ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები – ექსტერიერის მნიშვნელოვანი შტრიხი

სარჩევი

შეარჩიო ფილები ეზოსთვის – საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან ხშირად სწორედ ეს დეტალი განსაზღვრავს, როგორი სტილის იქნება თქვენი საცხოვრებელი სახლისა თუ კომერციული ობიექტის გარე სივრცე. არჩევანი კი იმდენად მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, რომ სასურველი ვიზუალის შესაქმნელად მხოლოდ ფანტაზიის მოხმობაა საჭირო. 

ვიზუალური მხარის გარდა,  ფილებით ეზოს მოპირკეთებას საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს –  უძლებს ნებისმიერ კლიმატურ პირობებს (ძლიერ ყინვას, წვიმასა და გაუსაძლის სიცხეს),  ესთეტიკურ იერსახეს ინარჩუნებს წლების განმავლობაში, არ იბზარება და არ ცვდება ადვილად,  მარტივია მოსავლელად და რაც ყველაზე მთავარია, ეზოს ბევრად სასიამოვნო იერს ანიჭებს.

5 მიზეზი - რატომ უნდა მოაპირკეთოთ ეზო ფილებით?

ფილებით ეზოს მოპირკეთებას რამდენიმე უპირატესობა აქვს.  პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი შტრიხი დახვეწილი ვიზუალის მისაღებად, რაც პირდაპირ კავშირშია თქვენი უძრავი ქონების ღირებულებასთან. რაც უფრო მიმზიდველად გამოიყურება საცხოვრებელი სახლის ან კომერციული ობიექტის გარე სივრცე, მით უფრო მაღლა იწევს მისი ფასი პოტენციური კლიენტების თვალში – შესაბამისად, ეს არის ჭკვიანურად გაღებული ინვესტიცია ნებისმიერი უძრავი ქონებისთვის. 

ფილები ეზოსთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს – ზედაპირი ბევრად მდგრადია მოცურების მიმართ, ამიტომაც ხშირია შემთხვევები, როცა ფილებს საცურაო აუზის მიმდებარედ აგებენ.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც ეზოში ფილების დაგებას ამართლებს – მოვლის მარტივი პირობებია. ბალახის საფარისგან განსხვავებით, ფილებს არც მორწყვა სჭირდება და არც სათიბი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მათგანი დაზიანდა, მთლიანი ზედაპირის შეცვლის ნაცვლად,  მხოლოდ ის კონკრეტული დახარვეზებული მონაკვეთი იცვლება. 

ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები დაგების შემდეგ ხელს უშლის სარეველების ზრდასა და ნიადაგის ეროზიას, დიდხანს ინარჩუნებს მომხიბლავ სტუქტურას და ქმნის ფუნქციურ გარე სივრცეს.

ეზოს ფილები - ფასი და სახეობები - ის, რაც ერთმანეთთან მუდმივ ბმაშია

 ლეგის პროდუქციაში არსებული ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ფერთა პალიტრა. ზოგადად არსებობს ბეტონის, გრანიტის, ბაზალტისა და ბუნებრივი ქვის სხვადასხვა ფილები. კონკრეტულად ლეგიში  20-მდე  დიზაინის ბეტონის ფილას შეხვდებით. მათი არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • მიქსი – შედგება 4 სხვადასხვა ზომის ფილისგან. მასზე არჩევანს აჩერებენ მაშინ, როცა ეზოს, პარკების, ტროტუარებისა და ბილიკების იერსახის გამრავალფეროვნება სურთ. 
  • აგური – გამორჩეული უნივერსალური ფორმით, პოპულარულია თავისი მკაცრი დიზაინისა და მარტივი კონფიგურაციის გამო. 
  • კვადრატი – გამოიყენება საცალფეხო ბილიკების მოსაპირკეთებლად. ამ ფილის მთავარ უპირატესობად სიმარტივე მიიჩნევა. 
  • ახალი ქალაქი – ხშირად გვხვდება კაფე-რესტორნებისა და სასტუმროების გარე სივრცეებში, კოტეჯებისა და აუზის მიმდებარე ტერიტორიებზე. აქვს დახვეწილი ფორმა და გლუვი ზედაპირი.
  • მოდერნი – მათთვის, ვისაც ექსპერიმენტები და არასტანდარტული დიზაინი ხიბლავს. ჰარმონიულად ერწყმის თითქმის ყველა სახის არქიტექტურულ პროექტს. 
  • რომბი – სხვადასხვა ფერის საშუალებით იძლევა სამ განზომილებიან ეფექტს.
  • ლეგ-ისი ქვაფენილი – შედგება 7 სხვადასხვა ზომის უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ფილისგან და არის ბუნებრივი ქვის ალტერნატივა.

გამოყოფენ ფილებს ინდუსტრიული ობიექტებისთვის, თითოეულ მათგანს თავის დანიშნულება აქვს. მაგალითად, იმ ადგილებისთვის, როგორიცაა საბაჟო გამშვები პუნქტები, სადაც განსაკუთრებით ხშირია სხვადასხვა ტრანსპორტისა და მძიმე ტექნიკის გადაადგილება, ხშირად იყენებენ ფილებს  სახელწოდებით ,,უნი კოლოკი’’,   ,,ეტლი’’ და ა.შ. (სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს კატალოგში).

გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ბეტონის პროდუქციას:

ფილები, ბორდიურები, დეკორატიული ბლოკი, საფასადე/დიზაინის ელემენტები და სამშენებლო ბლოკები

ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები - ფასი, რომელზეც ყოველთვის ახდენს გავლენას შემდეგი ფაქტორები:

  • ფილის სისქე –  რაც უფრო სქელია ფილა, მით მეტია მისი წარმოების ხარჯი, ეს კი პირდაპირ გავლენას ახდენს ფილის საფასურზე. 
  • ფერი და პიგმენტები – არასტანდარტული ფერი  ფასს შედარებით  აძვირებს.  ღირებულებას ზრდის ერთმანეთთან ორი ან მეტი პიგმენტის შერევაც.
  • ცემენტის ტიპი – თეთრ ცემენტთან შედარებით, რუხი ცემენტის ტიპი უფრო სტანდარტული და ბიუჯეტური ვარიანტია.
  • ზომა და ფორმა – რაც უფრო დიდი ფორმატისაა ფილა , მით მეტია მისი ღირებულება. ფასს ზრდის ფილის კიდეებზე სპეციალური დახრილობის არარსებობაც. 

ლოჯისტიკის ხარჯები – ფილების ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე, მათი ინსტალაცია და სამუშაო ძალა დამატებით თანხას მოითხოვს.

როცა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანასთან ყველაზე ახლოს ხარ!

თქვენი ეზოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება ახლა იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე. 

არ აქვს მნიშვნელობა რა სირთულის პროექტისთვის ეძებთ ფილებს – ლეგიში თქვენთვის სასურველი დიზაინი ნებისმიერი საჭიროებისთვის მოიძებნება.  როცა უკვე იცით, სად შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის ეზოს  მოსაპირკეთებელი ფილები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, ბევრი ფიქრი თქვენი სურვილების სისრულეში მოყვანის პროცესს მხოლოდ გადაავადებს. 

ლეგი დაგეხმარებათ შექმნათ ის, რაც ვინ იცის, იქნებ ძალიან დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ!