ბათუმის ბულვარი ლეგის ფილებით 

ახლა 2022 წლის მაისია  და ვუბრუნდებით ერთ – ერთ ცნობილ პროექტს ბათუმის ბულვარს, რომელიც მოპირკეთებულია 2016 წელს.  დიახ სწორედ 2016 წელს ბათუმის ბულვარის ექსტერიერის 42 840  კვადრატი ლეგის ორშრიანი ვიბროდაწნეხილი ფილით მოპირკეთდა. 

    ამ პროექტმა საზოგადოების დიდი  ინტერესი გამოიწვია, მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს და ლეგის პროდუქციას, ხშირი იყო მოსაზრება რომ ფილა მალე დაზიანდებოდა და ეს ნაბიჯი უბრალოდ ფინანსური დანახარჯის წყალში გადაყრა იყო.  

      გავიდა 6 წელი და ლეგის ფილა გამოიყურება ისე როგორც დაგების პროცესში გამოიყურებოდა, არ დაზიანებულა. Ჩვენი უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო და  კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ პროდუქტი, რომელიც არის: ეკოლოგიურად უსაფრთხო , ასევე ყინვამედეგობის, წყალშთანთქვის, მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნების შესაბამისი. აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ , რომ  ჩვენ ნამდვილად ვქმნით ხარისხს.  

     აქვე იხილეთ ბათუმის ბულვარის ფოტოები ფილის დაგებიდან 6 წლის შემდეგ. დრო ნამდვილად გადის- ხარისხი კი რჩება  !