რატომ არის ლეგი საქართველოში საუკეთესო კომპანია ბეტონის ფილებისა და სამშენებლო ელემენეტების წარმოების ინდუსტრიაში?

სარჩევი

ბეტონის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში საკმაოდ მრავლადაა, თუმცა, მათ შორის ლიდერის პოზიციას უკვე წლებია ,,ლეგი’’ ინარჩუნებს. ეს წარმატება შემთხვევითი არ არის და ამ სტატიაში სწორედ იმ მიზეზებს გაეცნობით, რომლებმაც ,,ლეგი’’ სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გამორჩეულ მოთამაშედ აქცია.

  • ლეგის გზა წამყვანი ბრენდის სტატუსამდე
  • ტექნოლოგია, რომელიც ქმნის ხარისხს
  • ბეტონის ფილების წარმოების ახალი სტანდარტი – რატომ არის ,,ლეგი’’ საუკეთესო არჩევანი
  • ,,ლეგის’’ კატალოგი  – როცა ერთ კომპანიაში ყველაფერს პოულობ
  • შედეგები, რომელთა წარმატებაც კლიენტების კმაყოფილებით დასტურდება
  • ,,ლეგი’’ – არჩევანი მათთვის, ვინც ხარისხს აფასებს

ლეგის გზა წამყვანი ბრენდის სტატუსამდე

სამშენებლო მასალების ბაზარზე კონკურენცია საქართველოში ბოლო ათწლეულში საგრძნობლად გაიზარდა. მოთხოვნამ იმატა არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ ხარისხზეც –  განსაკუთრებით ურბანულ სივრცეებში, სადაც ვიზუალურ ელემენტებს ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად უკვე ესთეტიკური მნიშვნელობაც ენიჭება. სწორედ ამ გარდამავალ ეტაპზე გამოჩნდა ,,ლეგი’’ – კომპანია, რომელმაც დროულად შენიშნა მზარდი მოთხოვნა ევროპული ხარისხის ბეტონის ფილებზე და ბაზარს რაღაც ახალი შესთავაზა:  დახვეწილი და ინდივიდზე მორგებული გადაწყვეტილებები.

,,ლეგის’’ პირველი საწარმო 2011 წელს ქობულეთში გაიხსნა, რასაც მოჰყვა მეორე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის ამოქმედება თბილისში. ორივე ობიექტი გათვლილია ფართომასშტაბიან წარმოებაზე და გამოირჩევა სრულად ავტომატიზებული პროცესებით. 

აღსანიშნავია, რომ წლებთან ერთად,  კომპანია უფრო და უფრო ფართოვდება – დღეს უკვე აქტიურად შენდება მესამე ქარხანა თერჯოლა, ნახშირღელეში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ,,ლეგის’’ სტაბილურ ზრდასა და ამბიციურ ხედვას. თუმცა, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის ის, რაც ამ კომპანიას კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს – ის ქმნის ახალ სტანდარტს, სადაც ტექნოლოგია, დიზაინი და კლიენტზე ზრუნვა ერთ სისტემაშია თავმოყრილი.

ამრიგად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ,,ლეგის’’ წარმატება არ არის ერთჯერადი პროექტების ჯამი. ეს არის სისტემური მიდგომის შედეგი – ხედვა, რომელიც ერთ კონკრეტულ ფილოსოფიას ეფუძნება. სწორედ ამ სტრატეგიის წყალობით შეძლო კომპანიამ წამყვანი პოზიციის მოპოვება ინდუსტრიაში, სადაც სტაბილური ზრდა იშვიათად ხდება ხოლმე რეალური კონკურენტული უპირატესობა. თუმცა, მაინც რა იგულისხმება ამ უპირატესობებში უფრო კონკრეტულად?

ტექნოლოგია, რომელიც ქმნის ხარისხს

,,უმთავრესი არის ხარისხი’’ – ეს პრინციპი ,,ლეგიში’’ არა მხოლოდ აღიარებულია, არამედ კომპანიის  ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს.  სწორედ ამის გამოა, რომ ორივე მოქმედი ქარხანა – ქობულეთსა და თბილისში – აღჭურვილია უახლესი გერმანული დანადგარებით, რაც სტაბილური და გამძლე ბეტონის პროდუქციის დასამზადებლად  საჭირო ტექნოლოგიური საფუძველია. ამასთან, წარმოების თითოეული ეტაპი: მასალების შერევა, ფორმირება, გამოშრობა და შეფუთვა – სრულად ავტომატიზებულია, რაც გამორიცხავს შეცდომებს და ამცირებს ადამიანური ფაქტორის უარყოფით გავლენას საბოლოო შედეგზე.

ამ ტექნოლოგიური ბაზის წყალობით ,,ლეგი’’ სწრაფად აკმაყოფილებს როგორც მასშტაბური სამშენებლო პროექტების, ისე მცირე ინდივიდუალური შეკვეთების მოთხოვნებს. ავტომატიზაცია არა მარტო აჩქარებს პროცესს, არამედ უზრუნველყოფს სტაბილურობას, რომელიც მოცულობითი წარმოების დროს განსაკუთრებით აუცილებელია. ამას ემატება შიდა ლაბორატორია და ქვიშა-ღორღის სამსხვრევი კომპლექსი, რომელიც განუწყვეტლივ ამოწმებს თითოეულ ნედლეულსა და მზა პროდუქციას EN 1338 ევროპული სტანდარტის შესაბამისად.

უფრო მეტიც, პროცესს მუდმივად აკონტროლებს კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი და სწორედ ეს ბალანსი – ავტომატიზაციასა და ადამიანურ ცოდნას შორის ქმნის იმ შედეგს, რის გამოც ,,ლეგის’’ პროდუქცია ბაზარზე გამორჩეულად სანდოდ მიიჩნევა.

ბორდიული

დახმარება გჭირდება? დაგვიკავშირდი და გაიარე უფასო კონსულტაცია ჩვენს გაყიდვების მენეჯერთან

ბეტონის ფილების წარმოების ახალი სტანდარტი – რატომ არის ,,ლეგი’’ საუკეთესო არჩევანი

,,ლეგიში’’ დიდ ყურადღებას უთმობენ არა მხოლოდ ხარისხს, არამედ პროდუქციის მრავალფეროვნებას, რაც საშუალებას იძლევა თითოეული ფილა შეესაბამებოდეს როგორც საცხოვრებელი სახლების, ისე ფართომასშტაბიანი კომერციული პროექტების მოთხოვნებს. პროდუქცია გამოირჩევა მდგრადობით, ვიზუალური დახვეწილობითა და ინოვაციური ე.წ. „Color Mix’’ ტექნოლოგიით, რომლის მეშვეობითაც თითოეული ფილისთვის უნიკალური ფერთა კომბინაციის მიღებაა შესაძლებელი. 

ამავდროულად, „ლეგი’’ მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებით მრავალფეროვან კატალოგს, რომელშიც თავმოყრილია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე სტილის მოსაპირკეთებელი ფილები. ასორტიმენტში შედის ისეთი მოდელები, როგორიცაა მიქსი, ნანო მიქსი, აგური, ნანო აგური, კვადრატი, ახალი ქალაქი, მოდერნი, ძველი ქალაქი, სანაპირო, სინუსი, პრომენადი, რომბი, პარკეტი, რეტრო, ლეგ-ისი და სხვა მრავალშრიანი დიზაინის ელემენტები, რომლებიც ,,ლეგის’’ პროდუქციას ბაზარზე კონკურენტებისგან მნიშვნელოვნად გამოარჩევს. 

ლეგის კატალოგი  – როცა ერთ კომპანიაში ყველაფერს პოულობ

,,ლეგის’’ პროდუქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ მოსაპირკეთებელი ფილებით – კომპანიის კატალოგში თავმოყრილია სამშენებლო და დეკორატიული ელემენტების სრულყოფილი სპექტრი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყველა საჭირო მასალა ერთ სივრცეში მოიძიოს. ეს მოიცავს როგორც ფუნქციურ ელემენტებს, როგორიცაა ბორდიურები და სამშენებლო ბლოკები, ასევე ესთეტიკურად გამორჩეულ დეტალებს: ფასადის აგურებსა და ინდივიდუალური დიზაინის ელემენტებს. ასეთი მრავალფეროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მომხმარებელი კომპლექსურ და სტილისტურად თანმიმდევრულ გადაწყვეტას ეძებს.

ამ კატალოგის გამორჩეული უპირატესობა ის არის, რომ ყველა პროდუქტი დამზადებულია ერთიანი სტანდარტით, იმავე ხარისხის კონტროლის პირობებში, რაც ,,ლეგის’’ საიმედოობის გარანტიად ჯერ კიდევ წლების წინ იქცა. მაგალითად, ბორდიურების სერია მოიცავს როგორც საგზაო, ისე დეკორატიულ ტიპებს, რაც მრავალფეროვანი პროექტებისთვის არჩევანს ბევრად ამარტივებს. სამშენებლო ბლოკები კი წარმოდგენილია ბეტონის, პემზისა და პერლიტის ვარიანტებით, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, შეარჩიონ მასალა თბოიზოლაციისა და სიმტკიცის საჭიროებების მიხედვით.

უნდა აღინიშნოს, რომ ლეგის შოურუმში წარმოდგენილი ასორტიმენტი განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე პროფესიონალი არქიტექტორებისა და დეველოპერებისთვის, რომლებიც დეტალებსა და მასალის სანდოობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორედ ასეთი სისტემური და ფართო ხედვა აძლევს კომპანიას საშუალებას, იყოს არა მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის მომწოდებელი, არამედ თქვენი საიმედო პარტნიორი ამა თუ იმ პროექტის თითოეულ ეტაპზე. 

შედეგები, რომელთა წარმატებაც კლიენტების კმაყოფილებით დასტურდება

კლიენტების კმაყოფილება „ლეგისთვის’’ არ არის მხოლოდ ციფრებში გაზომვადი მაჩვენებელი – ეს არის კომპანიის ზრდისა და რეპუტაციის რეალური ანარეკლი. წლების განმავლობაში განხორციელებული ასობით პროექტი, დაწყებული საცხოვრებელი სახლების ეზოებით, დასრულებული დიდი ინფრასტრუქტურული ობიექტებით, ცხადად აჩვენებს, რომ მომხმარებლები ამ კომპანიასთან მრავალჯერადად თანამშრომლობენ.  სწორედ კლიენტების მაღალი ლოიალურობა გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ,,ლეგი’’ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ცნობად ბრენდად იქცა.

„ლეგი’’ მომხმარებელს არ სთავაზობს მხოლოდ პროდუქციას – ის ქმნის გამოცდილებას, რომელიც იწყება სწორი და სრულყოფილი კონსულტაციით. თითოეული დეტალი, დაწყებული დიზაინის შერჩევითა და ფერთა კომბინაციით, დამთავრებული ტრანსპორტირებითა და მონტაჟთან დაკავშირებული რეკომენდაციებით, ემსახურება იმას, რომ კლიენტი  პროცესის ყველა ეტაპით კმაყოფილი დარჩეს.

მომხმარებლის მხრიდან მიღებული უკუკავშირი – იქნება ეს სოციალურ მედიაში გამოხატული დადებითი გამოხმაურება, თუ განმეორებითი შეკვეთები – ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს,  რომ „ლეგიმ’’  შეძლო და   ჩამოაყალიბა პლატფორმა, რომელსაც მომხმარებელი სანდო პარტნიორად აღიქვამს. სწორედ ამ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აძლევს კომპანიას საშუალებას, განაგრძოს სტაბილური ზრდა და კვლავაც შეინარჩუნოს ლიდერის სტატუსი ქართულ ბაზარზე.

,,ლეგი’’ – არჩევანი მათთვის, ვინც ხარისხს აფასებს

მშენებლობაში თითოეულ დეტალს შეუძლია განსაზღვროს სივრცის საბოლოო შედეგი – იქნება ეს ეზოს ფილა, ფასადის ბლოკი თუ დეკორატიული ელემენტი. ხარისხი არ არის მხოლოდ ვიზუალური შთაბეჭდილება, ის თავის მხრივ მოიაზრებს  გამძლეობას, სტაბილურობასა და ამავე დროს – ესთეტიკას. სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული „ლეგის’’, როგორც ბრენდის იდენტობა: შექმნას პროდუქცია, რომელიც პასუხობს არა მხოლოდ ტექნიკურ სტანდარტებს, არამედ მომხმარებლის მაღალ მოლოდინებს. 

„ლეგის’’ პროდუქციის თითოეულ ფენაში იგრძნობა ის სისტემური მიდგომა, რომელსაც კომპანია უკვე წლებია იყენებს – უმაღლესი ხარისხის ნედლეულის შერჩევით დაწყებული, ევროპული ტექნოლოგიებით წარმოებული პროდუქციით დასრულებული.  ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიაში არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი – ეს არის სამუშაო ფილოსოფია, რომელიც გუნდში ყველა რგოლს აერთიანებს – ინჟინერსაც, დისტრიბუტორსაც და მენეჯმენტსაც. სწორედ ამ ერთიან ხედვაზე დაყრდნობით ქმნის „ლეგი’’ პროდუქციას, რომლის ღირებულებაზეც ყველაზე ბევრს კლიენტთა კმაყოფილების მაჩვენებელი ამბობს. 

ამავე დროს, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება „ლეგისთვის’’ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პროდუქტის ტექნიკური მხარე. კლიენტების მუდმივი უკუკავშირი, განმეორებითი შეკვეთები და ნდობის მაღალი ხარისხი აჩვენებს, რომ „ლეგი’’ დღეს სტანდარტების იმდენად მაღალ თამასას აწესებს, რომლამდეც კონკურენტები უბრალოდ ვერ აღწევენ. საბოლოოდ კი, ეს არის ის არჩევანი, რომელსაც მომხმარებელი აკეთებს მაშინ, როცა უბრალოდ მასალა კი არა, ხარისხი სჭირდება.