” გურიაში რა გინდოდა უსიყვარულოდ”, სწორედ სიყვარულითა და დიდი ენთუზიაზმით შეიქმნა გურიის ულამაზეს სოფელ ასკანაში ეს ექსტერიერი.
- ყინვაგამძლე
- წყალშთანთქმა
- შეკეთების შესაძლებლობა
- მოცურების საწინააღმდეგო
- ეკოლოგიური
- 6 სმ - მსუბუქი ტრანსპორტისთვის
- 4 სმ - ქვეითთა ბილიკისთვის
თბილისის საწარმო
სისქე სმ | რაოდენობა ფენაში მ² | რაოდენობა შეკვრაში მ² | წონა 1მ² კგ | შეკვრის წონა კგ |
---|---|---|---|---|
4 | 1.2 | 19,2 | 87 | 1670,4 |
6 | 1.2 | 14,4 | 130 | 1872 |
ქობულეთის საწარმო
სისქე სმ | რაოდენობა ფენაში მ² | რაოდენობა შეკვრაში მ² | წონა 1მ² კგ | შეკვრის წონა კგ |
---|---|---|---|---|
6 | 1.14 | 11,4 | 130 | 1482 |

ამ ულამაზეს ეზოში 6 სმ სისქის ფილა მიქსია დაგებული. ქოლორ მიქს ტექნოლოგიით ნაწარმოები ფერი ციტრინი და ქარვა ეზოს მყუდრო გარემოს უქმნის.
რა არის ქოლორ მიქს ტექნოლოგია?
ამ ტექნოლოგიით წარმოებული ფილის ზედაპირი სხვა ფერადი ფილებისგან განსხვავებით მზადდება სხვადასხვა ფერების ნარევით, რაც ფილას ბუნებრივ იერს სძენს. ასევე ეს ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლის სასურველი ფერების მიქსით შევქმნათ ფილის ზედაპირი.
ამ ეზოში სეირნობისას შეგექმნებათ განწყობა თითქოს თან ახალ და თან მე- 19-ე საუკუნის ტრენდულ კლასიკურ სივრცეში ხართ.
უსასრულობის შეგრძნება , მშვიდი გარემო, ეკოლოგიურად უსაფრთხო ექსტერიერი, მაქსიმალურად ნატურალური ბუნებასთან მიახლოებული ფილების ფერები, ქმნის სურვილს მეტი დრო გაატაროთ ჯანსაღ გარემოში.
მთავარია რა გსურს შენ?
კერძო ეზო, კაფე , რესტორანი, სკვერი, ტროტუარი, აუზის ირგვლივ, ბილიკები და ასე დაუსრულებლად ექსტერიერში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილა მიქსი ლანდშაპტის დიზაინში.
ჩვენთან ექსტერიერისთვის ყველაფერია.