადდება. ზუსტად ანალოგიური ფაქტორები განსაზღვრავს ტროტუარის ბორდიურის ფასს, რომელიც საგზაოს მსგავსად, ასევე ბეტონისგან მზადდება.  

ლეგიში შედარებით ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ დეკორატიული ბორდიურის დასამზადებლად, თუმცა ყველა შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ ფასი განისაზღვრება იმ ძირითადი მახასიათებლებით, როგორიცაა: ზომა, მოცულობა, ფერი, დიზაინი. რაც უფრო კომპლექსურია მოთხოვნა – მით მეტად იზრდება ხარჯები.

რას გთავაზობთ ლეგი?

იქ, სადაც წარმოების პროცესი სრულად კონტროლდება, სამშენებლო სფეროსთვის ხშირად დამახასიათებელი უსიამოვნო სიურპრიზების რისკიც ნაკლებია. ლეგი ფლობს თანამედროვე და უმაღლესი დონის გერმანული მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ ორ ქარხანას, რომელიც მას ბაზარზე უკონკურენტოდ დიდი მოცულობის წარმოების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ლეგი, როგორც საქართველოში ბეტონის ნაკეთობების წამყვანი მწარმოებელი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას მასალის დამზადების პროცესსა და მის უმაღლეს, პრემიუმ კლასის ხარისხზე.

ჩვენთან წარმოების სრული პროცესი (მასალების დოზირება, ბეტონის შერევა, პროდუქტის ფორმირება, გამოშრობა და გადმოტვირთვა) მუდმივ მონიტორინგს გადის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ საჭიროებს მექანიკურ ჩარევას, რადგან პროცესი მთლიანად ავტომატიზებულია, ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომის დაშვების ალბათობას.

და ბოლოს, ვინ თუ არა ლეგის 15 წელზე მეტი გამოცდილების მქონე სპეციალისტებმა ყველაზე კარგად იციან, რომ თითოეული მომხმარებელი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, ამიტომაც აქ  ყველა დაინტერესებული პირის შეკითხვას ყოველთვის დეტალურ და ამომწურავ პასუხს სცემენ.

ლეგი გთავაზობთ მრავალფეროვან, ფართო ასორტიმენტს იმ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებისას, რომლებიც რეალურად გარემოს იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის და აუმჯობესებს. ნებისმიერი ბორდიური, იქნება ის საგზაო, ტროტუარის თუ დეკორატიული, გამოიყენება ესთეტიკური და  პრაქტიკული სარგებლის მისაღებად და თითოეული მათგანი ხშირად გადამწყვეტ როლსაც კი თამაშობს სხვადასხვა სამშენებლო პროექტისთვის.  გახსოვდეთ, რომ  ბეტონის ბორდიურები გამოიყენება როგორც საქალაქო გზებისა და მაგისტრალებისთვის ან ტროტუარებისა და ავტოსადგომებისთვის, ასევე ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის, კომერციული ობიექტებისთვისა და საკუთარი საცხოვრებელი სახლებისთვის.

შესაბამისად, ბორდიურის ფასი მერყეობს სწორედ ამ საჭიროებების, პრიორიტეტების, დიზაინისა და შერჩეული მასალის მიხედვით. რაც უფრო მაღალი ხარისხისაა მასალა, მით მეტი თანხის გადახდაა საჭირო სასურველი შედეგის მისაღებად. თუმცა, სწორად შერჩეული მასალითა და  სამუშაო ტექნიკის სრულფასოვანი ცოდნით  მიღებული შედეგი მოლოდინს თითქმის ყველა შემთხვევაში ამართლებს.