ბორდიურის ფასი – გასათვალისწინებელი ფაქტორები ბიუჯეტის სწორად განსაზღვრისთვის

სარჩევი

განსხვავებები კატეგორიებს შორის და პასუხი მთავარ კითხვაზე – რა ღირს ბორდიური?

საგზაო, ტროტუარის თუ დეკორატიული?

სამშენებლო სექტორში იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვინც არ იცის,  რა მნიშვნელობა აქვს ამ ერთი შეხედვით მარტივ კონსტრუქციას გზების, ქალაქებისა თუ უბნების ფორმირების პროცესში. ლეგი გთავაზობთ ბორდიურის სამ ძირითად ტიპს: საგზაოს, საფეხმავლოსა და დეკორატიულს – ინფორმაციისთვის,  სამივე არის ბეტონის ბორდიური. ამ ბლოგში თითოეულის მთავარ მახასიათებელსა და უპირატესობას განვიხილავთ.

ბეტონის საგზაო ბორდიური ძირითადად მაგისტრალებსა და ცენტრალურ გზებზე, საცხოვრებელი უბნების ქუჩებსა და ინდუსტრიულ ზონებში გამოიყენება იმისთვის, რომ მკაცრად გამიჯნოს ქვეითთა ტერიტორია ავტომობილებისთვის განკუთვნილი სავალი გზისგან. სამშენებლო სფეროში ბეტონის საგზაო ბორდიურის პოპულარულობა განპირობებულია მისი ეკონომიურობისა და გამძლეობის მაღალი ხარისხით. რაც მთავარია, ბეტონის ბორდიური იძლევა იმის უპირობო გარანტიას, რომ გაუძლებს ამინდის მკაცრ პირობებს და სატრანსპორტო საშუალებების საკმაოდ გადატვირთულ მოძრაობასაც. მასზე არჩევანს განსაკუთრებით მაშინ აკეთებენ, როცა მის გამოყენებას გრძელვადიან პერსპექტივაში მოიაზრებენ, რადგან სხვა მასალებისგან განსხვავებით, ბეტონი ბევრად მდგრადია და დროს ყველაზე დიდხანს უძლებს. 

საგზაოს გარდა, არსებობს ასევე ბეტონისგან დამზადებული სხვა ტიპის ბორდიურებიც,  რომლებიც, როგორც წესი, არა პრაქტიკულ მიზნებს, არამედ მთლიანად ესთეტიკურ მხარეს ემსახურება. მაგალითისთვის ასეთია დეკორატიული ბორდიური, რომელიც ლანდშაფტს ერთ სტრუქტურულ მთლიანობად აქცევს და აქედან გამომდინარე, მის ვიზუალურ მხარესაც აუმჯობესებს. დეკორატიული ბორდიურით შეგიძლიათ მკაცრად გამიჯნოთ ე.წ. საზღვრები თქვენსავე საცხოვრებელ გარემოში, მაგალითად, ერთმანეთისგან გამოყოთ ეზოს ბილიკი და ყვავილების ბაღი.

ე.წ. საზღვრის ფუნქციას ითავსებს ტროტუარის ბორდიურიც, თუმცა, სულ სხვა დანიშნულებით.  ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ რიგითი მოქალაქის თვალი ქუჩაში გადაადგილებისას ყველაზე ხშირად ბორდიურის სწორედ ამ კატეგორიას ამჩნევს – საფეხმავლო სივრცეში უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი ტროტუარის ბორდიურია, რომელიც ურბანულ ინფრასტრუქტურაში ბილიკებისა და ქუჩების გასწვრივ გვხვდება. ის მკაფიოდ მიჯნავს ქვეითთა ბილიკს სამანქანო გზისგან და ქმნის უსაფრთხო სასეირნო გარემოს ფეხით მოსიარულეთათვის.

ბორდიურის ფასი - გასათვალისწინებელი ფაქტორები ბიუჯეტის სწორად განსაზღვრისთვის
ბორდიურის ფასი - გასათვალისწინებელი ფაქტორები ბიუჯეტის სწორად განსაზღვრისთვის

რა განასხვავებს ტროტუარის (საფეხმავლო) ბორდიურს დეკორატიულისგან?

ერთი მასალისგან დამზადებულ ამ ორი სხვადასხვა სახელწოდების ბორდიურს ფუნქციური დანიშნულებაც სხვადასხვა აქვს. პირველი და მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მათი გამოყენების მიზნობრიობაა.  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეკორატიული ბორდიური უფრო ესთეტიკური ეფექტის მისაღებად გამოიყენება, ხოლო ტროტუარის ბორდიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, საფეხმავლო ბორდიური ხელს უწყობს წვიმის წყლის სწორ დინებას, რასაც ვერ ვიტყვით დეკორატიულზე.

ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, შედარებით განსხვავდება მათი გამოყენების სფეროები – მაგალითად, საფეხმავლო ბორდიური გამოიყენება ტროტუარებსა და ქვეითთა ზონებში, საცხოვრებელ და კომერციულ უბნებში, პარკებსა და ქალაქის სხვა ლანდშაფტურ პროექტებში, ხოლო დეკორატიულ ბორდიურს ძირითადად უპირატესობას ანიჭებენ ბაღებში,  დასასვენებელ სივრცეებსა და  რეკრეაციულ ზონებში. ასევე იყენებენ სავაჭრო ცენტრებისა და მოედნების ლანდშაფტური მოწყობისას.

რა ღირს ბორდიური და რა ფაქტორები განაპირობებს ფასის ცვლილებას?

კონკრეტული პროექტის სპეფიციკის ცოდნის გარეშე,  კითხვაზე – რა არის ბორდიურის ფასი – ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლითაც ბორდიურის ფასი განისაზღვრება და რაც საბოლოო ჯამში მთლიან ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამრიგად, მათი გაანალიზება ხარჯების სწორად გაწერასა და მიახლოებითი ბიუჯეტის განსაზღვრაში გვეხმარება.

ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით,  რომ ზემოთ განხილული სამივე ტიპის ბორდიურის ფასს დამზადების ტექნოლოგიასთან ერთად, მათი ზომა, სიგრძე, სიგანე და სიმაღლეც განაპირობებს. იქ, სადაც მეტი მასალის გამოყენების საჭიროებაა – ბუნებრივია, იზრდება ხარჯებიც. მაგალითად, ლეგიში მზადდება საგზაო ბორდიური ზომით 1000 x 300-ზე, ხოლო პარკის დეკორატიული ბორდიური – 500 x 200-ზე, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დეკორატიული ბორდიურის დამზადებას ნაკლები მასალა სჭირდება და შესაბამისად, მყიდველს შედარებით დაბალი ფასის გადახდაც მოუწევს.  

გასათვალისწინებელია ფერის ფაქტორიც – ზოგადად, ნებისმიერი ბორდიურის სტანდარტული საწყისი ფერი არის რუხი, მაგრამ თუ სხვა ფერის მისაღებად (წითელი, ყავისფერი ან შავი) პიგმენტის დამატებას გადაწყვეტთ, ფასიც შესაბამისად მოიმატებს. გახსოვდეთ, რომ ხარჯები იზრდება ზომებისა და სისქის მიხედვითაც – რაც უფრო მეტი მასალა დაიხარჯება დიდი ზომისა და მოცულობის ფილების დასამზადებლად, მით უფრო მეტი იქნება საბოლოო ჯამში გადასახდელი თანხა.

რატომ უნდა აირჩიოთ ლეგის ბეტონის ბორდიურები?

საქართველოში ბეტონის ნაკეთობების წამყვანი მწარმოებელი მრავალწლიანი გამოცდილებით გთავაზობთ:

  • მაღალი ხარისხის მასალა – ჩვენთან პრემიუმ კლასის ცემენტი გერმანული მანქანა-დანადგარებით იწარმოება და სრულად ერგება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, საჭირო პროდუქცია ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის ჩვენთან ყველაზე მისაღებ ფასად შეგიძლიათ ნახოთ.
  • მრავალფეროვანი არჩევანი – არ აქვს მნიშვნელობა, როგორი გემოვნება გაქვთ, სასურველი ფორმისა და ფერის პროდუქციას ჩვენთან აუცილებლად იპოვით.
  • ეკომეგობრული წარმოება – ლეგი მუდმივად ზრუნავს გარემოზე და მუდამ ცდილობს შეამციროს უარყოფითი გავლენა გარესამყაროზე.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთან ქარხნები აღჭურვილია გერმანული მანქანა – დანადგარებით,  სრულფასოვნად კონტროლდება წარმოების პროცესი, რომელიც რამდენიმე საფეხურად შეიძლება დავყოთ, ესენია: მასალების დოზირება, ბეტონის შერევა, პროდუქტის ფორმირება, გამოშრობა და გადმოტვირთვა. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული პროცესი მუდმივი და მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობს. აქვე, არანაკლებ მთავარი ფაქტი –  ეს ყველა საფეხური ავტომატიზებულია და ხელით ჩარევას არ საჭიროებს.

ყველაფერ ამასთან ერთად კი ლეგის მთავარი უპირატესობა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით უკონკურენტო პროდუქციას ქმნის.

უკვე გადაწყვიტე ბორდიურის რომელ ტიპზე შეაჩერებ არჩევანს?

დასასრულს, ბორდიურების სხვადასხვა ტიპის მახასიათებლების გაცნობის შემდეგ – არჩევანის გაკეთების დროა. ახლა უკვე იცით, რომ თუ თქვენი პრიორიტეტი ხელმისაწვდომი ფასი და გამძლე ხარისხია – განხილული  კატეგორიებიდან ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტის არჩევა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ – აქ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პროექტის საჭიროებებია. რაც შეეხება ლეგის, ჩვენი კომპანის მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ფასების მხრივ ყველანაირი ლავირების საშუალებას იძლევა. თქვენ მხოლოდ ის გევალებათ, რომ ზუსტად გაწეროთ ყველა დეტალი, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

ბორდიურის ფასი - გასათვალისწინებელი ფაქტორები ბიუჯეტის სწორად განსაზღვრისთვის