როგორ შევურჩიოთ დეკორატიული ბორდიური ეზოს ფილებსა და ბაღს?

სარჩევი

ეზოსა და ბაღის მოწყობას სპეციალისტები ხშირად ერთგვარ ხელოვნებად მიიჩნევენ, სადაც ყოველი დეტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სადაც  სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს ზოგჯერ ერთი შეხედვით  მცირე ელემენტები სძენს. ასეთი მნიშვნელოვანი შტრიხი შეიძლება იყოს ნებისმიერი დეკორატიული ან პრაქტიკული დეტალი, რომელიც ექსტერიერს დასრულებულ, სრულყოფილ იერსახეს მიანიჭებს, თუმცა, ამ შემთხვევაში ყურადღებას ბეტონის დეკორატიულ ბორდიურზე გავამახვილებთ – ელემენტზე, რომელსაც ექსტერიერში ერთდროულად ფუნქციური და ესთეტიკური დატვირთვა აქვს. 

ზოგადად, პრაქტიკული თვალსაზრისით, ბორდიური ხელს უშლის გაზონის ან ყვავილნარის გავრცელებას ბილიკებზე, იცავს მცენარეებს დაზიანებისგან და ეხმარება წყლის სწორად განაწილებას. ესთეტიკური თვალსაზრისით კი, იგი ქმნის ერთგვარ კონტრასტს, მით უფრო მაშინ, თუ შერჩეული ფერი ეზოს ფილებს, ბაღსა და საერთო დიზაინს ჰარმონიულად ერწყმის.

ბორდიურის ეზოს ფილებთან  შესაბამისობის მთავარი პრინციპები

ხშირად  ამბობენ, რომ ბეტონის ბორდიურის მთავარი უპირატესობა სწორედ ფერების ნაირსახეობაშია, სწორედ ამიტომ ,,ლეგიში’’  მუდამ ვზრუნავთ იმაზე, რომ  მომხმარებელს კონკურენტებისგან განსხვავებული ფერთა პალიტრა შევთავაზოთ. აქ  შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც რუხი, თეთრი, ფორთოხლისფერი, ყავისფერი, ისე ყვითელი, შავი და წითელი დეკორატიული ბორდიური. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეძლებთ, შექმნათ ერთგვარი კონტრასტი ეზოს ფილებთან და ბაღის სხვა ელემენტებთან მიმართებით.

ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, გამორჩეული დიზაინის შექმნა ორ მთავარ პრინციპს ეფუძნება: 

ფერთა ჰარმონია – ბორდიური შეიძლება იყოს ეზოს ფილების იდენტური ფერი ან  უფრო თვალშისაცემი ეფექტისთვის, შესაძლებელია სხვა კონტრასტული ფერების შერჩევაც. სპეციალისტების აზრით, ნატურალური ფერის ბეტონის ბორდიურები, მაგალითად,  ნაცრისფერი, იდეალურად ერგება ნებისმიერი სტილის ბაღს და განსაკუთრებით კარგად ერწყმის ისეთ ფილებს, რომლებიც ვიზუალით ბუნებრივ ქვას ჰგავს. რაც შეეხება უფრო მკვეთრ ფერებს, როგორიცაა: წითელი, ყვითელი ან მწვანე, ის შეიძლება ჰარმონიულად შეუხამოთ ეზოში დასაგებ ფილებს და  მისი მეშვეობით გარკვეული მკაფიო აქცენტიც კი გააკეთოთ ამა თუ იმ ელემენტზე. 

ტექსტურის ბალანსი – როდესაც საუბარია ბეტონის დეკორატიულ ბორდიურზე, ტექსტურის ბალანსის მხრივ, პრობლემები ნაკლებად იქმნება, რადგან არსებული ვიზუალით იგი საუკეთესოდ შეიძლება შეერწყას ნებისმიერი ტექსტურის ეზოს ფილას.

როგორ შევურჩიოთ დეკორატიული ბორდიური ეზოს ფილებსა და ბაღს?
როგორ შევურჩიოთ დეკორატიული ბორდიური ეზოს ფილებსა და ბაღს?

ბაღის დიზაინში ბორდიურის ჰარმონიული ინტეგრირება

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა,  მნიშვნელოვანია ბაღის დიზაინთან ბორდიურის სტილისტური თავსებადობაც, კერძოდ კი ის, რომ ბუნებრივად ჯდებოდეს ეზოს საერთო სტილის ერთიან იერსახეში – იქნება ეს ტრადიციული, კლასიკური თუ თანამედროვე და მინიმალისტური დიზაინი. 

ზოგადად, ბეტონის ბორდიური შესანიშნავი ინსტრუმენტია ბაღის სხვადასხვა ფუნქციური ზონის გამოსაყოფად და მათ შორის როგორც ვიზუალური, ისე ფიზიკური საზღვრების დასაწესებლად – რაც, როგორც წესი, სივრცეს ყოველთვის მეტად ორგანიზებულს ხდის.

მაგალითად, ბორდიურით შეგიძლიათ გამოყოთ დასვენების ზონა, სადაც განთავსებული იქნება ბაღის ავეჯი, საზაფხულო სამზარეულო ან საბავშვო სათამაშო მოედანი. ასევე შესაძლებელია, სხვადასხვა ტიპის მცენარეული ზონების  – ყვავილების, ხეხილის ბაღის, ბოსტნის ან დეკორატიული ბუჩქნარის გამიჯვნა. 

ამ ელემენტის გამოყენება კიდევ უფრო ეფექტურია მაშინ, როცა  სხვადასხვა სიმაღლის მცენარეული საფარის ერთმანეთისაგან გაცალკევება სურთ – მაგალითად, როცა საქმე ეხება  მოკლედ შეჭრილი გაზონისა და უფრო მაღალი დეკორატიული ბალახების  გამიჯვნას, ამ შემთხვევაში ბორდიური არა მხოლოდ ვიზუალურ ზღვარს ქმნის, არამედ პრაქტიკულ ფუნქციასაც ითავსებს, რადგან ხელს უშლის აგრესიული მცენარეების გავრცელებას და ამარტივებს ბაღის მოვლის პროცესს. 

ბორდიურით ასევე შეგიძლიათ  ხაზი გაუსვათ ეზოს მკაცრ, სიმეტრიულ კომპოზიციას, შექმნათ ბუნებრივი გადასვლები  სხვადასხვა ზონას შორის ან შემოღობოთ  ე.წ. შადრევნის ტერიტორია – რისთვისაც ტენის მიმართ საკმაოდ გამძლე მასალაა საჭირო, შესაბამისად, ბეტონის ბორდიური მისი მდგრადობის გამო, აქ ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში იდეალური გამოსავალი შეიძლება რომ იყოს. 

გახსოვდეთ, რომ ,,ლეგიში’’ ნებისმიერი ტიპის ბორდიური, მათ შორის დეკორატიულიც –  სწორედ ბეტონისგან მზადდება, რაც ლანდშაფტის დიზაინში მისი უნივერსალური მახასიათებლებისა და ფერთა მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამო, ყველაზე პოპულარულ არჩევანს წარმოადგენს. მისი მარტივი დიზაინი, ტექსტურა, სტილი და ზომა კი   (500X80X200) შესანიშნავად ერგება ნებისმიერი სტილის ბაღს. 

ყველა სეზონზე მიმზიდველი ვიზუალი

შეძენამდე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, თუ როგორი იქნება თქვენ მიერ არჩეული ბეტონის ბორდიურის გარეგნული მხარე სხვადასხვა სეზონზე. კარგად შერჩეული ბორდიური არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წლის ნებისმიერ დროს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს გარემოს, მაგალითად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბუნებრივი, მიწისფერი ტონები განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება შემოდგომის ფერებთან, ხოლო მკვეთრ, კონტრასტულ ბორდიურებს ზამთრის ცივ, სუსხიან ამინდებში გარემოში უფრო მხიარული აქცენტები შემოაქვს. 

ამასთან, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, ბეტონის ბორდიურის მთავარი უპირატესობა, სეზონური ცვლილებების მიმართ მისი მედეგობააა, რადგან ის არ ზიანდება ყინვით, არ იბზარება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას და ინარჩუნებს ფერსა და ფორმას წლიდან წლამდე. ეს თვისება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს კლიმატისთვის, სადაც წლის განმავლობაში შეიძლება იყოს როგორც მაღალი ტემპერატურა, ისე ყინვა და უხვი ნალექი.

უსაფრთხოება და ეკოლოგიური ასპექტები 

რაც დრო გადის, თანამედროვე ლანდშაფტური დიზაინი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურ ფაქტორებს, ამ ტენდენციებს კი სრულად პასუხობს ,,ლეგის’’ ბეტონის ბორდიურები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ნედლეულისგან მზადდება, არ შეიცაცს მავნე დანამატებს  და მაქსიმალურად ამცირებს გარემოზე ზემოქმედების რისკებს. 

საგულისხმოა, რომ ბეტონის ბორდიური ხელს უწყობს ბაღში წყლის რაციონალურ გამოყენებასაც – უფრო კონკრეტულად, იგი ეხმარება სარწყავი წყლის მიმართვას კონკრეტულ მცენარეულ ზონებში და მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის დანაკარგს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს  რეგიონებში, სადაც წყლის რესურსები რიგ შემთხვევებში  შეზღუდულია. გარდა ამისა, ძლიერი წვიმის დროს ის გარკვეულწილად აკონტროლებს და სასურველი მიმართულებით უშვებს  წყლის ნაკადს, რაც  ამცირებს ეროზიის რისკს. ამით ბორდიური იცავს როგორც ლანდშაფტის ელემენტებს, ისე შენობის საძირკველსა და სხვა კონსტრუქციებს ზედმეტი ტენის ზემოქმედებისგან. მისი მდგრადი სტრუქტურა კი უზრუნველყოფს, რომ ბაღის დიზაინი და ფუნქციონალურობა, მინიმალური მოვლით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდეს. 

რაც შეეხება უსაფრთხოების ელემენტებს, ამ კუთხით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბეტონის ბორდიური მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეზოსა და ბაღის უსაფრთხოებისა და სტრუქტურული მთლიანობის შენარჩუნებაში. სწორად დამონტაჟებული ბორდიური აძლიერებს ბილიკებისა და ტერასების კიდეებს, რაც ხელს უშლის მათ დეფორმაციასა და ეროზიას დროთა განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ფერდობზე განლაგებული ბაღებისთვის, სადაც ნიადაგის ჩამოშლის რისკი მაღალია. 

დეკორატიული ბორდიური – მცირე დეტალების დიდი გავლენა

ბეტონის დეკორატიული ბორდიური წარმოადგენს უნივერსალურ და მრავალფუნქციურ ელემენტს, რომელიც თანამედროვე ლანდშაფტურ დიზაინში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი სიმარტივე და პრაქტიკულობა, რომელსაც ბონუსად ესთეტიკური მრავალფეროვნება ერწყმის, საშუალებას იძლევა შეიქმნას კომფორტული, ორგანიზებული და ვიზუალურად მიმზიდველი გარემო ნებისმიერი სტილის ეზოსა თუ ბაღში.

სწორად შერჩეული და დამონტაჟებული ბორდიური არა მხოლოდ აწესრიგებს სივრცეს და ქმნის მკაფიო საზღვრებს სხვადასხვა ფუნქციურ ზონას შორის, არამედ იცავს მცენარეებს, უზრუნველყოფს სტრუქტურულ მთლიანობას და ხელს უწყობს წყლის რაციონალურ გამოყენებას. სხვადასხვა კლიმატური პირობების მიმართ მედეგობა და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა კი ის ფაქტორებია, რომლებსაც თითოეული პოტენციური მომხმარებელი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს.  

როგორც ამბობენ, სრულყოფილება ხშირად მარტივ დეტალებაში იმალება,  ბეტონის დეკორატიული ბორდიური კი შეიძლება სწორედ ის დეტალი იყოს, რომელიც თქვენს ბაღს სრულყოფილ, დასრულებულ სახეს მიანიჭებს და მას ესთეტიკურ მიმზიდველობას წლების განმავლობაში შეუნარჩუნებს. ამ მეტად რთულ მისიას კი ,,ლეგის’’ დახმარებით უფრო მარტივად გაუმკლავდებით, რადგან აქ  წარმოებული სტანდარტული ზომის ბეტონის ბორდიური, ფერთა სხვადასხვაგვარი კომბინაციით,  საშუალებას იძლევა, შეიქმნას ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებასა და საჭიროებებს უპასუხებს. 

როგორ შევურჩიოთ დეკორატიული ბორდიური ეზოს ფილებსა და ბაღს?